მას ოთახის ყვავილები ზაფხულში გარეთ გააქვს, სადაც ისინი სექტემბრამდე თავს იწონებენ

581

ყვავილები აივანზე – იდეალური საშუალება ამ მოსასვენებელი და მყუდრო ადგილის  მოსართავად.

მარტივად შეძლებთ გარდასახოთ აივანი, ვერანდა, ტერასა, თუ იქ ფლორის ფერად წარმომადგენლებს დაასახლებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ყველა მცენარე ვერ ეგუება გარე პირობებს. ამიტომ გასწავლით, რომელი მცენარე შეიძლება დადგათ აივანზე ისე, რომ არ გაფუჭდეს და იამაყოთ ნაირფერი, სურნელოვანი პატარა ბაღით.

ყვავილები აივანზე ზაფხულში

როგორც აღვნიშნეთ, ყველა ყვავილი არ შეიძლება აივანზე დადგათ. ძირითადად შეიძლება სეკულენტები, ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მოყვრული მცენარეები. შეგიძლიათ დაასახლოთ ყვავილები ტროპიკული ქვეყნებიდან, მაგრამ უნდა დაიცვათ გარკვეული წესი.

მცენარეებს არ უნდა ხვდებოდეს ორპირი ქარი. ორპირი ქარი არ უხდება ყვავილებს, რადგან შეიძლება დაავადდეს და შეწყვიტოს ყვავილობა. ასევე მიაქციეთ ყურადღება , რომ არ ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები. ყვავილის ფესვები ჯობია ქვიშის თხელი ფენით დაფაროთ. ხოლო ფოთლები მზისგან შეგიძლიათ ფარდებით დაიცვათ.

კომფორტული გადატანა

ნუ იჩქარებთ ყვავილების გარეთ გატანას, დააკვირდით თქვენს მცენარეებს. თუ რომელიმეს აქვს დაავადების ნიშნები, არ გადაიტანოთ. უმკურნალეთ, მოაწესრიგეთ, მოაძლიერეთ და მერე გადგით გარეთ. იგივე ეხება ახალდარგულ ყვავილებსაც.

თუ თქვენ დამწყები ყვავილების მოყვარული ხართ და ჯერ არ იცით ყველა მცენარის თავისებურება, წინასწარ მოიძიეთ ხოლმე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ან სპეციალურ ჯგუფებში. გამოცდილი მეყვავილეები სიხარულით გაგიზიარებენ თავის გამოცდილებას.

ქლოროფიტუმი გზაშია

ხასხასა ქლოროფიტუმი წარმოშობით თბილი, სამხრეთ აფრიკული ქვეყნიდან არის. ამიტომ ცხელ ზაფხულს თქვენს აივანზე მშვიდად გაატარებს. ოპტიმალური ტემპერატურა ყვავილისთვის არის 20-22 გრადუსი. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რადგან ფოთლებს გაუხუნებს.

ქლოროფიტუმი – შეგიძლიათ საკიდ ქოთნებშიც ჩასვათ. მისი გრძელი ფოთლები ლამაზად გადმოეშვება ზემოდან. არ დაგავიწყდეთ კვება და ფოთლების დანამვა.

შეფლერა აივანზე

ეს დეკორატიული მცენარე ტროპიკული რეგიონიდან ჩამოვიდა ჩვენთან. ამიტომ მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25°С. შეფლერას ძალიან უყვარს წყალი. ფოთლებზე მინიმუმ დღეში ერთხელ უნდა შეასხუროთ თბილი, ნადგომი წყალი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გაუჩნდეს თეთრი ლაქები მორწყვისაგან და ხშირად გაუწმინდეთ ფოთლები მტვრისგან სველი ტილოთი.

დიფენბახია

ეს არის ტროპიკული, სამხრეთ ამერიკული მცენარე. მასაც ძალიან მოეწონება მზიანი აივანი, მაგრამ მაინც მოარიდეთ პირდაპირ სხივებს. ხშირად შეასხურეთ ფოთლებზე წყალი, რადგან ძალიან უყვარს მზე და ტენიანი. შემჭკნარი ფოთლები მაშინვე მოაშორეთ ხოლმე.

ყურადღებით იყავით! დიფენბახია ლამაზი მცენარეა, მაგრამ ძალიან შხამიანი. მისმა წვენმა შეიძლება მოგცეთ ძლიერი ალერგიული რეაქცია. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად იმუშავეთ მასთან.

ბალბიფოთოლა

ალბათ გაგიკვირდებათ და ოთახის ბალბა აივანზე თავს მშვენივრად გრძნობს. შეგიძლიათ საკიდ ქოთანშიც ჩასვათ. უყვარს მზე, სითბო და წყალი. მიაქციეთ ყურადღება მიწას, რომ არ გამოგიშრეთ და ფხვიერი იყოს. გერანიუმს არ უყვარს უყურადღებობა.

ია რჩება სახლში

იას არ აქვს რკინის ჯანმრთელობა, ის ნაზია და მგრძნობიარე. ამიტომ მისი გატანა აივანზე არ შეიძლება. არ უყვარს ადგილის შეცვლაც კი.

იგივე ითქმის ანტურიუმზეც. კი, უყვარს მზე, ნესტი, ფოთლებზე წყლის შესხურება, მაგრამ ვერ იტანს დღის და ღამის ტემპერატურის ცვალებადობას, ორპირ ქარს. დახურულ ვერანდაზე კარგად იგრძნობს თავს.

მცენარეები ადამიანებივით არიან, ყველას თავისებური ხასიათი აქვს. არ შეგეშინდეთ მათთან ურთიერთობის, რომ რამე ზიანს მიაყენებთ. დააკვირდით პირველად ნიშნებს და დროულად მოახდინეთ რეაგირება. შეძენამდე გაეცანით მცენარის მოვლის წესს და ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს