რითი შეიძლება გააკვირვოს ყოფილი მოგზაური შემთხვევითმა თანამგზავრმა? როგორ შეიძლება შეიცვალოს 85 წლის ქალის შეხედულება ნამდვილ ბედნიერებაზე? სწორედ ამაზე მოგიყვებათ პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში.
შემთხვევითი თანამგზავრი
“მე მქვია ირაკლი, ვარ 36 წლის. მამაჩემი იყო მეზღვაური, ამიტომ თავგადასავლებისკენ მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული სისხლში მაქვს. დიდი ხნის განმავლობაში არ მჯეროდა, რომ ჩემი ოცნების ასრულებას ვერ შევძლებდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვიდა.ეხლა ჩემი ძირითადი საქმიანობა მოგზაურობაა საკუთარი ავტომობილით. ვიკვლევ ნაკლებადცნობილ ქალაქებს, დასახლებებს. ხშირად ვისვამ ხოლმე მანქანაში ადგილობრივ მგზავრებს. სწორედ მათგან ვიგებ საინტერესო ამბებს იმ ადგილზე. სწორედ ამ შემთხვევითმა შეხვედრებმა ასეთ ადამიანებთან გახადა ჩემი მოგზაურობები განსხვავებული, ორიგინალური და დაუვიწყარი… მოგიყვებით ერთ-ერთ საინტერესო თანამგზავრზე:ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე მშობლიურ ადგილებში მოგზაურობა. საშინლად მომინდა იმ სოფელში ყოფნა, სადაც გავატარე ბავშვობა. მონატრების გრძნობამ სრულიად მომიცვა.ჩემს სახლამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დავინახე ტრასაზე მიმავალი მარტოხელა მოხუცი. გადავწყვიტე ჩამესვა მანქანაში და მიმეყვანა სასურველ ადგილამდე. ის სიამოვნებით დამთანხმდა კომპანიონობაზე. მოხუცის სოფელი ჩემი სოფლის გვერდით აღმოჩნდა, ზუსტად გზაზევე და მიმართულების შეცვლაც არ დამჭირვებია.როდესაც ბებო მანქანის სავარძელზე მოკალათდა, გამოვკითხე რას საქმიანობდა და რატომ მიდიოდა ამხელა გზაზე მარტო. მითუმეტეს, რომ მალე დაღამდებოდა…
მოხუცი ბებოს ისტორია – ბებო მომიყვა. რომ იყო 85 წლის, ცხოვრობდა მიტოვებულ სოფელში, სადაც სულ 3 კაცი ყავდა მეზობლად. მაგრამ მიუხედავადა ამისა, კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. ცოტა კი უჭირდა მეურნეობის გაძღოლა ამ ასაკში, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა. ხანდახან მეზობელი ეხმარებოდა ჭიდან წყლის მოტანაში, ხან შვილიშვილები მოინახულებენ და ბებოს მაგივრად წაიმუშავებენ.მომიყვა, რომ თავს ქსოვით ირჩენს, ქარგავს ხელსახოცებს და კვირაში ორჯერ ბაზარში ყიდის. დღესაც სწორედ რაიონის ბაზარში იყო და თავისი 5 საუკეთესო ნამუშევარი გაყიდა. შემდეგ კი ფეხით ბრუნდებოდა სახლში, რადგან მის სოფლამდე ტრანსპორტი არ მიდის.მოხუცის თხრობა ისეთი სიცოცხლით სავსე და საინტერესო იყო, ხმას ვერ ვიღებდი. ცხოვრებისეულ პრობლემებზე და წარუმატებლობებზე ის კეთილი ღიმილით საუბრობდა, ზოგჯერ გემრიელადაც ჩაიცინებდა ხოლმე.დამშვიდობებისას ვთხოვე ჩემს პოზიტიურ თანამგზავრს შეენარჩუნებინა ეს განწყობა ცხოვრების ყველა მომენტში. შემდეგ დამაინტერესა, რატომ ცხოვრობდა მარტო და არ მიდიოდა შვილიშვილებთან.ამაზე ბებიამ მიპასუხა: “მიყვარს ეს სოფელი, აქ მშვიდად ვარ, სულიერად კარგად. ყოველდღიური სირთულეები კი მეტ სტიმულს მაძლევს და აქ ას წლამდეც ვიცოცხლებ. ქალაქში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდიო.”ამის შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მე დიდხანს ვფიქრობდი ამ შეხვედრაზე. რა ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. ზოგი ვერ ძღება ფუფუნებით და კომფორტით, მოხუცს კი ბაღში ფუსფუსი და ჯანსაღი სხეული აბედნიერებს, მხოლოდ ის უნდა, რომ შეძლოს თავის ეზოში სეირნობა.
თქვენ რა განიჭებთ ბედნიერებას? რა არის თქვენთვის მთავარი?