ბებია მირჩევდა ფეხსაცმლის უკანა ნაწილის ცვილის სანთლით დამუშავებას,მე კი თანამედროვე მეთოდი ვიცი კოჟრების თავიდან ასაცილებლად

211

ფეხებზე კოჟრები უპირატესად ჩნდება ახალი ფეხსაცმლის გამო.მოზომვის დროს შესაძლოა მოგეჩვენოთ,რომ ის იდეალურად მოგერგოთ,ნახევარი საათის სიარულის შემდეგ კი სეირნობა ნამდვილ საშინელებად იქცევა ხოლმე.რასაკვირველია,კოჟრების  წინააღმდეგ საბრძოლველად უამრავი მეთოდი არსებობს,თუმცა ჩვენ გირჩევთ ხელი შეუშალოდ მათ გაჩენას.ზაფხულში ფეხები კიდევ უფრო ოფლიანდება,სიარულის დროს სველი კანი ეხახუნება ფეხსაცმელს და მის ზედაპირზე მალევე ჩნდება უსიამოვნო ბუშტუკები.ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ფეხსაცმლის მოდელი და შერჩეული ზომა,რომელიც მუდამ სანტიმეტრებში უნდა შეარჩიოთ,რადგან მისი მაჩვენებელი შეიძლება განსხვავდებოდეს მწარლოებლის მიხედვით.

ფეხსაცმელი მაქსიმალურად მოსახერხებელი რომ გახდეს,საჭიროა მისი ტარება. ამისთვის ფეხებზე ამოიცვით სქელი წინდები და მოირგეთ ახალი ფეხსაცმელი,იარეთ დაახლოებით 10-15 წუთი.ასევე მაღაზიებში იყიდება სპეციალური გამწელავი საშუალებები ქაფისმაგვარი სპრეის სახით. ის დაიტანეთ იმ ადგილებზე,რომლებიც პოტენციურად ყველაზე მეტად მოგიჭერთ. თუ ამის დრო არ გაქვთ,არსებობს უფრო მარტივი ხრიკი-პრობლემურ ზონებზე დაიკარით პლასტირები. ასევე არსებობს მათი გამჭვირვალე ვარიიანტი იმ შემთვევისთვის,როცა ღია ფეხსაცმელს ატარებთ.

კოჟრები შეიძლება გაჩნდეს კიდევ უფრო ხშირად,თუ ფეხის გულებს მინქაფით იმუშავებთ,კანი გახდება ძალიან ნაზი და ყველაზე მოსახერხებელ ფეხსაცმელში სიარულიც კი უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. სწორად მოუარეთ ფეხებს,შეგიძლიათ პედიკურის გასაკეთებლად პროფესიონალს ეწვიოთ,ის არა მხოლოდ ფრჩხილებს,არამედ ფეხის გულებსაც გაგილამაზებთ. გირჩევთ გაიკეთოთ ფეხების აბაზანა და მასაჟი,რეგულარულად დაატენიანოთ სპეციალური კრემით.კოჟრების წარმოქმნის საწინააღმდეგო კიდევ ერთი მეთოდია ბამბის დისკის დალბობა C2H5OH ხსნარში და მისით სარისკო ზონების დამუშავება.მოცემულ ამოცანასთნ გამკლავება ასევე შეუძლია ფეხის ფანქარს Salton Feet Only Lady-ს.ის შეგიძლიათ წაისვათ გასეირნების წინ ან ფეხების ხახუნის დაწყების მომენტში. მის შემადგენლობაში შედის:მრავალძირა,შის ზეთი და E ვიტამინი.

ქალების ნაწილი კოჟრების წინააღმდეგ საბავშვო ფხვნილს ან ტალკს იყენებს,გსმენიათ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლოებები მოცემულ საკითხზე კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს