რა არის „ოქროს რძე“, როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ

921

კურკუმას ღია მოყვითალო სასმელი „ოქროს რძე“ გასაოცარ სამკურნალო თვისებებს ფლობს. რძეს ოქროსფერ შეფერილობას დაფქული კურკუმა ანიჭებს. ამ სასმელის მომზადების და სასარგებლო თვისებების გასაგებად, „პაპარაცის“ სტატია ბოლომდე წაიკითხეთ.

ოქრო ჯანმრთელობის სასარგებლოდ

ოქროს რძეს საუკუნეების განმავლობაში აიურვერდულ სწავლებაში სამკურნალო, მასტიმულირებელ და გამწმენდ სასმელად იყენებდნენ. კურკუმა ინდურ და ჩინურ მედიცინაში უნივერსალურ საშუალებად ითვლება. სხვა ინგრედიენტებთან ერთად ასეთი რძე თავის სასარგებლო ეფექტს ბოლომდე ავლენს.

რა სარგებელი აქვს რძეს კურკუმასთან ერთად

კურკუმას და რძის ნარევის სასარგებლო თვისებებზე შეგვიძლია დიდხანს ვილაპარაკოთ, მაგრამ სჯობს სამკურნალო თვისებები ჩამოვთვალოთ.

  1. „ოქროს რძეს“ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და სახსრების დაავადებისგან გვიცავს. სასმელი ქრონიკული ანთებით, მაგალითად ოსტეოართრიტით გამოწვეულ დისკომფორტს ამცირებს.
  2. რძე კურკუმასთან ერთად იმუნურ სისტემას აძლიერებს და სხვადასხვა დაავადებებს თავიდან გვაცილებს. ეს კი ცივ სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  3. სასმელს ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს და კანის ნაადრევ დაბერებას აფერხებს.
  4. „ოქროს რძე“ ღვიძლის მუშაობას სტიმულირებს და ორგანიზმს საჭმლის მონელების პროცესსა და დეტოქსიკაციაში ეხმარება.
  5. რძე კურკუმასთან ერთად ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე მასტიმულირებელ ეფექტს იძლევა. რეკომენდებულია ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგოდ. უძილობის პრობლემის დროს დაგეხმარებათ.

ყველა დადებითი ეფექტი თავის თავზე საუბრობს და ოქროს რძის გასინჯვის კარგ საბაბს წარმოადგენს. უბრალოდ მისი მომზადების საიდუმლოს შესახებ გაიგეთ.

ინგრედიენტები „ოქროს რძისთვის“

ეს გასაოცარი სასმელი მცენარეული რძის, კურკუმას, კოჭისა და რამდენიმე სხვა ინგრედიენტისგან შედგება. ოპტიმალური მასტიმულირებელი და დამცავი ეფექტი რომ მიიღოთ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტები და მცენარეული რძე დანამატის გარეშე გამოიყენეთ.

1 პორციისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 300 მლ მცენარეული რძე
  • კურკუმას ნაჭერი ( 2-3 სმ )
  • კოჭის ნაჭერი (დაახლოებით 2 სმ)
  • ¼ ჩ/კ ახალ დაფქული შავი წიწაკა
  • ¼ ჩ/კ დარიჩინი
  • ½ ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • მწიკვი ახალ დაფქული მუსკატის კაკალი
  • 2-13 ფინიკი ან 1 ჩ/კ აჰავას სიროფი

როგორ მოვამზადოთ „ოქროს რძე“

ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თუ მასა ერთგვაროვანი არაა, რძე წვრილ საწურში გაწურეთ. თუ რაც შეიძლება ბევრი მკვებავი ნივთიერების მიღება გსურთ და უპირატესობას უმ რძეს ანიჭებთ, სასმელი მზადაა. თუ თბილი რძის დალევა გიყვართ, მომზადება გააგრძელეთ.

რძე ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით. ოქროს რძე 2 წუთით ადუღება აცადეთ. თუ გსურთ, სასმელი შეგიძლიათ კაპუჩინოს აპარატით ააქაფოთ. თუ გემო ზედმეტად უჩვეულოა, შეგიძლიათ კურკუმას და კოჭის მცირე რაოდენობით დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს