ტოლმა ჭარხლის ფოთლებით, ბრინჯის და ხორცის გარეშე… მისი მომზადება მარტივია, სადილი გამოდის რბილი და ნაზი. გააკეთეთ ჩვენთან ერთად და დააგემოვნეთ.
ტოლმა ჭარხლის ფოთლებისგან
მკვრივი, მოწითალო მანგოლდის (წითელი ფოთლოვანი ჭარხალი) ფოთლები მდიდარია ასკორბინის მჟავით. ის ამაგრებს სისხლძარღვებს და და ძლიერებს იმუნიტეტს. ტოლმისთვის ეს სახეობა გამოიყენება, მაგრამ თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი ჭარხლისაც გამოდგება. ფოთლებს იყენებენ სალათებში, ცივ კერძებში, წვნიანებში, მწვანე ბორშში. აკეთებენ ფხალს, ამწნილებენ, ყინავენ ზამთრისთვის.
ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ მკვრივ, მუქ მწვანე ფოთლებს მოკლე, მაგარი ყუნწით.
ინგრედიენტები:
- 30-40 ჭარხლის ფოთოლი
- 1 ჭიქა სიმინდის ბურღული
- 2 თავი ხახვი
- 1 ს/კ ღორის ქონი
- 300 მლ. შემჟავებული რძე
- 200 მლ. წყალი
- დაფნის ფოთოლი
- 3 თავი ნიორი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
- მოიმარაგეთ 30-40 ჭარხლის ფოთოლი. ზომა ხელის გულზე ცოტა დიდი უნდა იყოს.
- გარეცხეთ და დატოვეთ წყალში 12 საათის განმავლობაში.
- 1 ჭიქა სიმინდის ბურღულს დაასხით მდუღარე წყალი და 10 წუთი დადგით თავდახურული, რომ გაფუვდეს.
- წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ღორის ქონში.
- მოაჭერით ჭარხლის ფოთლებს ღეროები.
- გადაწურეთ სიმინდის ბურღული, დაუმატეთ მარილი, პილპილი, მოშუშული ხახვი და კარგად აურიეთ.
- ჩადეთ ფოთლებში მიღებული ფარში და გადაახვიეთ.
- ჩააწყვეთ თუჯის ქვაბში, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მცენარეული ზეთი, შემჟავებული რძე და წყალი. თავზე და ძირზე დააფინეთ რამდენიმე მსხვილი ფოთოლი.
- დადგით ქვაბი გაზზე და ხარშეთ – 40-50 წუთი.
- ამასობაში მოამზადეთ ნივრის სოუსი, რომელსაც მზა კერძს თავზე მოასხამთ: დაჭყლიტეთ ნიორი, დაასხით ზეთი და მარილი.
- გამოდის არაჩვეულებრივი, გემრიელი და განსხვავებული სადილი.
მიიტანეთ სუფრასთან არაჟანთან, ნივრის სოუსთან და ცოცხალ მწვანილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს