ამ ხრიკის გამოყენების შემდეგ კიტრის ნარგავები შთამბეჭდავად ისხამენ ნაყოფს

3206

“… გასულ წელს კიტრის კარგი მოსავალი გვქონდა. თან ძალიან კარგი. ვკრეფდით და ვკრეფდით მწვანე და წვნიან ნაყოფს, მერე მივირთმევდით, ვამწნილებდით, ზამთრისთვის ვხუფავდით, მეზობლებს და მეგობრებს ვუნაწილებდით. ესეთი კარგი მოსავალი კი ჩემი დედამთილის დამსახურება იყო, რომელმაც, როგორც გამოცდილმა მებაღემ, ერთი კარგი ხერხი გვასწავლა.”  დღეს კი ამ ხერხს პაპარაცის რედაქცია თქვენ გაგიზიარებთ:

კიტრის კარგი მოსავალი

  • უნდა გამოიყენოთ კიტრის “დაბრმავების” მეთოდი. ეს არის მცენარის ფორმირების ერთ-ერთი ხერხი, რომელიც საგრძნობლად ამაღლებს მოსავლიანობას და თავად ნაყოფი ნაკლებად გამოდის მწარე.ამ დროს კიტრის ნერგს უნდა მოაცილოთ მამრობითი სქესის ყვავილები, პატარა ამონაყარები და ულვაშები. მცენარისთვის ეს ხერხი ერთგვარი შოკური თერაპიაა, რის შემდეგაც ის გაორმაგებული ენერგიით იწყებს ზრდას.განსაკუთრებით ეს ეხება სასათბურე ჯიშებს. ჰიბრიდებს დამტვერვა არ სჭირდებათ და “დაბრმავების” მეთოდი და ფორმირება მათთვის აუცილებელი პირობაა.
  • ღია გრუნტის ჯიშების დამტვერიანებაზე მწერები ზრუნავენ, ამიტომ უნდა მოაცილოთ მხოლოდ პირველი მამრობითი ყვავილები და ამონაყარები. ასევე მიაქციეთ ყურადღება ჯიშებს. მაგალითად, “ხანგრძლივი დღის აღმოსავლური”, რომელსაც ცენტრალურ ღეროზე ექნება მამრობითი ყვავილები (ნაყოფი არ ექნება), მდედრობითი კი ნამხრევზე უვითარდება. ასეთი ჯიშისთვის გვერდითა ტოტების მოცლა არ შეიძლება.

როგორ მოვიყვანოთ კიტრის უხვი მოსავალი

როგორ გავაკეთოთ “დაბრმავება”? უნდა მოვიკრიბოთ გამბედაობა და მოვაცალოთ ყველა ზედმეტი ნაყარი ბუჩქის პირველ ხუთ ფოთოლზე. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის.

  • ნახევარი მეტრიდან ერთ სიმაღლეზე ყველა გვერდითა წანაზარდი უნდა დაიხუროს პირველ ფურცელზე. ანუ ინახავთ ყველა გვერდითა ტოტს მხოლოდ 1-2 ფოთლის სიგრძეზე.
  • ერთი მეტრიდან ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე დატოვეთ მხოლოდ 3-4 გვერდითა ამონაყარი, თითოეულ მათგანი კი 2-3 ფოთლის სიგრძეზე გაუშვით. ორი მეტრი ზემოთ გვერდითა წანაზარდები უკვე 3 ფოთოლზე გაუშვით.თითოეულ ძირზე უნდა დარჩეს 3-4 ღერო და 3-4 ფოთოლი.
  • ამ ყველაფრის შედეგად ძლიერდება ფესვთა სისტემა, რომელიც მეტ ენერგიას მისცემს მთავარ ღეროს. დაკარგული ნაწილის ასანაზღაურებლად მცენარე ეცდება კომპენსირება მოახდინოს და წავიდეს სიგრძეში, ამასთან ერთად კი გაიზრდება მოსავლიანობა. ნაყოფს მივიღებთ უფრო ადრე და ბევრად მეტი რაოდენობით. აუცილებლად მოაცალეთ ხოლმე ყვითელი ფოთლები, რომ თავიდან აიცილოთ მცენარის დაავადებები.

სულ ეს არის მთელი ჯადოქრობა და მაგია. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს