ისეთ უბრალო საქმეს, როგორიცაა კვეცხის შეწვა, გარკვეული ნიუანსები აქვს. მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ომლეტის მომზადების ინსტრუქციას. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი კვერცხის შეწვისას ბევრ შეცდომას უშვებს. შედეგად უწევთ უგემური ომლეტის მირთმევა და დღის არც თუ ისე სასიამოვნოდ დაწყება.
ინგრედიენტები
- კვერცხი
- ნაღების კარაქი
- მარილი
- სანელებლები
- მწვანე ხახვი
რჩევები იდეალური ომლეტის მოსამზადებლად:
- რჩევა 1. კარაქი – გირჩევთ გამოიყენოთ ნაღების კარაქი, რომელიც კვერცხს დამატებით გემოს შესძენს და მომზადების პროცესს დააჩქარებს. ვინც ფიგურას არ უფრთხილდება, შეუძლია კარაქი ქონით ჩაანაცვლოს.
- რჩევა 2. ტემპერატურა – კვერცხი საშუალო ცეცხლზე უნდა შეწვათ,იდეალური ტემპერატურა 100-130 გრადუსია. 150 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ნებისმიერი ხარისხის კარაქი დაიწვება.
- რჩევა 3. კვერცხის ჩახლა – ინტერნეტ სივცეში იპოვით უამრავ ვიდეომასალას,სადაც გამოცდილი მზარეულები სხვადასხვა ტექნიკით ჩაახლიან ხოლმე კვერცხს,მაგალითად,ერთმანეთზე მირტყმით.ეს საკმაოდ არაპრაქტიკული ხერხია,რადგან ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა. კვერცხის გულმა შესაძლოა ფორმა დაკარგოს და ტაფაზე გაიშალოს,ასევე დაზრვეული არ ხართ ზეთის შხეფების შესხმისგან. აქედან გამომდინარე,დიდი ყურადღება გმართებთ.
- რჩევა 4. ერთგვაროვანი ცილა – რაც უფრო ახლოსაა ცილა გულთან,მით მეტად სქელია მისი კონსისტენცია. თოლხო კვერცხის კიდეების მოწვისას გული შეიძლება უმი დარჩეს.ჩანგლით რამდენჯერმე ფრთხილად ჩაჩხვლიტეთ ის,რათა მისი შიგთავსი ცილაზე გადმოიღვაროს.
- რჩევა 5. მარილი – ომლეტს მარილი მომზადების დასრულებისას მოაყარეთ,თუმცა არავითარ შემთვევაში ის არ უნდა მოხვდეს კვერცხის გულს. ამ დროს ის დაიფარება ლაქებით და აღარ იქნება ერთგვაროვანი. ზოგიერთი მზარეული მარილს ზეთს აყრის,ამ გზით ომლეტის მხოლოდ ქვედა ნაწილი იქნება მარილიანი.
- რჩევა 6. საჭიროა თუ არა თავსახური – ყველაფერი მზარეულის ნებაზეა დამოკიდებული. თუ ნაზი ან დიეტური ომლეტის მომზადება გსურთ,გამოიყენეთ მინის თავსახური. კვერცხის გული ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. ომლეტი თავსახურის გარეშე მაღალ ცეცხლზე შეგიძლიათ მოამზადოთ ქონზე.
- რჩევა 7. ხახვი, ყველი და ყველაფერი – დამატებითი ინგრედიენტები,როგორებიცაა ,ყველი და ხახვი, დაუმატეთ მომზადების ბოლოს და დააფარეთ თავსახური. მწვანე ხახვის შემთხვევაში, საკმარისია 40 წამი, ყველიც ძალიან სწრაფად ლღვება,ისინი ცეცხლის გათიშვის შემდეგაც შეგიძლიათ დაუმატოთ.
ადამიანების ნაწილს უყვარს,როცა ომლეტის ქვედა ნაწილი დაბრაწულია,კვეცხის გული კი -მყარი,თუმცა თოლხო კვერცხს უკვე ვეღარ ვუწოდებთ. იდეები და შეხედულებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს