ნამდვილი მეგობრობა დიდი იშვიათობა და სიმდიდრეა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. მაგრამ ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მთელი ცხოვრება ყველას არ გამოსდის. ადამიანები იცვლებიან, იცლიან საახლობლო წრეს, საცხოვრებელს. იმისათვის, რომ 70 წლის იუბილეზე მეგობრების მოპატიჟება შეძლო, არ უნდა დაივიწყოთ ის ჭეშმარიტება, რომელსაც დღეს პაპარაცის რედაქცია შეგახსენებთ.
ნამდვილი მეგობრობა
- ნამდვილი მეგობარი არ რის ბევრი. იმათი უმეტესობა, ვისაც ხშირად ვეკონტაქტებით, არიან ნაცნობები, ახლობლები, მაგრამ არა მეგობრები. ნამდვილი მეგობარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5 ადამიანი. დანარჩენები მოდიან შენს ცხოვრებაში გარკვეული პერიოდით და მიდიან. მათთან გვაკავშირებს კონკრეტული გარემოება – საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, სასწავლებელი.
- არ შეინახოთ წყენა გულში. თუ თვლი, რომ შენი მეგობარი არასწორად მოიქცა, ან გაწყენინა, ნუ გამოიტან ნაჩქარევ დასკვნებს. იმის მაგივრად, რომ გულში ჩაიდო წყენა და ჩუმად იყო, დაელაპარაკე მას, გაერკვიე სიტუაციაში. შეიძლება იმ ადამიანს სულაც არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და არც უფიქრია, რომ რაიმე გაწყენინა.
- ნამდვილი მეგობარი არ იკარგება შენი კარგი ამბების შემდეგ. ჭირში თანადგომა ყველას შეუძლია, მაგრამ ადამიანის წარმატების გულწრფელად გაზიარება მხოლოდ ნამდვილ მეგობარს.
- ნამდვილი მეგობარი არ არის ის, ვისაც ყოველ დღე ნახულობ. ნამდვილ მეგობარს შეიძლება შეხვდე კვირაში ერთხელ, ან უფრო იშვიათად, მაგრამ ეს ბევრად მეტ ბედნიერებას და სიხარულს მოგანიჭებს, ვიდრე თანამშრომლებთან ან მეზობლებთან საუბარი.
- მეგობრებთან ერთად შეიძლება მოიწყინო და ეს აბსოლუტურად ნორმალურია! ისინი ვინც შენთან მხოლოდ მხიარული კომპანიის გამო ურთიერთობენ, როგორც კი განწყობა შეგეცვლება, ან პრობლემები გაგიჩნდება, წავლენ შენი ცხოვრებიდან.
- არ დაივიწყო ძველი მეგობრები მაშინაც, თუ სხვა საინტერესო კომპანიაში მოხვდები. არ დაგავიწყდეს მოიკითხო, მისწერო, დაურეკო ან სულაც მოინახულო. ხომ შეიძლება რთული პერიოდი დაუდგეს და შენი თანადგომა დაჭირდეს?
- რაც უფრო გვემატება ასაკი, რთულდება ნამდვილი მეგობრების შეძენა. სამწუხაროა, მაგრამ ნამდვილი მეგობრების შეძენა ახალგაზრდების პრეროგატივაა, რადგან შემდეგ პირველ ადგილზე გადმოდის ოჯახი და სამსახური. ასე, რომ დააფასეთ ის, ვინც თქვენს გვერდით დარჩა ბაღის ან სკოლის ასაკიდან მოყოლებული.
- ნამდვილი მეგობარი არასოდეს მიგატოვებს გასაჭირში. მაგრამ მხოლოდ თანაგრძნობა სიყვარულის ნიშანი არ არის. ახლობელი ადამიანი შეიძლება იყოს ხისტიც, კატეგორიულიც, მაგრამ სიმართლე უფრო ფასეულია, ვიდრე გაცვეთილი ფრაზები “ყველაფერი გაივლის”, “არ იდარდო”, “შენ ყველაზე კარგი ხარ”…
- მოსთხოვეთ თქვენს თავს მეტი, ვიდრე მეგობრებს. დაქალმა არ მოგილოცა დაბადების დღე? მეგობარმა არ მოგინახულა საავადმყოფოში? სანამ განაწყენდებით, გაიხსენეთ თქვენი შეცდომები ურთიერთობებში.
- არ იდარდოთ, თუ რაიმე მიზეზით მეგობრები თქვენი ცხოვრებიდან წავლენ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სცადოთ ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ თავსაც ნუ მოაბეზრებთ. თუ მეორე ადამიან არ დგამს საპასუხო ნაბიჯებს, თავი დაანებეთ. პატივი ეცით სხვის არჩევანს.
რას გულისხმობს შენი აზრით ნამდვილი მეგობრობა? არიან შენს გარშემო ადამიანები, რომელთაც უახლოეს მეგობრებს უწოდებ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს