ბებია გამოცდილი მებაღეა და მასწავლა რით მოვრწყა პომიდორი, რომ მოსავალი გავასამაგო.

2658

კიტრი უკვე ნაყოფს იძლევა, ახლა პომიდვრის მოსავალს ველოდები. ყოველწლიურად ბებიის რჩევებს ვითვალისწინებ, რომ კარგი მოსავალი მივიღო. ბებია გამოცდილი მებოსტნეა და იცის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში პომიდორს ნაყოფის მოსამწიფებლად სხვადასხვა სახის გამოკვება სჭირდება. როცა მცენარე ნაყოფიერებას იწყებს, სწორად უნდა გამოკვებოთ. ასე მოსავლის რაოდენობა და ხარისხი გაუმჯობესდება.

აუცილებელია, რომ მკვებავი ხსნარის შესაბამისი შემადგენლობა შეარჩიოთ და რეკომენდებული დოზები დაიცვათ. დაივიწყეთ პრინციპი, რომ „რაც მეტი, მით უკეთესი“. ასეთი მიდგომით უფრო ზიანს მიაყენებთ, ვიდრე სარგებელს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რით გამოკვებოთ პომიდორი, მაშინ პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ. გამოცდილი მებოსტნეები საკუთარი ცოდნის შემოწმებას შეძლებენ.

როგორი გამოკვება სჭირდება პომიდორს ივლისში – ამ პერიოდში პომიდორს 2 მთავარი ელემენტი სჭირდება – კალიუმი და ფოსფორი. მცენარის გამოკვების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

  1. 15 გრ კალიუმის მონოფოსფატი 10 ლ წყალში გახსენით. ამ ხსნარით პომიდორი 2–ჯერ, 2 კვირიანი შუალედით მორწყეთ.
  2. თუ კალიუმის სუპერფოსფატს ან ორმაგ სუპერფოსფატს იყენებთ, აუცილებლად ცხელ წყალში გააზავეთ. თავდაპირველად, 1 ლ წყალს 2 ს/კ სასუქი დაუმატეთ. მიღებული ხსნარი 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ და ამის შემდეგ მოსარწყავად გამოიყენეთ.
  3. დროის დასაზოგად კალიუმის მშრალი სულფატი მიაწოდეთ. 15-20 გრ 1 მ²–ზე. პროცედურა 2 კვირაში გაიმეორეთ.

ნაცრის ხსნარი – ბუნებრივი ნედლი მასალიდან ნამდვილად ეფექტური სასუქი გამოდის. ნაცარი მაღაზიაში ნაყიდი პრეპარატების შესანიშნავი ალტერნატივაა. ნაცრის ხსნარი შეიცავს იმ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც პომიდორს ივლისში სჭირდება.

სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ლ ხის ნაცარი, 10 გრ ბორის მჟავის ფხვნილი და 10 მლ იოდი. ყველა ინგრედიენტი 1 ვედრო (10 ლ) წყალს დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 1 დღე გააჩერეთ. მზა ხსნარი გააზავეთ: 1 ლ ხსნარი 10 ლ წყალში. 2 ლ ნარევი 1 ბუჩქზე დაგჭირდებათ.

როგორც ხედავთ, რთული არაფერია. საკმარისია, პომიდორი დროულად გამოკვებოთ და მოსავლის გასამმაგება გარანტირებულია. თქვენ რა საიდუმლო ხრიკებს იყენებთ მოსავლის გასაზრდელად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს