ყველასთვის ცნობილია, რომ ციტრუსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. რატომღაც ყოველდღიურობაში ჩვენი ფანტაზია ფორთოხლის წვენის დაწურვით და ხილის ნაჭრებით შემოიფარგლება. უფრო საინტერესო რეცეპტებიც არსებობს, ვიდრე შაქარმოყრილი ლიმონი. დღეს პაპარაცის რედაქცია სწორედ ასეთ საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ.ციტრუსის ცედრა შეიცავს ეთერზეთს, რომელიც სასმელის და დესერტის გემოს აუმჯობესებს. მის წვენში ბევრი ვიტამინია. ლიმონის გამოყენების მრავალი ვარიანტი არსებობს და არა მხოლოდ კულინარიაში.
ლიმონი შაქრით
კულინარიული ხრიკები – ყველამ უკვე იცის, რომ ლიმონის ცედრა შესანიშნავი სანელებელია, რომელიც კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. მისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია, თუ მარილის, შავი წიწაკის, ხმელი ნივრის და კურკუმას ნარევს დაუმატებთ. ასეთი ნარევი ხორცს და თევზს უხდება.თუ ლიმონის ქერქს შაქრის სიროფში მოხარშავთ, შემდეგ კი გააშრობთ, შესანიშნავ ტკბილეულს, ცუკატებს მიიღებთ. გირჩევთ, ზედმეტად არ გამოაშროთ, ცუკატების დაღეჭვა სასიამოვნოა.ცედრა ზეითუნის ზეთის გემოსაც აუმჯობესებს.ზეთს ცედრა დაუმატეთ და გრილ, ბნელ ადგილას 2 კვირა შეინახეთ. იდეალურია, თუ ჭურჭელს დღეში 1–2–ჯერ შეანჟღრევთ. ამის შემდეგ ზეთი გადაწურეთ, რომ ლიმონის ნარჩენები მოიშოროთ. ზეთის გემო, განსაკუთრებით სალათებში, უფრო მდიდრული გახდება.გაყინული ლიმონი, უფრო ზუსტად მისი ნაჭრები, გამაგრილებელი სასმელებისთვის შესანიშნავი დანამატია. ყინულის დნობისას ეს ლამაზად და გემოვნებიანად გამოიყურება.ლერწმის შაქარი არ დანესტიანდება, თუ მის გვერდით ცედრას დადებთ. შესანახად მოსახერხებელი და ძალიან მარტივია. სხვათა შორის, დაჭრილი ვაშლის და ბანანის გარეგნობას ლიმონის წვენით შეინარჩუნებთ. უბრალოდ ხილის ღია ნაწილებს ლიმონის წვენი მოასხით და აღარ გაშავდება.
საყოფაცხოვრებო ხრიკები – ლიმონის წვენი ქრომირებულ ზედაპირს შესანიშნავად წმენდს. ონკანები, ნიჟარები და საშხაპე შლანგები ახალივით გამოიყურება.რემონტის შემდეგ საღებავით გაჭედილი ჯაგრისები შეგიძლიათ აღადგინოთ. ლიმონმჟავას ხსნარში (წვენი + წყალი) აადუღეთ და საღებავი წამებში მოშორდება. ახალი შეგიძლიათ არ შეიძინოთ.ფანჯრის მინის გაწმენდა რთული არაა. 2 ს/კ ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალში გახსენით. ამ ნარევით ფანჯრები გაწმინდეთ. შედეგად, ყველაფერი იბზინებს.ჭიანჭველები, ტარაკნები და რწყილი ლიმონის სუნს ვერ იტანენ. მათ მოსაშორებლად ლიმონის წვენი ფანჯრის რაფებს, პლინთუსებს და ყველა მიუწვდომელ ადგილას წაუსვით. მწერები გაქრება და სასიამოვნო სუნი დარჩება.ლიმონის ცედრა ჭუჭყიან მაცივარს სასიამოვნო სუნს დაუბრუნებს, ყველაზე მკვეთრ და უსიამოვნო სუნს შთანთქავს, რაც ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით ზაფხულში. მისი დახმარებით ცუდსუნიან საჭრელ დაფასაც გაწმენდთ.
დანაზე ნადების მოსაშორებლად ზღვის მარილი და ლიმონის წვენი გამოიყენეთ. ნარევით დანის ზედაპირი კარგად გაწმინდეთ და კვლავ იბრწყინებს.გაზქურას ცხიმი რომ მოაშოროთ, ჩვენი მეთოდი გამოიყენეთ. შუაზე გაჭრილი ლიმონი პრობლემურ ადგილებს წაუსვით. ცოტა წვენი უნდა გამოვიდეს. ახლა სოდა მოაყარეთ. ცხიმი დაიშლება. ისღა დაგრჩენიათ, ნარჩენები სამზარეულოს ჩვრით მოაშოროთ.ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი 1:1 პროპორციით აურიეთ. ნარევი ავეჯის გასაპრიალებლად გამოიყენეთ. ნარევი ჩვარს წაუსვით და რამდენიმე წუთით მაგიდის ან კარადის ზედაპირი გაწმინდეთ. ნაკაწრები თითქოსდა არც ყოფილა!
რამდენიმე რეცეპტი – ლიმონს ცედრა მოაშორეთ, ქილაში ჩაყარეთ და საყინულეში შეინახეთ. ასე შეინახავთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ. ლიმონი გააცხელეთ და წვენი გაწურეთ. ცხელი ლიმონიდან 20%–ით მეტი წვენი გამოვა, შემოწმებულია. წვენი ყინულის კუბებში გაყინეთ და დესერტებს და სალათებს დაუმატეთ. ლიმონის ნარჩენები ჭუჭყიან მიკროტალღურ ღუმელში გააცხელეთ, რომ ორთქლი გამოვიდეს. ახლა უბრალოდ ჩვრით გადაწმინდეთ და ახალივით იქნება.
ასევე შეგიძლიათ მარტივი ლიმონის ტკბილეულის მომზადება. ციტრუსი რგოლებად დაჭერით, ზემოდან შაქრის ფენა, შემდეგ ყავა მოაყარეთ. ის ნატურალური უნდა იყოს. მჟავე, ტკბილი და ცხარე გემოების შერევა საინტერესო ეფექტს იძლევა. ლიმონი შაქრით და ყავით – აუცილებლად სცადეთ!
მოსადუნებელი სასმელი რომ მოამზადოთ, ლიმონი ქილის შიგნით დაკიდეთ. ქილა ნახევრამდე ძლიერი სასმელით გაავსეთ. 5 დღეში ლიმონი მთელ არომატს სასმელს მისცემს და მისი გემო უფრო საინტერესო გახდება. აი, ასეთი მფრინავი ლიმონები.
როგორც ხედავთ, ისეთი უბრალო ხილიდან, როგორიცაა ლიმონი, უამრავი საინტერესო და სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება. მთავარია, საზრიანობა გამოიჩინოთ. თქვენ რომელი უჩვეულო ვარიანტის შესახებ იცით ლიმონის გამოსაყენებლად?