ეს მწვანე ტუბი დაგეხმარებათ მრავალი პრობლემის მოგვარებაში, ისეთებისაც კი რომლებზეც ვერც კი იფიქრებდით.

4986

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ კიდევ ერთი, საკმაოდ პოპულარული მალამოს – ბორო პლუსის – სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. ამ მალამოს არამხოლოდ კოსმეტიკური და ანტიფუნგალური, არამედ სამკურნალო თვისებებიც აქვს. ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში, აკნეს, წერტილოვანი გამონაყარის, მუწუკისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მალამოს ასეთი ტუბიკი ნებისმიერ საშინაო აფთიაქში უნდა მოიპოვებოდეს. მას ყველა აფთიაქში იპოვით, იყიდება ექიმის რეცეპტის გარეშე, გვეხმარება პრობლემების მოკლე დროში გადაწყვეტაში და ძალიან იაფიც ღირს. ამ მალამოს სასარგებლო თვისებებისა და განსაკუთრებული გამოყენების შესახებ ამ სტატიაში გიამბობთ.

სამედიცინო პრეპარატის სამკურნალო ეფექტი მიიღწევა მასში არსებული მაღალაქტიური ნივთიერებების ხარჯზე. უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატი მთლიანად ანტიბაქტერიული, მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ბორო პლუსის მალამო ადგილობრივი ანტისეპტიკია. მას, აგრეთვე, გააჩნია გასაოცარი თვისება – გაანადგუროს ბაქტერიები კანის სიღრმეში. ეს “მწვანე ტუბი” ხსნის ანთების მიზეზს, წმენდს და აღადგენს კანს. გარდა ამ ყველაფრისა, საშუალება საკმაოდ ეფექტურია ტუჩების ნახეთქებისა და კანის გაღიზიანების დროს. ბავშვებისთვისაც კი რეკომენდებულია ეს მალამო გაღიზიანების დროს.

ბორო პლუსი შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან

  • ალოეს ექსტრაქტი – ატენიანებს, ატონიზებს, ხსნის ანთებას და აქვს ანტისეპტიკური თვისებები;
  • სანდალოზის ხის ექსტრაქტი – აგრილებს, ატენიანებს, ამშვიდებს კანს, ებრძვის შეშუპებას, ქავილსა და სიწითლეს;
  • ტულასი – აქვს ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება. კვებავს და ატენიანებს კანს;
  • კურკუმა – აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება;
  • მელია (Melia azedarach L.) – ხსნის წვისა და ქავილის შეგრძნებას;
  • ვეტივერია – ხსნის წვას, ქავილსა და სიწითლეს. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

აღნიშნულ პროდუქტში ინგრედიენტების კომპლექსური ურთიერთქმედება ებრძვის კანის მრავალ დაავადებას.

ტალკი, წყალი, ლანოლინი და პარაფინი, ასევე, ნატურალური არომატიზატორები – დამატებითი კომპონენტებია, რომელთა დამსახურებითაც მალამოს აქვს ნაზი, სასიამოვნო არომატი.

მოცემული პრეპარატის უკუჩვენებაა კრემის კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

კრემის ჩვენებებია:

  • კანის მექანიკური დაზიანებები – ნახეთქები, ნაწოლები, ჭრილობები;
  • კანის ანთებით-ალერგიული დაავადებები, როგორებიცაა: გამონაყარი, აკნე, ჩირქოვანი წყლულები, წერტილოვანი გამონაყარი, მწერის ნაკბენი, პოსტოპერაციული შრამები, დერმატიტი, უბრალო ჰერპესი და ეკზემა;
  • კანის თერმული დამუშავება.

მალამოს გამოყენება

კრემი უნდა დაიტანოთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში 2-3-ჯერ. წაისვით იგი მსუბუქი, წრიული მოძრაობებით. მალამოს გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ზომასა და ხასიათზე. შეინახეთ პრეპარატი მაცივარში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს