როდესაც გროვდება ბევრი გარეცხილი სარეცხი, ხოლო გაუთოვების დრო არ გვრჩება, რა უნდა ვქნათ? საწოლის თანამედროვე თეთრეულის უმეტესობა გაუთოვებას არ საჭიროებს, მაგრამ ბევრი თვლის, რომ უთო თავისი ტემპერატურით და ორთქლით მიკრობებს და ბაქტერიებს ანადგურებს. paparazzi.ge დღეს
უნდა გავაუთოვოთ თუ არა?
ზოგიერთ დიასახლისს დღის გარკვეული ნაწილი დაუთოვებისთვის აქვს ხოლმე გამოყოფილი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ალერგიული ცხოვრობს ოჯახში. თუ ბავშვი ალერგიულია, მაშინ უმჯობესია მისი ტანსაცმელი დაუთოვდეს, რათა მიკრობები ნაკლებად შეეხოს პატარას სათუთ კანს. მაგრამ თუ დედას სხვა ნივთებისთვის ენერგია აღარ რჩება, როგორ მოიქცეს? არის რამდენიმე ხერხი ამ პრობლემის მოგვარების და <<paparazzi.ge>> გაგაცნობთ ამას. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ზოგიერთი ნივთი გაუთოვების გარეშეც კარგ მდგომარეობაში იქნება. ყველა არა, რა თქმა უნდა, არის ზოგიერთი ნატურალური ნაჭრის ნივთი, რომელიც ნოტიო უნდა გაუთოვდეს, გაშრობამდე, რადგან ნაკეცები დარჩება.
ფოლგა
ეს ხერხი შეგიმცირებთ უთოობის პროცესს. გადააფარეთ საუთოო მაგიდას ფოლგა და ჩვეულებრივად შეუდექით საქმეს. ამ შემთხვევაში ერთი მხრიდან გაუთოვების დროს მეორე მხარე თავისით გასწორდება.
ორთქლის უთო
სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, ორთქლის უთოთი იმდენად სწრაფად გაუმკლავდებით ნაკეცებს ტანსაცმელზე. დაკიდეთ ნივთი საკიდზე, გადაატარეთ ორთქლი ორივე მხრიდან და დეზინფიცირებული, სუფთა და მოწესრიგებული ზედა მზად არის!
ნივთების სწორად გაშრობა
ტექნიკის გარეშეც შეიძლება იოლად გამოსვლა. გარეცხილი სარეცხი გაფენამდე კარგად გაფერთხეთ და გაასწორეთ. თუ ეს საწოლის თეთრეულია, გაკეცეთ ორად, დაჭიმეთ და ისე გაფინეთ. ამის შემდეგ უთო საერთოდ აღარ დაჭირდება. ხოლო თუ მიკრობების გეშინიათ, გაფინეთ სარეცხი მზიან ამინდში გარეთ.
ფენი
თუ გაქვთ ნატურალური მატერიისგან შეკერილი ნივთები, შეგიძლიათ გაასწოროთ ისინი ფენით. დაკიდეთ საკიდზე მშრალი ზედა, ცოტა ხანი აბაზანაში შეიტანეთ ბანაობის დროს, შემდეგ მიუშვირეთ ფენი და ის მალევე ახალივით იქნება.
ნივთები ჩემოდანში
მოგზაურობის დროს უთოს ტარება შეუძლებელია. გამგზავრებამდე ტანსაცმელს თუ სწორად ჩაკეცავთ, თავიდან დაუთოვება აღარ დაჭირდება. უფრო სწორედ, კი არ უნდა ჩაკეცოთ, ფაქიზად უნდა გადაახვიოთ გორგალივით.
ვიმედოვნებთ, ეს რჩევები ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებენ საქმეს, მითუმეტეს, რომ უამრავი თავსატეხი გაქვთ სახლში. ზოგ დიასახლისს ძალიან უყვარს უთოობის პროცესი, ზოგს – არა. თქვენ როგორ იქცევით ხოლმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.