როგორ ფიქრობთ,რა არის საჭირო იმისათვის,რომ გასაუბრებამ წარმატებით ჩაიაროს? ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია გულწრფელობა, ადამიანი არ უნდა ცდილობდეს წარმოჩნდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე ის სინამდვილეშია. გამოცდილმა HR-სპეციალისტებმა ზუსტად იციან, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გასაუბრების დროს. ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე დეტალი, რათა უარი უთხრა პოტენციურ თანამშრომელს. სწორედ ამ თემაზეა ჩვენი დღევანდელი სტატიაც.
გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა
პროფესიონალმა HR-მენეჯერმა პირველივე გასაუბრებაზე ზუსტად იცის, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის ადამიანი კონკრეტულ თანამდებობას. გამოცდილი ეიჩარი უარს გეტყვით, თუ თვენი პოტენციალი არასაკმარისი აღმოჩნდება.
იყო HR-სპეციალისტი-ეს მთელი ხელოვნებაა. ასეთ ადამიანში გაერთიანებულია ფსიქოლოგის,კარგი მომლაპარაკებლის და ისეთი ადამიანის თვისებები,რომელიც მარტივად ამოიცნობს სიცრუეს. ეს თანამდებობა იმას შეეფერება, ვინც მუდმივად მზადაა განვითარებისთვის.
მოლაპარაკებების, ორატორული ხელოვნების უნარ-ჩვევები და ფიზიოგნომიკა აუცილებელია ამ პროფესიის ადამიანისთვის.
ფიზიოგნომიკა გულისხმობს პიროვნების შესწავლის თავისებური მეთოდია. ის დაფუძნებულია ადამიანის გარეგნობაზე, კონკრეტულად -სახის მიმიკებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეიჩარი პირველივე შეხედვისთანავე ცნობს, თუ ვინაა პოტენციური თანამშრომელი სინამდვილეში.
ვიღაც იტყვის, რომ მსგავს სიტუაციებში მოქმედებს ინტუიცია. არსებობენ ადამიანები,რომლებიც ყურადღებას აქცევენ ზოდიაქოს ნიშნებს. ვიღაც კი ნამვილადაა დაჯილდოვებული ნიჭით წაიკითხოს სახის მიმიკები და მიიღოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ასე თუ ისე, ფიზიოგნომიკის შესახებ მუდმივად დაობენ.
იდეალური თანამშრომლის პორტრეტი
ნებისმიერი პრესტიჟული კომპანია ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის იდეალური თანამშრომლის პორტრეტს. მას საფუძვლად უდევს პროფესიული უნარ-ჩვევები. აუცილებელია ასევე ადამიანური თვისებებიც. როგორ შეიძლებ მათი შეფასება პიროვნებასთან პირველივე გასაუბრებისას?
წარმოიდგინეთ სიტუაცია: გასაუბრებას ატარებს გამოცდილი HR-მენეჯერი. ადმინისტრატორის პოზიციაზე წარდგენილია მამაკაცი,სახელად ბესო. შესამჩნევია,რომ კითხვებზე პასუხის გაცემისას ის ნერვიულობს,იშვიათად იცინის.
ეიჩარი ყურადღებით უყურებს სახეზე: ვიწრო შუბლი,აწეული წარბები. თუ ფიზიოგნომიკის მეთოდებს დავუჯერებთ, პირველი ასპექტი ადამიანის ზედმეტ ემოციურობაზე მეტყველებს, მეორე კი იმაზე მიანიშნებს,რომ ბავშვობაში ბესოს ქება აკლდა. სიცილი-ტიპური თავდაცვითი რეაქციაა. მამაკაცი ძალიან ნერვიულობს.
ეს დაკვირვება ეიჩარს რამდენიმე დასკვნის გამოტანის საშუალებას აძლევს. პირველ რიგში, ბესოს უჭირს შეიკავოს მღელვარება და შეინარჩუნოს სიმშვიდე. მამაკაცის თავდაცვითი რეაქცია ართულებს მასთან კომუნიკაციის დამყარებას. შესაძლოა, მას მისცემდნენ მეორე შანსს,თუკი ის უბრალოდ ნამდვილ “მე”-ს გამოავლენდა. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან კომპანიას არ უღირს საკუთარი დროის ფუჭად ფლანგვა.
რასაკვირველია, ეს უბრალო მაგალითია. ეს არ ნიშნავს,რომ ნებისმიერი ადამიანი ვიწრო შუბლით შესამჩნევად ემოციურია და არ იცის,როგორ მოთოკოს მღელვარება. აქედან ჩნდება ეჭვი ფიზიოგნომიკის მეთოდების სარწმუნოობის შესახებ.რათქმაუნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ ეიჩარის ინტუიციის ფაქტორიც.
ოდესმე თუ გქონიათ შემთხვევა, რომ გასაუბრებაზე თქვენთვის ყავა შემოეთავაზებინოთ? იცოდით თუ არა, რომ ეს ერთგვარი ტესტია და ჩაჭრის შემთხვევაში სამსახურზე აღარც კი უნდა იოცნებოთ?