ქალიშვილს თხუთმეტჯერ დავურეკე და ვერ დავუკავშირდი, უკვე მისვლას ვაპირებდი.

10912

სატელეფონო საუბარი მშობლებთან – თავიდან ფიქრობ, რომ მხოლოდ ხუთი წუთით მოიკითხავთ ერთმანეთს. შემდეგ კი საუბარი მთელი საათი შეიძლება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, არ გინდა დედა გაანაწყენო კავშირის გაწყვეტით, მაგრამ არც საუბრის დრო არ გაქვთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს?

<<paparazzi.ge>> დღეს ერთ ისტორიას მოგიყვებათ და თავად განსაჯეთ არის თუ არა სწორი ასეთი გამოსავალი: ის უბრალოდ არ პასუხობს დედის ზარებს. შეიძლება თუ არა თავს მისცე ამის უფლება და ამ ფორმით გადაწყვიტო მოუმწიფებელი კონფლიქტი?

საუბარი მშობლებთან

“… დედები მიხვდებიან ჩემს პრობლემას, მე უბრალოდ სასოწარკვეთილი ვარ! ჩემი 33 წლის ქალიშვილი ცხოვრობს ქმართან და პატარა შვილთან ერთად ქალაქში. ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავედი და მე და ჩემი მეუღლე სოფელში გადავედით საცხოვრებლად. ძირითად დროს ბაღში ფუსფუსს ან სახლის მოწესრიგებას ვუთმობ და ვცდილობ მეტი კონტაქტი მქონდეს შვილთან. ის მარტოა ხოლმე თავის გოგონასთან ერთად, რადგან სიძე ხშირად მიდის მივლინებებში. კარგად მესმის, რა რთულია მარტო დარჩენა ახალშობილთან ერთად და ამიტომ მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ მის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ. ვურეკავ ხოლმე დღეში რამდენჯერმე და ვკთხულობ მის ამბავს…

ცოტა ხნის წინ უსიამოვნო და დაძაბული რამ მოხდა. დაახლოებით თხუთმეტჯერ დავურეკე შვილს, მაგრამ მან არ მიპასუხა. რა თქმა უნდა, ავნერვიულდი, არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. ვაპირებდი გამგზავრებას და მისვლას, რომ გამეგო ხომ მშვიდობა ჰქონდათ.

მაგრამ ამ დროს მივიღე მესიჯი: “ყველაფერი კარგად გვაქვს, რატომ დამირეკე თხუთმეტჯერ, რა გჭირს?” მე ნემსებზე ვზივარ ნერვიულობისგან ის კი მწერს მესენჯერში თითქოს არაფერი მომხდარა! ეს ნორმალურია

ჯერ კიდევ მაშინ გავბრაზდი, სახლის ტელეფონი რომ გათიშა – ათასი ვიღაც რეკავდა და ბავშვს აღვიძებდაო. ამიტომ სპეციალურად შევიძინე სმარტფონი, რომ დარეკვა შემძლებოდა. ეხლა კიდევ, ამასაც არ პასუხობს!

გადასარევად ვიცი, რომ სმარტფონი ახალგაზრდებს მუდამ თან აქვთ, ტუალეტშიც კი შეაქვთ! ნუთუ ჩემმა შვილმა ვერ ნახა დროზე ამდენს რომ ვურეკავდი? ჩემთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხმის გაგონება?

დუღილის წერტილი

მოწერილი მესიჯის მერე მაშინვე გადავურეკე შვილს. მან კი ისევ არ აიღო! აქ კი ძალიან გავბრაზდი და კინაღამ მოვისროლე მობილური ფანჯრიდან. ხუთ წუთში შვილმა გადმომირეკა: დედა რა გჭირს? არ მცალია სასაუბროდ, პატარას უნდა მივხედოო.

— უბრალოდ ამბის გაგება მინდოდა, ახალ ამბებს არ კითხულობ? ათასი უბედურება ხდება მითუმეტეს პატარა ბავშვით უფრო ყურადღებით უნდა იყო, როდესაც გირეკავ, მიპასუხე, რომ კარგად ხარ! – ემოციურად მივაძახე მე.

ქალიშვილმა კი მიპასუხა, რომ ამბები ტელევიზორიდან არ აინტერესებდა და მეც ნაკლებად ვუყურო, რომ უკეთ ვიყო. თან არ სცალია საათობით ტელეფონზე სალაპარაკოდ, რადგან უამრავი საქმე აქვს და როცა მოიცლიდა, თავად დამირეკავდა!

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამას. არასდროს მიფიქრია, რომ დედასთან სატელეფონო საუბარს შეეძლო რამეში ხელი შეეშალა ჩემი შვილისთვის. მე კი მეგონა კარგს ვაკეთებდი. როგორ უნდა ვიცხოვრო აწი? ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს საერთოდ არაფერში ვჭირდები.

რედაქციისგან

ნაწილობრივ გვესმის დედის პოზიციისაც და ქალიშვილისაც. მშობლებისთვის დამახასიათებელია მიზეზით თუ უმიზეზოდ შვილებზე ნერვიულობა, ეს გრძნობა ძლიერდება, თუ შენი სისხლი და ხორცი შორს არის. აქ მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არცერთ მხარეს არ დააზიანებს.

მშობლებმა და შვილებმა ყოველთვის უნდა ისაუბრონ, გაუზიარონ ერთმანეთს ყველაფერი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა რჩევებს მისცემდით დედა-შვილს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს