როდესაც 14 წლის ვიყავი, გარდაიცვალა ჩემი ძმა, დედა მის ყველა ნივთს ინახავდა და მათთან ერთად ეძინა

1546

მატერიალური და სულიერი კულტურა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ზოგი სულიერ განვითარებაზე ზრუნავს და რაღაც ამაღლებულისკენ მიიწევს, ზოგი კი მხოლოდ ფულზე ფიქრობს. რა ჯობია? ჩვენი წასვლის მერე ამ ქვეყნიდან ხომ ყველაფერი მატერიალური აზრს კარგავს? პაპარაცის რედაქცია დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მატერიალური და სულიერი კულტურა

ამ სტატიის დაწერა ერთმა საინტერესო სტატუსმა გადაგვაწყვეტინა. გაგიზიარებთ თქვენც ავტორის ტექსტს: “ამ ქვეყნიდან წასვლა ნებისმიერ დროს შეიძლება და ის, რაც შენთვის ძვირფასი იყო, არავისთვის აღარ იქნება ძვირფასი. კი, მყავს შვილები, მაგრამ მათ თავისი ცხოვრება აქვთ. ის მატერიალური სიმდიდრე, რაც გვაქვს ცხოვრებაში, უბრალოდ წვრილმანია, სასაცილო, უმნიშვნელო ნივთებია. და თავად ჩვენ… აქამდე მეგონა, რომ სულ ვიქნებოდი, მაგრამ ეხლა აღარაფერს მოვაგროვებ, არ გადავდებ და აღარ ვიფიქრებ რა იქნება ხვალ. შეუძლებელია ცხოვრების ერთხელ და სამუდამოდ მოწყობა, ის უნდა შეაკოწიწო ყოველ დღე. უნდა მოვაგროვოთ შთაბეჭდილებები, ვიცხოვროთ და ვიბედნიეროთ დღევანდელი დღით, რათა მაშინ, როდესაც არაფერი აღარ მოხდება, მოსაგონებლად გვქონდეს ბედნიერი წუთები. მე ვიცი, რაც იქნება ჩვენს მერე: ვითომც არაფერი, მოვლენ სხვა ადამიანები და მოადუღებენ ყავას შენს სამზარეულოში… ”

მატერიალური სიმდიდრის დევნაში – ჩვენს ცნობიერებაში გამჯდარია აზრი, რომ სიღარიბე ცუდია, ხოლო სიმდიდრე – კარგი. რა თქმა უნდა, სიმდიდრეს ბევრი ღირსეული უპირატესობა აქვს, მაგრამ მისი მოპოვების პროცესში არ უნდა დაკარგო საკუთარი თავი, რადგან ამის ფონზე სულიერი ფასეულობები სრულიად დაიკარგება. იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერები, უნდა ისწავლოთ სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობა. უნდა დააბალანსოთ ერთმანეთში მატერიალური და სულიერი სიმდიდრე. არ არის საკვირველი, რომ ჩვენს დროში მინიმალიზმის მიმდევრების რიცხვი უფრო და უფრო იმატებს. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ სჭირდება ნივთების გროვა კომფორტული ცხოვრებისთვის. საუბარია ტანსაცმელზე, კოსმეტიკაზე, ტექნიკაზე, გაჯეტებსა და სხვა ნივთებზე. წლიდან წლამდე ადამიანები უფრო და უფრო ცდილობენ ნივთების შეგროვებას მიზეზით – “ოდესმე დამჭირდება”, მგრამ რეალურად შეიძლება გავიდეს წლები და ერთხელაც არ გამოიყენონ. საიდან ჩნდება ამდენი ხარა-ხურის შეგროვების სურვილი?

სავარაუდოდ, ამ კითხვაზე პასუხი იმალება ბავშვობაში. გაიხსენეთ როგორ ცხოვრობდა თქვენი ოჯახი. ვფიქრობ, იყო მატერიალური სირთულეები. ეს ყველაფერი დაღს ასვამს მომავალს. მაგალითად, მიუხედავად იმის, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე მეტი დახარჯვის, მაინც ვცდილობ ეკონომიის გაწევას. არ აქვს მნიშვნელობა, საჭმელი იქნება, თუ სხვა რაიმე ნივთი. ასევე საჭიროა ფულთან ჯანსაღი და ადეკვატური დამოკიდებულება. არ გახდეთ მასზე დამოკიდებული და არ ააგოთ მასზე ბედნიერება. სინამდვილეში ფულს არანაირი სულიერი ფასეულობა არ გააჩნია. ის პირიქით, აფუჭებს სულიერ გარემოს თქვენს ირგვლივ.

მატერიალური და სულიერი კულტურა: რა დარჩება ჩვენს შემდეგ – როდესაც ვიყავი 14 წლის, დაიღუპა ჩემი უფროსი ძმა. დედა მის ნივთებს ინახავდა და მათთან ერთად ეძინა ხოლმე. მე არ მესმოდა მისი, რადგან უფრო ცუდად გრძნობდა თავს. ყველაფერი მატერიალური, რაც დარჩა ჩემი ძმისგან, იყო შეხსენება, რომ ის აღარ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი ფასეული, რაც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რჩება, ეს არის ხსოვნა მის შესახებ – ნათელი, კეთილი და ნამდვილი. ამბობენ, რომ ადამიანი ცოცხალია, სანამ ის ახსოვთ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს