იყო და არა იყო რა, ერთი პრინცესა. ის ცხოვრობდა თავის კოშკში. ერთხელ თავის სამყოფელთან ახლოს თლიდა ხეს. დიახ, ხანდახან პრინცესები ასეთ უჩვეულო საქმეს აკეთებენ ხოლმე… ჰოდა, უცებ გაისმა ცხენის ჭიხვინი და მის წინ გაჩნდა ნამდვილი პრინცი!
ნამდვილი პრინცი
- -მოგესალმები, მეფის ასულო! მე მოვედი შენი გულის მოსანადირებლად და ჩემს სახლში წასაყვანად!
- – მშვენიერი აზრია, პრინცო, მაგრამ ჯერ დაკავებული ვარ. ვერ ხედავ, ხეს ვთლი? ნავი უნდა გამოვთალო, შემდეგ კი კონკურსი იქნება ხის თლაში. შემთხვევით საჭრელი ხომ არ გაქვს?
- -მაპატიე, არ წამომიღია…
პრინცი გაოცებული იყო. მას ბავშვობიდან ამზადებდნენ ამ ჯადოსნური მომენტისთვის. მის წარმოსახვაში პრინცესა მის მკლავებში უნდა აღმოჩენილიყო და სიხარულის ცრემლებით ავსებოდა თვალები. შემდეგ უნდა აეყვანა ხელში და ერთად დაბრუნებულიყვნენ სასახლეში, მომზადებულიყვნენ ქორწილისთვის, რომელიც ორ სამეფოს გააერთიანებდა.
- -მაპატიე, პრინცო. არ მინდა გაგაწბილო. მაგრამ ხვალაც ბევრი საქმე მაქვს, არც მერე არ მეცლება.
- – მაშინ რა ვქნა? რა ვუთხრა მამას?
- -რამე მოიფიქრე, მაგალითად, ვითომ საზარელმა დრაკონმა გამიტაცა ან რამე ეგეთი.
პრინცი დაბნეული და გაოგნებული წავიდა. როდესაც თვალს მიეფარა, გოგონამ ჩაილაპარაკა:
- -რატომ არ მითხრა, მიატოვე ეგ საქმე, ჯანდაბას შენი შეჯიბრი და გამომყევიო?
მეფის ასულმა უგულოდ გასწია თავის კუნძი გვერდზე. რამდენიმე წლის წინ დედინაცვალი გაანაწყენა და მან კი დაწყევლა. პრინცესამ არ მოინდომა მისი შეკერილი კაბის ჩაცმა, რადგან შარვალში უკეთ გრძნობდა თავს. დედინაცვალმა მოხარშა ბალახ-ბულახი და მეფის ასული მოაჯადოვა. პრინცესას მოუწევს კუნძის თლა მანამდე, სანამ მასთან ნამდვილი მამაკაცი არ მივა.
ყველაფერში არაქალურობაა დამნაშავე?
ქალურობა, ისევე როგორც მამაკაცურობა აბსტრაქტული მცნებებია. ადამიანები, რომლებიც თავიანთ მეორე ნახევრებს ადანაშაულებენ ქალურობის ან მამაკაცურობის არქონაში, თავად აკლიათ რაღაც. თავად აკლიათ მამაკაცურობა ან ქალურობა.ქალურობის და მამაკაცურობის გამოვლინებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ზოგი თვლის, რომ ეს უნდა გამოიხატოს გარეგნობით, ზოგიც თვლის, რომ ქცევით. საერთო ჯამში, ყველაფერი ინდივიდუალურია და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი. არ ღირს საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმა სხვისი აზრის გამო.