პენსიონერმა უბრალო ძველი კომოდი იყიდა, რომელშიც განძით სავსე სამალავი აღმოაჩინა

582
© Jeffrey Allen

ბევრ ჩვენგანს უყვარს ისტორიები საგანძურებისა და სამალავების შესახებ. თითქოს, რეალურ სამყაროში სამალავებისა და განძის ადგილი არაა და ყველაფერი ისტორიულ და სათავგადასავლო ფილმებში დარჩა. თუმცა, როგორც ჩანს, განძის პოვნა დღემდე შესაძლებელია. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ისტორიას ემილ კნოდელისა, რომელმაც, კიდევ ერთი ანტიკვარული ნივთის ძიებისას უფრო საინტერესო რამ იპოვა.

© Jeffrey Allen

ემილ კნოდელი ანტიკვარული ნივთების მოყვარულია და, როცა გაიგო, რომ მეზობელ დასახლებაში ერთ-ერთი სახლის მფლობელი გარდაიცვალა და მისი ნივთები გასაყიდად გამოიტანეს, გადაწყვიტა აუქციონზე დასწრება იმ იმედით, რომ თავისი კოლექციისთვის ახალ ნივთს შეიძენდა.

აუქციონზე მისი ყურადღება მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებულმა კომოდმა მიიქცია. ემილმა ამ კომოდის შეძენა გადაწყვიტა, რადგან იგი მისი სასადილო ოთახის ინტერიერს მოუხდებოდა, კომოდში მან 100$ გადაიხადა.

როცა ემილი და ჯეფი( «Premiere Estate Sales Network»-ის თანამშრომელი) მანქანიდან კომოდს იღებდნენ, უცნაური ხმა შემოესმათ.

© Jeffrey Allen

წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ კომოდს საიდუმლო დანაყოფი ჰქონია, რომელშიც ნამდვილი განძი იმალებოდა.

© Jeffrey Allen

ერთ-ერთ ინტერვიუში, იღბლიანმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ამ სამალავში უძველესი ნივთები, ოქროს სამკაულები, ბრილიანტიანი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბეჭდები იპოვა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაკაცებმა გადაწყვიტეს,რომ სამართლიანი იქნებოდა ამ ძვირფასი ნივთების დაბრუნება თავისი ყოფილი მეპატრონისთვის, ვისგანაც კომოდი შეიძინეს. როგორც ემილი ამბობს, თუ ასე არ მოიქცეოდა, სინდისი ვერ მოასვენებდა.

-“ვერ შევძლებდი მშვიდად ძილს, ეს ძვირფასეულობა ჩემთვის რომ დამეტოვებინა. აუქციონზე მე მხოლოდ კომოდი შევიძინე და არა ეს ყველაფერი. და საერთოდად, მე ძველი ქვეითი მეზღვაური ვარ და ვცდილობ, ყველა საქმეში სინდისის მიხედვით მოვიქცე.” – ასე ახსნა ემილმა თავისი საქციელი.

© Jeffrey Allen

სწორედ ასე, საგანძური დაუბრუნდა თავის მეპატრონეს, იმ ადამიანის შვილს, რომელმაც შექმნა ეს სამალავი და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვაჟმა აღიარა, რომ ეს კომოდი ბავშვობიდან ახსოვდა, თუმცა სამალავის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს