ეძებ უბრალო და მარტივ დესერტს სტუმრების გასამასპინძლებლად? გასწავლით ოდესური სამზარეულოდან პაშტეტის მომზადებას ყველით და ბულგარული წიწაკით.
ოდესური სამზარეულოს კერძებში თავმოყრილია ევროპული, უკრაინული, ბერძნული, სომხური და მოლდავური სამზარეულოს იდეები. გამონაკლისი არც ჩვენი დღევანდელი “სამხრეთული პაშტეტია”. მისი ფესვები საბერძნეთიდან მოდის. მსგავს პოპულარულ კერძს ტკბილი წიწაკით და ფეტას ყველით იქ “htipiti” ქვია და სუფრასთან პურთან ერთად ან სოუსის სახით მიაქვთ.
როგორ გავაკეთოთ პაშტეტი
ინგრედიენტები
- 250 გ. მაგარი ყველი
- 120 გ. მდნარი ყველი
- 0,5 კგ. ტკბილი წიწაკა
- 0,5 ჩ/კ შავი პილპილი
- 0,5 ს/კ მაიონეზი
- მარილი და სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი
- თავდაპირველად, გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე.
- მდნარი ყველიც ასევე, გახეხეთ. ადვილად რომ გაიხეხოს, გააცივეთ კარგად საყინულეში.
- შედგით ბულგარული წიწაკა 30-40 წუთი 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, პერიოდულად ამოაბრუნეთ, რომ თანაბრად შეიბრაწოს.
- გადმოიღეთ ბულგარული წიწაკა ჯამში და გააცივეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული, ფრთხილად მოაცალეთ კანი.
- აურიე ერთმანეთში – ბულგარული, წიწაკა ჩილი, გახეხილი მყარი და მდნარი ყველი, მაიონეზი, მარილი და სანელებლები. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში.
- ცოცხალი წიწაკის მაგივრად შეგიძლიათ მისი მარინადი გამოიყენოთ.
- გადაიტანეთ მასა თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან. მიირთვით გემრიელად!
ეს პაშტეტი ძირითადად გამოიყენება ბუტერბროდებზე წასასმელად. შეგიძლიათ ფარშირება გაუკეთოთ მოხარშულ კვერცხს, ან ლავაშზე წაუსვათ თხლად სოუსის სახით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს