ორი მოსიყვარულე ადამიანის კავშირი მოიაზრებს აბსოლუტურ ნდობას, მხარდაჭერას და ერთმანეთის დახმარების დაუოკებელ სურვილს. ნებისმიერი ანგარებიანი მისწრაფება ანადგურებს სიყვარულს. ასე იყო ყოველთვის და ვიმედოვნებთ, ასე იქნება სულ.
თუმცა ისტორია,სამწუხაროდ, იცნობს გარიგებით შექმნილ უამრავ ოჯახს, ავიღოთ თუნდაც ინდოეთი, პაკისტანი და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა. ერთი შეხედვით, ეს დამკვიდრებული ტრადიციაა, რომელიც ბევრს არ ესმის. ჩვენი თვალთახედვით, მსგავსი კავშირი ყალბია და ხშირად განსჯის საგანი ხდება.
ანგარებიანი მისწრაფებები
ჩვენი დღევანდელი ისტორია მსოფლიოში ქორწინების ტრადიციებს არ ეხება. ამბავი ერთ ქალაქში მოხდა. გიო და მარიამი იყვნენ შეყვარებულები,ახალგაზრდები და ცოტათი გიჟები.ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და შემდეგ აღმოაჩინეს, რომ უამრავი საერთო ნაცნობი ჰყავდათ.
ხანგრძლივმა სეირნობამ,თბილმა საღამოებმა და დროის სასიამოვნოდ გატარებამ შედეგი გამოიღო. მოფრინდა კუპიდონი და ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. მათი კავშირის განმაპირობებელი ერთ-ერთი იღბლიანი ფაქტორი იყო საერთო მეგობრები,რომლებიც მუდამ მხარს უჭერდნენ წყვილს.
ურთიერთობის დასაწყისშივე გიომ შეამჩნია,რომ მარიამი ფინასურად უზრუნველყოფილი იყო.ისინი თავიდანვე შეთანხმდენ,რომ მოიქცეოდნენ,როგორც “განვითარებული ევროპელები”. ეს ნიშნავდა, რომ თითოეული დამოუკიდებლად გადაიხდიდა დახარჯულ თანხას, რომანტიკული საჩუქრების გამოკლებით.
გიორგი დროს კარგად ატარებდა კლუბებსა და მოგზაურობებში. ის მხოლოდ საკუთარ ხარჯებს იხდიდა და ფულის დანაზოგს აკეთებდა. მართალია მას ფინანსურად არ უჭირდა, თუმცა თეთრს თეთრზე აწებებდა.
მარიამი მარტო ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში. მას ძვირადღირებული მანქანა მშობლებმა აჩუქეს. ისინი შეძლებული ადამიანები იყვნენ და სურდათ მათ ქალშვილს არაფერი მოკლებოდა. თუმცა მარიამი ყველას უყვებოდა, რომ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მანქანით იშვიათად სარგებლობდა. ის ასე უფრო მშვიდად გრძნობდა თავს,რადგან მისი გარშემომყოფები არც ისე შეძლებულები იყვნენ.
გათხოვებიდან ნახევარი წლის შემდეგ მარიამი დიზაინის ძვირადღირებულ კურსზე ჩაეწერა. მშობლები აღარ ეხმარებოდნენ ქალიშვილს.როცა მანქანა გიორგის მიჰყვადა, ბენზინს ის საკუთარი სახსრებით ასხამდა,ბინის ხარჯებს თანაბრად იყოფდნენ.
ოჯახური თანაცხოვრების ამ მომენტს გიორგიმ ვერ გაუძლო
-ასე არ გამოვა,შენ ხარჯავ ფულს საკუთარი კურსებისთის, დანარჩენ ხარჯებს კი მე ვფარავ. რატომ იყო ადრე ყველაფერი ნორმალური და რა შეცვალა პასპორტში ჩარტყმულმა შტამპმა?
მარიამმა აუხსნა, რომ კურსზე უკეთესი სამსახურის მისაღებად ჩაეწერა, თუმცა ქმარი მაინც უკმაყოფილო დარჩა. მან დაამატა,რომ გაუხარდებოდა,თუ გიორგი სიახლის შესწავლას ცოტაოდენ დროს მაინც დაუთმობდა.
საკუთარ თავზე გიორგის შეხედულება ასეთია: მისი სამსახური მუდმივად მოთხოვნადი იქნება. ის ბარმენია. მის ქალაქში ახალი ბარების გახსნა არ იგეგმება. მაშ,რატომ უნდა დაიტანჯოს თავი და დახარჯოს ზედმეტი ფული? მარიამი კი მის ფინანსებს ხარჯავს და კურსებზე დადის.
რამდენიმე თვის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დასასვენებლად წასვლა.მარიამმა ქმარს მიანიშნა,რომ ფულის დაზოგვა სჭირდებოდა და გიორგის დასვენების დიდი ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აეღო.მოვლენათა მსაგვსი განითარება კი მას არ მოეწონა და ნერვებმა უმტყუნა.
-აღარ ვაპირებ ამის მოთმენას.ფულს ტყუილად ვფლანგავ. იცი რამდენი უნდა ვიწვალო იმისათვის,ორივემ დასასვენებლად წასვლა რომ შევძლოთ? მოდი ასე მოვიქცეთ,მანქანა მაინც გადმოაფორმე ჩემს სახელზე,ამგვარად მე დაცული ვიქნები იმ შემთვევაში,თუ უფრო მდიდარი კაცის გამო მიმატოვებ.
მარიამი შოკში ჩავარდა. ის ბავშვობიდანვე უზუნველად გაიზარდა და ფულის საკითხს სხვაგვარად უყურებდა. თუმცა გიორგის ეს გამოხტომა უკვე მეტისმეტი იყო. ფაქტი ფაქტად რჩებოდა:მას არ ჰყოფნიდა საკუთარი ფული და უწევდა ქმრის წინაშე თავის მართლება.
თვეების განმავლობაში გიორგი ამ საუბარს ხშირად უბრუნდებოდა. ბოლოს და ბოლოს მარიამმა ვეღარ მოითმინა.
-ბინა და მანქანა მშობლების სახელზე გავაფორმე. ახლა აღარაფერი მაბადია.მამამ კურსების ფული მომცა და შეგვიძლია ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. გაყოფილი ბიუჯეტი,ნორმალური ურთიერთობა,არანაირი შუღლი.შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს…
მარიამმა დიალოგის დასრულება ვერ მოასწრო.გიორგი ადგა და აბაზანაში შევიდა,ნახევარ საათში ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.დილით როცა დაბრუნდა,ნივთების შეგროვება დაიწყო.
ერთი კვირის შემდეგ შეტყბინება გაუგზავნა ცოლს,სადაც განქორწინებას ითხოვდა. მის გადაწყვეტილებას საჩუქრები და მოლაპარაკებები ვერ შეცვლიდა.
მარიამი დღემდე გაოგნებულია. რატომ მოხდა ასე? თავიდან მისმა მეუღლემ ხომ არც კი იცოდა,ვინ იყვნენ მისი მშობლები? მამას სიძის საქციელი საერთოდ არ გაკვირვებია. მან ქალიშვილი სახლში მიიღო და დაამშვიდა.