ღირს თუ არა მეგობრებთან მათი პირადი ცხოვრების შესახებ აზრის გამოთქმა? უნდა იდგეს თუ არა მორალური პრინციპები ხანგრძლივ მეგობრობაზე მაღლა? Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს სწორედ ამ საკითხზე იმსჰელებს.
სანამ კომენტარებში განხილვას დაიწყებდეთ, ჩვენ მოგიყვებით ერთი ცოლ-ქმრის ისტორიას მოულოდნელი სტუმრის მიღებისა და კატეგორიული მეუღლის შესახებ, რომელმაც ორ ძველ მეგობარ შორის შუღლი ჩამოაგდო.
მეგობართან კამათი
“წინა კვირას მე და ჩემმა ქმარმა აგარაკზე წასვლა, ქალაქის საზრუნავებისა და მუდმივი საქმეებისგან დასვენება გადავწყვიტეთ. თენგომ მეგობრების დაპატიჟება გადაწყვიტა, უკეთ რომ გვეხალისა. ჩემმა დაქალმა ვერ მოახერხა მოსვლა. აი, თენგოს მეგობარმა კი, ნოდარმა, თქვა, რომ საყვარელ ქალთან ერთად მოვიდოდა.
ნოდარი და თენგო უნივერსიტეტის ძმაკაცები არიან. ადრე ისინი ძალიან ახლოს იყვნენ, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გასაგებიცაა – თავიანთი ოჯახები შექმნეს, სამსახური და სხვა უამრავი საზრუნავი აქვთ. ამიტომაც გამიხარდა, რომ, როგორც იქნა, თავის ძველ მეგობარს შეხვდებოდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, რომ ნოდარი თავის ცოლთან, ეკასთან ერთად მოვიდოდა. მას უკვე ვიცნობდი, მაგრამ დამეგობრება ვერ მოვასწარით. თუმცა, ჩემთვის სასიამოვნო ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოკლედ, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ სულაც არ ვიყავი მისი მოსვლის წინააღმდეგი.
წარმოიდგინეთ, როგორ გავოცდით მე და ჩემი ქმარი, როცა ნოდარი სხვა ქალთან ერთად დავინახეთ! გასაგებია, რომ თენგომ ამ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა, მეგობრისთვის გული რომ არ ეტკინა. აი, მე კი გაჩუმებას არ ვაპირებდი.
იმდენად გავცოფდი, რომ საუბრის ტონსა და სიტყვებს არ ვაკვირდებოდი. ძვირფასმა სტუმრებმა ზღურბლზე გადმობიჯებაც ვერ მოასწრეს. მაშინვე განვაცხადე, რომ ჩემს სახლში უცხო ადამიანების მიღებას არ ვაპირებდი და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ნოდარის თანხმლებ ქალს.
რა თქმა უნდა, ის გოგო აღელდა და მაშინვე ჭიშკრისკენ წავიდა. ნოდარიც დაედევნა. ჩემი ქმარი, შესაბამისად, მეგობრისკენ გაიქცა, დარჩენა რომ ეთხოვა.
მოკლედ, თენგო სახლში მარტო დაბრუნდა. იმ შემთხვევიდან სამი დღე არ მელაპარაკებოდა. შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ჩემი პოზიცია გაიგო. დამეთანხმა, რომ მეგობრის მსგავსი საქციელი მისი ცოლის წინაშე გაუმართლებელი იყო. და მაინც, მას ეწყინა, რომ მისი მეგობარი სახლიდან გავაგდე.
დღემდე ვამჩნევ, რომ წყენა არ გაქრობია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი.”
თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი რეაქცია უნდა ჰქონოდათ ნოდარის საქციელზე? თუ ყურადღება არ უნდა მიექციათ მოულოდნელი სტუმრისთვის, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით?