სწრაფად განვითარებად სამყაროში ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რომ თმა მშრალი და მტვრევადი ხდება, თავის პირვანდელ სილამაზეს და ბზინვარებას კარგავს. ჩნდება კითხვა – როგორ შევამციროთ თმის ცვენა? ამ შემთხვევაში სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსის, ნიღბების და სპრეების გამოყენება სასარგებლო იქნება, რომლებიც თმის შინაგან სტრუქტურაზე დადებით გავლენას მოახდენენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პროცედურებთან ერთად სწორი და ჯანსაღი რაციონის გამოყენება აუცილებელია. ყველა პროდუქტი, რომელსაც მივირთმევთ, ჩვენს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ.
თმის გარეგნულ მხარეზე მუშაობა
თმა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, რომელიც ორგანიზმს მდგომარეობას ასახავს. რაც უფრო თმა ჯანსაღია, მით უფრო შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი თმის სილამაზესა და გარეგნულ მხარეზე ზრუნავს. უნივერსალური ვიტამინების ნაკრების არჩევას ყურადღებით უნდა მიუდგეთ.
თმის მტვრევადობის შესაძლო მიზეზები
თუ შეამჩნიეთ, რომ თმამ სასიცოცხლო ძალები და ბუნებრივი ბზინვარება დაკარგა, თმის ცვენა გახშირდა, დროა თმის პრობლემების გამკლავებაზე ფიქრი დაიწყოთ. სანამ თმის მოვლას შეუდგებით, თმის ცვენის მიზეზი უნდა დაადგინოთ.
თმის ცვენის გავრცელებული მიზეზებია:
1. თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორი მუშაობა, რაც მტვრევადობას და ცვენას იწვევს. ამ შემთხვევაში თმის ცვენის შეჩერებას სპეციალისტის დახმარებით შეძლებთ, რომელიც სათანადო რჩევას მოგცემთ.
2. არარაციონალური და ნაკლები ვიტამინების მქონე რაციონი. კვების რაციონი ყველა ხელმისაწვდომი ვიტამინის სრულ კომპლექსს უნდა შეიცავდეს.
- მაგნიუმი და კალციუმი. ვიტამინები, რომლებიც თმის ფოლიკულას აღადგენენ და მთელ სიგრძეზე თმის სიჯანსაღეზე გავლენას ახდენენ. ამის მიღებას შეძლებთ, თუ რაციონს კვერცხით, ფრინველის ხორცით, მწვანე ბოსტნეულით და თევზით გაამდიდრებთ;
- თუთია და რკინა თმის ბზინვარებისა და სისქის მისანიჭებლად აუცილებელია. მათ ზღვის პროდუქტების, ასევე მწვანილებში იპოვით.
3. ტემპერატურის ცვლილების პირდაპირი ზემოქმედება. მზის სხივები თმის გარეგნულ მხარეზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ზაფხულის სეზონზე ზღვის კურორტებზე ყოფნის დროს ნიღბები და შესაბამისი კომპლექსები გაიკეთეთ. ასე არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებთ, არამედ თმას დაატენიანებთ და დამცავ ეფექტს გაზრდით.
4. თმის ხშირი შეღებვა თმის ცვენას მნიშვნელოვნად ზრდის. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნაზი უამიაკო საღებავების და სახლის პირობებში დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება დაგეხმარებათ.
5. უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება თმის ცვენას ზრდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავის კანის და თმის ხარისხიან კოსმეტიკაზე ფულის დაზოგვა არ ღირს, რადგან უხარისხო პროდუქტი თმის ხვეულებზე დამღუპველ ეფექტს იძლევიან.
6. მავნე და არასწორი ცხოვრების წესი. ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა მავნე ნივთიერებების ხშირი მოხმარება თმის სტრუქტურაზე და გარეგნულ მხარეზე გავლენას ახდენს. თუ სამკურნალო და თმის მოვლის პროცედურები დაიწყეთ, მავნე ჩვევებზე უარი თქვით.
თმის აღსადგენად აუცილებელი პროცედურები
მიზეზის დადგენის შემდეგ პრობლემას უნდა გაუმკლავდეთ და ჯანსაღი ცხოვრებიდან სრულად უნდა აღმოფხვრათ. პროცედურის სწორად შესრულების შემთხვევაში თმის ცვენა მნიშვნელოვნად შემცირდება. სანამ სამკურნალო პროცედურებს ჩაიტარებთ, თმის ცვენის სიმპტომები უნდა განსაზღვროთ:
- შესაგრძნებად უსიამოვნო თმა ცუდად ივარცხნება და ხშირად იკვანძება.
- დავარცხნისას თმის დიდი ნაწილი ცვივა ან იმტრევა;
- ვარცხნილობის გაკეთება გიჭირთ, რადგან ხვეულები სხვადასხვა მხარესა გამოშვერილი და თივის ფორმა აქვს;
- მტვრევადი და გაყოფილი ბოლოები, რომლებზეც ნიღბები გავლენას არ ახდენენ.
თმის ცვენის და გარეგნული მხარის გასაუმჯობესებლად სჯობს პროფესიონალ ექიმს მიმართოთ. რიგი დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმი თმის ცვენის მიზეზს განსაზღვრავს. ხშირად ამის მიზეზია რიგი დაავადებები, მათ შორის ფსიქიკური აშლილობა, ნერვოზი, სტრესი, დიაბეტი, ფსორიაზი ან არასწორ კვებასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადება. თუ თმის ცვენა უსიამოვნო დაავადებებს არ უკავშირდება და პირდაპირ თქვენზა დამოკიდებული, შემდეგი ნაბიჯები შეასრულეთ:
1. თმის ცვენის მნიშვნელოვნად შემცირებას პროფესიონალი ექიმების დახმარებით შეძლებთ. თუმცა სახლის პირობებში რიგი პროცედურების დახმარებით თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას და თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია:
- დიეტა დაიცავით: ორგანიზმი სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით გაამდიდრეთ. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ხილის და ბოსტნეულის მიღება სასარგებლოა.
- მავნე ჩვევებზე უარი თქვით. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოწევა შეწყვიტეთ. ალკოჰოლის და თამბაქოს დამღუპველი ეფექტის შესახებ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი მასში პრობლემის გადაჭრას ვერ ხედავს და თმის ცვენის შესაჩერებლად სხვა მეთოდების გამოყენებას ცდილობენ.
2. თმის ცვენის მნიშვნელოვნად შემცირებას შეძლებთ, თუ ვიტამინების კომპლექსს შიგნით და გარეთ გამოიყენებთ. თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარებათ:
- ნიღბების და კრემების გამოყენება თმის ძირებისა და მთელ სიგრძეზე. ისინი განსხვავდებიან, რადგან ნიღბები თმის ძირებზე არ გამოიყენება. ნარევი შეგიძლიათ შუა თმიდან ბოლოემდე წაისვათ. თმის ძირებისთვის განკუთვნილი ნიღაბი მხოლოდ მცენარეულ ხასიათს ატარებს და ზეთს არ შეიცავს, რადგან ერთი პრობლემის მოშორებით, მეორეს (ცხიმიანობისკენ მიდრეკილება) შეიძენთ.
- თმის გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგო სპეციალური ლოსიონი თმის ცვენას შეაჩერებს.
- B ჯგუფის ვიტამინები, ასევე A და C ვიტამინები ბირკავას და აბუსალათინის ზეთებთან ერთად თმის ცვენას შეაჩერებს და გაყოფილ ბოლოებზე დადებით გავლენას მოახდენს. თმის ძირები გაძლიერდება, ხოლო ხვეულები ჯანსაღ ბზინვარებას შეიძენენ.
3. გონივრული იქნება, თუ გაყოფილ ბოლოებს შეიჭრით და მოკლე ვარცხნილობას გაიკეთებთ, რადგან სავარცხლის ყოველ ჯერზე გამოყენებისას თმის დაკარგვა მოგიწევთ.
რომელი მეთოდიც არ უნდა შეარჩიოთ, ის ცხოვრების წესს, სწორ კვებას და შესაბამისს კოსმეტიკურ პროცედურებს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს.
სამკურნალო პროცედურების მნიშვნელობა
თმის ცვენის შეჩერებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კოსმეტიკური პროცედურები, სახლის პირობებში მომზადებული სპეციალური ნარევის გამოყენებით. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
თმის ცვენის შესაჩერებლად და დაკარგული ბზინვარების დასაბრუნებლად ასეთი რეცეპტი გამოიყენეთ: რამდენიმე ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, შემდეგ 1 ს/კ კეფირი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და თმაზე მთელ სიგრძეზე სქლად წაისვით. თავი პარკით შეიფუთეთ და ნარევი 2 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში შამპუნი გამოიყენეთ. აღსანიშნავია, რომ შამპუნი კერატინს უნდა შეიცავდეს, რომელიც თმის სტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. ნიღაბი შეგიძლიათ კვირაში რამდენჯერმე გამოიყენოთ.
შეგიძლიათ ასეთი რეცეპტი გამოიყენოთ: ავოკადოს, 1 კოვზი თაფლის, აბუსალათინის და ზეითუნის ზეთის ნარევი გაყოფილ თმაზე შესანიშნავ ეფექტს იძლევა. სახლის პირობებში ნიღაბს მარტივად მოამზადებთ. ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. თმის ძირები გაძლიერდება, ხოლო მშრალი და მტვრევადი თმა თანაბარ ფერს მიიღებს.
სალონური პროცედურები
ხელმისაწვდომი პროცედურების გარდა შეგიძლიათ სამკურნალო პროცედურები სალონში გაიკეთოთ, რომლებიც თმაზე დადებით გავლენას ახდენენ. თმის ზედაპირის სტრუქტურის აღდგენას და გაძლიერებას შემდეგი მანიპულაციით შეძლებთ.
ლამინირება: თუ თმა მტვრევადი გახდა და ბზინვარება დაკარგა, ლამინირების პროცედურა ჩაიტარეთ, რომელიც თმის ღეროებს კერატინის თხელი ნარევით ფარავს. ასე თმა ჯანსაღ ბზინვარებას და თანაბარ გარეგნულ მხარეს შეიძენს.
თმის ღეროების გასწორება კოლაგენით ან კერატინით. პროცედურები თმის ბზინვარების და სტრუქტურის შიგნით აღდგენისკენაა მიმართული. მასთან ერთად მოვლის კომპლექსების შესრულება აუცილებელია.
ცხელი მაკრატლით შეჭრა გონივრული იქნება. პროცედურა გრძელი თმის მფლობელებისთვის სასარგებლო იქნება, რადგან არა მხოლოდ ფორმის კორექტირებას მოახდენს, არამედ თმაზე მთელ სიგრძეზე იზრუნებს.
კომპლექსური და სწორი შესრულების შემთხვევაში ნებისმიერი პროცედურა, სახლში გაიკეთებთ თუ სალონში, სასურველ შედეგს მოგცემთ. ამა თუ იმ ვარიანტის სასარგებლო ეფექტი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პროცედურების სწორი და მუდმივი გამოყენება პრობლემას საბოლოოდ გაუმკლავდება.