“ყველაფერი ჩემებურად უნდა გააკეთო.შეხედე,როგორ უნდა და გაიმეორე.” მშობლების რჩევები ყოველთვის ეფექტური არაა. ზრდასრულ ადამიანსაც შეუძლია სადმე რაიმე დაინახოს, არასწორად გაიგოს და მთელი ცხოვრება შვილებს უცნაური,მხოლოდ მისთვის გასაგები ქცევები და რიტუალები ასწავლოს.
აქ არაფერია გასაკვირი. ამ სტატიაში გაგიზიარებთ ასეთ გამაღიზიანებელ ჩვევებს.გადაამოწმეთ, იქნებ თქვენი შვილიც დაბნეულია ზოგიერთი შაბლონური რჩევის თუ მითითების გამო, თქმას კი ვერ გიბედავთ,რადგან პატივს გცემთ. შეცდომებზე სწავლა არასოდესაა გვიანი.
მშობლების ჩვევები
გადავსებული აივანი
თხილამურები, ციგურები, ძველი აპარატურა, უამრავი ყუთი გაუგებარი ხარახურით და ყოველდღიური ცხოვრების სხვა “ბედნიერება”. ლამაზი აივანი იქცევა ნამდვილ სანაგვედ. საჭიროა ნივთების ნაწილი კარადებში გადაალაგეთ, დანარჩენი კი-სარდაფში შეინახეთ. რაც ზედმეტია შეგიძლიათ გაყიდოთ.
აივანზე ადგილი გათავისუფლდება და ერთი პრობლემით ნაკლები გახდება.
დიდი ზომის ტანსაცმლის ყიდვა
ბავშვებისთვის ტომრის მსგავსი კოფთის და ათი ზომით დიდი შარვლის ყიდვა თანამდეროვეობაში,სულ მცირე, ცუდი ტონია. პატარაობაშიც კი ბავშვებს აქვთ თავისებური სტილი,ამიტომ საფრთხობელასავით ჩაცმულ ბიჭს თუ გოგოს სკოლაში დასცინებენ. მათ პირად კომფორტს თავი რომ დავანებოთ.
როგორ გაიზრდება ბავშვი არავინ იცის. მეორე წელს დიდი ზომის ტანსაცმელი უბრალოდ შეიძლება დაუპატარავდეს. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? გავაჩუქოთ ნივთები? რა საჭირო იყო ამდენი ტანჯვა?
შამპუნის და საპნის წყლით განზავება
ეს ჩვევა ალბათ ბევრისთვის ნაცნობია. ეკონომიის მიზნით, დარჩენილ შამპუნს უმატებენ წყალს და ბევრს ჰგონია, რომ მისი მოცულობა იზრდება. სინამდვილეში ეს ასე არაა. მიღებული ხსნარი ვეღარ ქაფდება ისე კარგად და კარგავს ბევრ პრაქტიკულ თვისებას. შედეგად საპონი ვეღარ აშორებს ცხიმს.
ეს ხრიკი შეგიძლიათ მხოლოდ უკიდურეს შემთვევაში გამოიყენოთ,როცა შამპუნი გამოგელიათ და მისი ყიდვა დაგავიწყდათ. ჰიგიენაზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება.
პროდუქტების გალღობა ოთახის ტემპერატურაზე
ბევრი დიასახლისი საყინულედან გამოიღებს თევზს,ხორცს,მოათავსებს თასში და მის გალღობამდე სხვა საქმეებს აკეთებს. არ გირჩევთ მსგავსად მოქცევას, რადგან პროდუქტის ზედა ნაწილი გალღვება და უსიამოვნო სუნსაც მიიღებს, მისი ფსკერი ისევ მაგარი და გაყინული დარჩება,ბუზების არსებობაც არ უნდა დაგვავიწყდეს !
უფრო ლოგიკურია პროდუქტის შეფუთვა სტრეჩში ან საკვებ კონტეინერში მოთავსება. ამის შემდეგ უნდა დააბრუნოთ მაცივარში. ის ნელ-ნელა გალღვება, შეინარჩუნებს ნორმალურ არომატს,გემოვნურ თვისებებს და არ გამოყოფს წვენს, ხორცი ნაზი იქნება.
მაკარონის რეცხვა
ხარშვის შემდეგ მაკარონს ბევრი ცივ წყალს ავლებს , ამ შემთხვევაში თუ დრო გაგვეპარება და ონკანი ზედმეტი დროით დაგვჩება გახსნილი, მაკარონები ერთმანეთს შეეწებება. არ გირჩევთ ამის გაკეთებას.
ამ დრო ირეცხება სახამებლის ზედა შრე და ის უკვე ვეღარ შეძლებს სოუსი შეწოვას. ასევე თანამედროვე მაკარონები უკვე დიდი ხანია აღარ ეწებება ერთმანეთს.
ხილის და ბოსტნეულის დანით გასუფთავება
ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია კარტოფილის ან ვაშლის უნაკლოდ გასუფთავება. დღეს ეს უკვე ყოველდღური ცხოვრების არქაიზმია.
თანამედროვე ახალგაზრდობა იყენებს ბოსტნეულის სათლელს. ის ათლის თხელ შრეს, როგორსაც ვერც ერთი დანა ვერ შეედრება.
შესაძლოა, ეს რამდენიმე ჩვევა თქვენც შეგიმჩნევიათ. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეთ. გამოიყენოთ თუ არა ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში-მხოლოდ თქვენი არჩევანია.