წნევასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ერთი საშუალებით, თუმცა მრავალი წლით მოვიშორე

578

2 ს.კ. კრაზნის ბალახსა და 1 ს.კ. პიტნას ქვაბში 0.5 ლ მდუღარე წყალს ვასხამდი. ქვაბს თავსახურის ქვეშ 2 საათით ვაყენებდი ბნელ და გრილ ადგილას, რის შემდეგაც ვწურავდი. შემდეგ, კარტოფილს კანიანად ვატარებდი ხორცსაკეპში, მისგან წვენს ვწურავდი და ვურევდი გადაწურულ ნაყენს. ყველაფერს ერთგვაროვან მასად ვაქცევდი და ვიღებდი დღეში 5-6-ჯერ, 2 ს.კ. ოდენობით.

კარტოფილის სამკურნალო თვისებები

კარტოფილის პიურე იმ პაციენტთა დიეტური რაციონის ნაწილია, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები და ნივთირებათა ცვლის დარღვევები აწუხებთ.

“მუნდირში” – ესაა შეშუპების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდიკა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფი ყოველდღიურად (დღეში სამჯერ) იღებს 350-500 გ კარტოფილს, მოხარშულს კანიანად და მარილის გარეშე. მკურნალობის დროს, აგრეთვე, აუცილებელია დღეში თითო ჭიქა სითხის (კომპოტი, რძე, წვენი) მიღება.

კარტოფილის სახამებელი გამოიყენება შემავსებლის სახით, აბების, ფხვნილებისა და პუდრების დამზადების დროს.

სახამებლის შემწოვი თვისება მას სასარგებლოს ხდის კვებითი მოწამლვის დროს, აქტივირებული ნახშირის ნაცვლად.

სახამებლის გლუტენს ნიშნავენ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მიღებისთვისაც, ოყნის სახით. მას იყენებენ, როგორც დამარბილებელ, სავლებ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

1-2 უმი კარტოფილის ჭამა რეკომენდებულია ყოველდღე, რადგან ასეთი დახეხილი კარტოფილი შეიცავს ცილებს, ფრუქტოზას, უჯრედისს, სახამებელს, ვიტამინებსა და 30-მდე მიკროელემენტს.

კარტოფილის უმი ბოლქვებისგან მიღებული ფაფა გარეგანად გამოიყენება დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, დერმატიტის, ეკზემის, სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, აპლიკაციის(კომპრესის) სახით. კომპრესის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 3-4 საათში, ამასთან, საშუალება უშუალოდ პროცედურის ჩატარებამდე უნდა მოამზადოთ.

“კარტოფილის წყალი” – 1 კგ კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოაჭერით ყველა წანაზარდი, არ გაფცქვნათ. დაასხით კარტოფილს 6ლ წყალი, აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე და ხარშეთ 4 საათი. ხარშვის დასრულებამდე დაუმატეთ მარილი და დაჭყლიტეთ კარტოფილი – უნდა მიიღოთ ძალიან თხელი პიურე.

გაგრილების შემდეგ, კარტოფილის მასა ფსკერზე დაილექება. გამჭვირვალე სითხის ფენა – სწორედ ესაა კარტოფილის სამკურნალო წყალი. შეინახეთ სითხე ცივ ადგილას.

მიიღეთ პრეპარატი შეშუპებების დროს და ღვიძლის გასაჯანსაღებლად, დღეში ორჯერ, 2 ს.კ. ოდენობით. მკურნალობის კურსი – 40 დღე.

კარტოფილის ღერო – მცენარის ეს ნაწილი შეიცავს სოლანინს, ისევე, როგორც მისი ყვავილები და კანი. შესაბამისად, ღეროს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, შესანიშნავად აძლიერებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს, ანთებულ კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, აღინიშნება ტკივილის, ქავილის, შეშუპებისა და ქსოვილის ანთების სწრაფი შემცირება.

კარტოფილის ბუჩქის მწვანილი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ფილტვების ემფიზემის დროს გვეხმარება. ღერო უნდა დავწუროთ და წვენი სქემის მიხედვით მივიღოთ.

ღეროს წვენი – გაატარეთ ღერო და ფოთლები ხორცსაკეპში და გადაწურეთ მარლაში. მიიღეთ შინაგანად ან გარეგანად, კომპრესების ან აბაზანის სახით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს