ქალებს ხშირად აინტერესებთ,თუ როგორ გაიგონ მამაკაცის ხასიათი დაბადების თარიღის მიხედვით,რას შეიძლება მისგან ელოდონ.სკეპტიკოსები იტყვიან,რომ ეს შეუძლებელია. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ,თუ რა შეესაბამება სიმართლეს და რა-არა.
ამ სტატიაში შევეცდებით ერთად გავარკვიოთ, რამდენად სარწმუნოა ნუმეროლოგების დაკვნები ადამიანის ხასიათის ამოხსნასთან მიმართებით.
დავუშვათ,რომ არაფერი იცით მამაკაცზე,რომელიც მოგწონთ. ერთადერთი,რისი გარკვევაც მოახერხეთ,-ეს მისი დაბადების დღეა და ასევე უმნშვნელო წვრილმანები,რომლებიც მისი პროფილის დახმარებით აღმოაჩინეთ. შევეცდებით დაგეხმაროთ,მაგრამ მზად იყავით, რომ მხოლოდ ციფრები არ იქნება საკმარისი.
1,10,19,28
ენერგეტიკულად ძლიერი რიცხვებია,ამ თარიღებში დაბადებული მამაკაცები ლიდერული თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. სურთ,რომ შეხედულებებს ითვალისწინებდნენ,აქვთ ძლიერი ხასიათი,შეუძლიათ სხვების მოქცევა საკუთარი გავლენის ქვეშ. მათი დამორჩილება შეუძლებელია,ძნელია ასეთი მამაკაცების დესპოტიზმის დამარცხება. მათი გულის კარის გასაღებია-გახდეთ მათთვის შთაგონების წყარო.
2,11,20,29
საკმაოდ დიპლომატიური მამაკაცები არიან,შეუძლიათ ადეკვატური და თანასწორი ურთიერთობის აგება. ნაკლები ამბიციურობა ახასიათებთ,რაც ქალების ნაწილს არ ხიბლავს. როცა ფულს იშოვიან,დუნდებიან, არც ცდილობენ მის გამრავლებას. ისინი არიან მგრძნობიარენი,გულისხმიერნი. არ მოაქციოთ ისინი წნეხის ქვეშ,თუმცა შეგიძლიათ მათთვის ავტორიტეტი გახდეთ.
3,12,21,30
ამ თარიღებში დაბადებულ მამაკაცებს სიბრძნე არ აკლიათ,უყვართ სიახლის შემეცნება. გონიერება-მათი ძლიერი მხარეა. ისინი მოკლებულნი არიან გრძნობებს და უჭირთ სხვისი შეხედულლებების გაზიარება.მათი შესაფერისია ქალი,რომელიც დააფასებს მათ ინტექელტს და ცოდნას.
4,13,22,31
მამაკაცები,რომლებიც იდეების ხორცშესმას ახდენენ. ისინი შეიძლება უხეშები გეგონოთ,მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან სენტიმენტაურები არიან, უყვართ საკუთარი წესების დამკვიდრება. ერთი შეხედვით,ეს წესრიგი და დისციპლინაა, მეორე მხრივ-სიჯიუტე და უნდობლობა. უბრალოდ არ უთხრათ ხოლმე,რომ არასრულყოფილნი არიან.
5,14,23
მრავალმხრივი პიროვნებები არიან,რომელთაც ნებისმიერ საუბარში შეუძლიათ აუბან მხარი თანამოსაუბრეს, ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობენ,თუმცა დაკმაყოფილდებიან იმ დონით,რომელიც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. საერთო ჯამში,დადებითი ხასიათის მამაკაცები არიან,რომელთაც საქმის წარმოების და კომუნიკაციის ნიჭი აქვთ. უყვართ შექება,თუმცა შეიძლება იყვნენ არამდგრადები და ცოტა მერკანტილურები.
ნატურალისტები და პერფექციონისტები
6,15,24
პერფექციონისტები, რომელთაც სილამაზე უყვართ,ნადვილი ჰედონისტები არაიან! არიან ესთეტები და სურთ ყველაფერში გამოირჩეოდნენ,ასეთი მამაკაცი საკუთარი ვნებების ტყვე შეიძლება გახდეს. მაგალითად,ეძებდეს მისთვის იდეალურ ქალს და ვერც ვერასოდეს იპოვოს. არ აკლიათ სიბრძნე, შეუძლიათ დათმობებზე წასვლა.
7,16,25
ასეთი მამაკაცები სულიერად ამაღლებულნი არიან, აქვთ სამყაროს საკმაოდ განკერძოებული აღქმა,ყველაფერს თავისებურად აკეთებენ,აქვთ განვითარებული ინტუიცია და იტაცებთ ხელოვნება. ქალებს მათ გვერდით შეიძლება გაუჭირდეთ.თუ ასეთი მამაკაცი რამდენიმე დღით გაქრება-არ ინერვიულოთ,მათთვის ეს ბუნებრივია.
8,17,26
მათ აქვთ უდიდესი პოტენციალი,ყოველთვის წინ მიიწევენ,იმარჯვებენ და აღწევენ დასახულ მიზნებს. ასეთ მამაკაცებს აქვთ განსაკუთრებული მისია და რთულია მათი შემობრუნება მეორე მხარეს.. თუ მათ იდეებს მიიღებთ,ისინი თქვენი ცხოვრების ერთგული თანამგზავრები გახდებიან.
9,18,27
უმეტესად ჯარისკაცებს და მეომრებს ვხვდებით,ყველაზე მეტი ღირსებით არიან დაჯილდოებულნი. ერთადერთი რასაც უნდა ერიდოთ, ეს მათი მრისხანებაა. ცდილობენ არ გამოავლინონ თავიანთი ნამდვილი ბუნება,თუმცა შეგიძლით მიდგომა უპოვოთ და მათ სულში ჩაიხედოთ.გამოცდილი ქალისთის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.