ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ მადლიერებას. ვიღაც უბრალოდ მადლობას ამბობს, სხვა შემოსავლიდან პროცენტს იღებს. ეს, რასაკვირველია, უხეში მაგალითია, როცა შემოსავლის როლში შვილის ხელფასია. ამ სტატიაში საინტერესო ისტორიას მოგიყვებით.
ვაჟის ხელფასი
“მე ვამაყობ საკუთრი შვილით,განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის დამოუკიდებლად აღვზარდე. მეუღლემ მიგვატოვა, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო. ეს არ იყო მარტივი დრო, რადგან არავინ გვეხმარებოდა.
ერთადერთი, რაც მანუგეშებდა,-იყო პატარა ბინა, რომელიც დედისგან მემკვიდრეობით მერგო. ბინის ქირაც რომ მეხადა, არ ვიცი ამას როგორ გავუმკლავდებოდი. უფლის წყალობით, როგორღაც ვახერხებდი მცირე ფინანსების განაწილებას. მეზობლებიც გვეხმარებოდნენ.
ჩემი ბიჭი ორი წლინახევრის რომ იყო, ბაღში შევიყვანე,მე კი მაშინვე დავიწყე მუშაობა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ,რას ნიშნავს-იყიდო ზამთრის ახალი ქურქი. ნელ-ნელა დავიწყე გამოფხიზლება და დავუბრუნდი საკუთარ თავს. ვზრუნავდი იმაზე, რომ ესწავლა, ვეძებდი მისთვის პედაგოგებს, გადავუხადე კოლეჯში სწავლის საფასური.
ყველაფერი მას
შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, რაც გაამჩნდა საკუთარ შვილში დავაბანდე. მსურდა, ყველაფერი საუკეთესო მას ჰქონოდა. დავეხმარე პირველი ავტომობილის ყიდვაში,მიუხედავად იმისა,რომ კრედიტის აღება მომიხდა. ვალი უკვე გავისტუმრე. ის ყოჩაღ ბიჭია, სწავლა დაამთავრა და საკუთარი სპეციალობით დასაქმდა.
მას სპეციალური განათლება აქვს მიღებული, დამპირდა,ფულს რომ დააგროვებდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდა. მშენებლობაზე მუშაობს და კარგი ანაზღაურებაც აქვს. არ შემიძლია ეს არ მიხაროდეს. ამას წინათ დაქორწინდა ძალიან კარგ გოგონაზე,ახლი კი უკვე შვილიშვილიც მყავს.
როცა მუშაობა დაიწყო,გავაფრთხილე,პენსიაზე რომ გავიდოდი,ის უნდა დამხმარებოდა ფინანსურად. ავუხსენი, რომ პროდუქტებზე ფულის დაზოგვა არ შემეძლო და წელიწადში ერთხელ დასასვენებლად უნდა წავსულიყავი. ის ვალდებულია ფინანსურად უზრუნველმყოს.
ვაჟის ხელფასი
ჩემი ბიჭი ღიმილით დამთანხმდა და ყოველ თვეს ხელფასიდან დაახლოებით ჩემი პენსიის ოდენობის თანხას მირიცხავდა. ამგვარად,შემიძლია თავი ნორმალურად ვიგრძნო. ერთადერთი ,რაც მთხოვა-არაფერი მეთქვა მისი მეუღლლისთვის და ეს ამბავი საიდუმლოდ დამეტოვებინა.
ამის შესახებ მხოლოდ ჩემმა მეგობარმა იცის, ის მეუბნება, რომ ზედმეტად ეგოისტურად ვიქცევი შვილთან მიმართებით, როცა მას ფულს ვთხოვ. მეკითხება, საერთოდ ვიცი თუ არა რამდენი აქვს ანაზღაურება. მე ვპასუხობ, რომ არასოდეს მიკითხავს,ისინი დედაქალაქში ცხოვრობენ და, შესაბამისად, არ უჭირთ.
ვინ იზრუნებს ჩემზე, თუ არა ისევ მე ? ერთი ვაჟი მყავს, თუ ავად გავხდები, ის მომივლის, ვეღარ შეძლებს მუშაობას და ბევრი ფული დაეხარჯება. რატომ ვიქცე მისთვის ზედმეტ ტვირთად? ახლა ნორმალურად ვცხოვრობ, ვზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე და სწორად ვიკვებები. ეს ერთგვარი ჯილდოა იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში ყველაფერი მაკლდა, რადგან ჩემს შვილს ვზრდიდი. ახლა მაინც აღარ შემიძლია დავისვენო და ნორმალურად ვიცხოვრო? თუნდაც ნაწილობრივ მის ხარჯზე?
რედაქციისგან
რას ფიქრობს ამ საკითხზე ჩვენი ისტორიის გმირის ვაჟი,ამას ალბათ ვერ გავიგებთ. თქვენ აზრით, როგორ უნდა გამოიხატებოდეს მადლიერება დედა-შვილს შორის?
გაიხსენეთ, რაში დაიხარჯა თქვენი ვაჟს პირველი ხელფასი. მოუყოლია მას ამის შესახებ ან თუ გითხოვიათ დახმარება?