ყოველდღიური ჯადოქრობა, რომელიც დაგეხმარებათ ღამით შიმშილის დაძლევაში

145

ალბათ, არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ კვებასთან დაკავშირებული ჩვევები განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობას.მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ პროდუქტების ხარისხი,არამედ საკვების რაოდენობა და მისი მიღების დრო. კვებასთან დაკვაშირებული ინფორმაცია იმდენად ვრცელია,რომ სხვადასხვა ფაქტების გადახარისხებით რთულია მიაგნო ჭეშმარიტებას. მოცემულ სტატიაში ერთად გავარკვევთ,შეიძლება თუ არა საღამოს ჭამა და რა იმალება შიმშილის უეცარი შემოტევების მიღმა.

შეიძლება თუ არა საღამოს ჭამა?

ბევრ ადამიანს მიაჩნია,რომ საღამოს, 6 საათის მერე საკვების მიღება საზიანოა ორგანიზმისთვის.ეს განსაკუთრებით მათ ეხება,ვისაც გახდომა სურს. სინამდვილეში მოცემული მსჯელობა ჭეშმარიტად მაშინ ჩაითვლება,როცა ადამიანი იძინებს 9 საათის მერე.თუ მოსვენების დრო 12 საათისთვის დგება,მაშინ 6 საათიანმა ინტერვალმა შესაძლოა შიმშილის უეცარი შეტევა გამოიწვიოს და შუაღამისას იძულებულნი გახდებით მაცივარს მიაკითხოთ. მართალია,ნოყიერი ვახშამი ძილის წინ ვერ იქნება სასარგებლო.საქმე იმაშია,რომ ღამე ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესები შენელებულია,მათ შორის-საჭმლის მონელებაც. მოუნელებელი საკვების გამო ძილი იქნება წყვეტილი და მშფოთვარე.შესაბამისად,დილით გაიღვიძებთ გაღიზიანებული,ძალაგამოცლილი,ასევე შეგაწუხებთ სიმძიმე კუჭის არეში და არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში.

დასკვნა:საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. თუმცა როგორ მოვიქცეთ,თუ უეცრად ღამით შიმშილის გრძნობამ შეგვაწუხა? არსებობს მისი კონტროლის რამდენიმე გზა.

შორს ცდუნებისგან – რასაკვირველია,იზრდება რაღაც გემრიელის შესანსვლის სურვილი,როცა ის მხედველობის არეალში ხვდება. მადისაღმძვრელი შესახედაობა მაძღარ ადამიანსაც აცდუნებს ხოლმე,რთულია მასთან გამკლავება,რადგან ინსტინქტები გვამოძრავებს. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები მავნე საკვები შეიძინოთ. თუ ეს არ გამოგდით-კარგად გადამალეთ ხოლმე.

იხელმძღვანელეთ ხუთი საათის წესით – ეს საკმაოდ მარტივი წესია:შუადღის 4-5 საათზე მსუბუქად წაიხემსეთ ხოლმე.ორგანიზმი სწორედ ამ დროს განიცდის ნახშირწყლების უკმარისობას. ეს ბიოლოგიური თავისებურება ჰორმონთა მუშაობას უკავშირდება. შეიმუშავეთ კვებასთან დაკავშირებული ახალი ჩვევა და დააკვირდით ცვლილებებს. სავარაუდოდ,შიმშილის შეტევები ნაკლებად იქნება გამოხატული.თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო ბევრს არ აქვს საშუალება დროულად წაიხემსოს. სამსახურში თან წაიღეთ საკვები,რომელიც ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს,მაგალითად,საკვები იოგურტი დანამატების გარეშე,თხილი,ბანანი ან ვაშლი. თუ თქვენი ვახშამი დაბალანსირებული და ნოყიერია,მაცივარი ნაკლებად გაცდუნებთ ძილის წინ. გააკონტროლეთ,რომ საღამოს ტრაპეზი შეიცავდეს ცილებს,ცხიმებს და ნახშირწყლებს. ამ შემთხვევაში შიმშილის გრძნობა დილამდე აღარ შეგაწუხებთ.

დალიეთ წყალი – ვახშმის მიღებამდე დალიეთ წყალი. სითხე შეგიქმნით დანაყრების და კუჭის გადავსების შეგრძნებას. ადამიანებს ზოგჯერ წყურვილი და შიმშილი ერთმანეთში ერევათ,რადგან მათ თავის ტვინის ერთი და იგივე უბანი აკონტროლებს-ჰიპოთალამუსი.

სრულყოფილად გამოიძინეთ – ერთი შეხედვით,რა კავშირი შეიძლება იყოს ძილსა და შიმშილს შორის? გამოუძინებლობის გამო ჩვენი ორგანიზმი ვერ ასწრებს აღდგენას და განიცდის ძალის თუ ენერგიის ნაკლებობას.გემრიელი საკვებისადმი ლტოლვა-დაკარგული ენერგიის აღდგენის მცდელობაა.

ვიმედოვნებთ,რომ ეს მარტივი რეკომენდაციები დაგეხმარებათ ღამით კვებისგან თავის შეკავებაში და თავს უკეთ იგრძნობთ. თქვენ როგორ უმკლავდებით შიმშილის შეტევებს? გაგვიზიარეთ შეხედულებები კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს