პირშუშხას ფოთლები – სასარგებლო მცენარე, რომელსაც მარილები კანის ფორებიდან გამოაქვს

4753

ხშირ შემთხვევაში ხალხური მედიცინა ბევრი დაავადების სამკურნალო საუკეთესო მეთოდია. „პაპარაცი“ პირშუშხას ფოთლების სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ. როგორც აღმოჩნდა, პირშუშხას ფოთლები ერთადერთია, რომელსაც კანის ფორებიდან მარილები გამოაქვს.

© Econet

როგორც გაირკვა, სასარგებლო თვისებებს არა მხოლოდ მცენარის ფესვები, არამედ ფოთლებიც შეიცავენ. პირშუშხას ფოთლები სასარგებლო თვისებების წყალობით უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში გამოიყენება.

ამ მცენარეში ორგანიზმისთვის აუცილებელი ბევრი სასარგებლო ელემენტი შედის, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინების ბევრი სახეობა და C ვიტამინი (რაოდენობით ციტრუსებსაც აჭარბებს). ასევე პირშუშხა შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს იცავს, აახალგაზრდავებს და აღადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მასში ბევრი მინერალური კომპლექსი შედის, მათ შორის კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი და სხვა.

პირშუშხას ფოთლები დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა რადიკულიტი, ართრიტი და ოსტეოქონდროზი. მცენარის ფოთლები ორგანიზმზე ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად მარილების დაგროვებას და სახსრების ტკივილს ებრძვის.

© sustavi

პირშუშხა ნივთიერებათა ცვლაზე კარგად რეაგირებს, რაც ტოქსინების, წიდების და მარილების მოშორებას ხელს უწყობს. მცენარის ეს თვისება მარილების დაგროვების სამკურნალოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

პირშუშხას ფოთლების რეცეპტი, რომელიც მარილების დაგროვებას მოგაშორებთ

თქვენ დაგჭირდებათ 2 ახალი, საკმაოდ მსხვილი პირშუშხას ფოთოლი. ძილის წინ, მდუღარე წყალში ორივე მხრიდან დაალბეთ და იმწამსვე ზურგზე, კისრის ნაწილში დაიდეთ. ქსოვილით შეიფუთეთ. ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია მცირე წვა, მაგრამ ტკივილი და დამწვრობა გამორიცხულია.

დილით, ფოთლები ნაზად მოიშორეთ. თუ ბევრი მარილი გაქვთ, ის „ფერფლად იქცევა“. ყურადღება მიაქციეთ, თუ ყველაზე ბევრი მარილი სად გაქვთ დაგროვებული და პროცედურა იმდენჯერ გაიმეორეთ, სანამ ფოთლებზე მარილების დიდი რაოდენობა არ აღმოჩნდება.

ასევე რა უნდა ვიცეოთ პირშუშხაზე:

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე 50-დან 120 სმ-მდე სიმაღლისა. აქვს დიდი ზომის ფოთლები, ფესვისეული, მოგრძო-ოვალური, დაკბილული. ყვავილები წვრილია. ნაყოფი ღეროები. ყვავილობს ივნის-ივლისში. მნიშვნელოვანი ბაქტერიციდული საშუალებაა, რომელსაც იღებენ ფესვებიდან. იყენებენ ცინგის, სისხლნაკლულობის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. არის კარგი ამოსახველებელი საშუალება. პირშუშხა ავლენს ძლიერ ანტიმიკრობულ თვისებებს, ამიტომ მისი წყალთან ნაყენი გამოიყენება სავლებად ანგინის, კბილის ტკივილის დროს და კომპრესებისათვის. იგი აქრობს ლაქებსა და დაწვრობას.

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. კარგი ეფექტი აქვს თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც. გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგადგამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული. პირშუშხას ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს. ფესვების წვენი ეფექტურია გაციებისა და კბილის ტკივილის, აგრეთვე ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი სიმჟავით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს. მცენარის ფესვების ნახარში უხდება ჰიპერტონიას, დიზენტერიასა და ღვიძლის დაავადებებს.

ვრცლად პირშუშხას მიერ მარილების გამოდევნის შესახებ გირჩევთ უყუროთ ვიდეოს:

© Культура Процветания

გამოყენებული ლიტერტურა: herba.ge,mkurnali.ge,

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს