ეძებთ იდეალურ დესერტს ჩაისთვის? მოგბეზრდათ ჩვეული რეცეპტები? ამ სტატიაში რედაქცია “paparazzi” მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ისრაელური რულეტი ნიგვზით, რომლის განუმერებელი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ!
ნიგვზიანი რულეტი
ცომის ინგრედიენტები:
- 2კვერცხი
- 200გ ნაღების კარაქი
- 10გ გამაფხვიერებელი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 2,5 ჭიქა ფქვილი
- 1გ ვანილინი
- 2 ს.კ არაჟანი
- 0,2ჩ.ს საკვები სოდა
გულსართის ინგრედიენტები:
- 1ც კვერცხი
- 1/4 ჩ.კ დარიჩინი
- 600გ კაკალი
- 200გ შაქარი
- 0,5გ ვანილინი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში,გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და გაყინული ნაღების კარაქი. შედეგ გადაურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები ისე, რომ მიიღოთ ფქვილის ფანტელები, დაუმატეთ არაჟანი,კვერცხი,შაქარი,სოდა და ვანილინი. მათი შერევის შედეგად მიიღებთ ერთგვაროვან მკვრივ ცომს.
- ცომს შემოახვიეთ სტრეჩი და რამდენიმე წუთით მაცივარში შეინახეთ. ის ამგვარად უფრო ჭიმვადი გახდება. ამასობაში მოამზადეთ ნიგვზის გულსართი.კაკალი დააქუცმაცეთ ბლენდერში,შემდეგ დაუმატეთ დარიჩინი,შაქარი, ვანილინი და კვერცხის ცილა. კვერცის გული არ გადააგდოთ, ის საკვანძო ეტაპზე დაგვჭირდება.
- ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ ისე, რომ მისი სისქე 6მმ-ს შეადგენდეს. შემდეგ გაანაწილეთ მის ზედაპირზე გულსართი და შეახვიეთ.
- ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტი ან წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასზე შეხვეული ცომი. რულეტს გადაუსვით კვერცხის გული და რამდენიმე ადგილზე ჩაჭერით.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ მასში რულეტი 35-40 წუთის განმავლობაში. უკვე მზა დესეტრი შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან შოკოლადის გლაზურით. ზოგიერთი დიასახლისი გულსართს უმატებს კენკრის ჯემს ან ხილის ჩირს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს