თეთრი ლაქები ყაბაყის ფოთლებზე და როგორ ვებრძოლოთ ნაცროვან დაავადებას.

143

მებოსტნეებს ყაბაყი სასარგებლო თვისებების და უპრეტენზიობის გამო უყვართ. კულტურა ნამდვილად ნაკლებ საზრუნავს მოითხოვს, მაგრამ, როგორც ნებისმიერი მცენარე, დაავადებები მასაც ხვდება. დღეს პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, რატომ ჩნდება ყაბაყის ფოთლებზე ლაქები და როგორ ავიცილოთ თავიდან.

ლაქები ყაბაყის ფოთლებზე

ყაბაყს და სხვა გოგრისებთა კულტურის მცენარეს ერთნაირი უსიამოვნებები აწუხებს. ამინდის მკვეთრი ცვლილების, არასაკმარისი მორწყვის და სასარგებლო ელემენტების დეფიციტის გამო ავადდებიან. ამ შემთხვევაში სოკოს, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მიმართ მცენარის დამცავი თვისებები სუსტდება.მის ფოთლებზე თეთრი ლაქები ნაცროვანი სოკოა. სოკო, რომელიც მცენარეს მკვებავ ნივთიერებებს ართმევს და ამით ღუპავს. თანდათან ფოთლები იხვევა და ხმება. თეთრი ლაქები იშვიათად ღეროზეც ჩნდება. საქმე იმაშია, რომ სოკოს სპორები წყლით და ქარით შეიძლება გავრცელდეს. ასე სხვა კულტურების დაზიანებაც შეუძლიათ, ამიტომ დაუყონებლივ იმოქმედეთ.

  • როგორ ვებრძოლოთ ნაცროვან სოკოს ყაბაყზე – პირველ რიგში, მორწყვის სწორი რეჟიმი დაიცავით და მიწის ზედმეტად დატენიანება არ დაუშვათ. მეორეც, აზოტის სასუქის მიწოდების ნორმა მკაცრად დაიცავით. საქმე იმაშია, რომ ჭარბი აზოტის შემთხვევაში სოკო სწრაფად ვითარდება. დაზიანებული ნაწილები მოაშორეთ, ხოლო დარჩენილი ფუნგიციდებით დაამუშავეთ. თესლის არჩევისას ნაცროვანი სოკოს მიმართ გამძლე სახეობას უპირატესობა მიანიჭეთ.
  • ცრუ ნაცროვანი სოკო – ცრუ ნაცროვანი სოკო (პერონოსპოროზი) არსებობს. ის ჰაერის მაღალი ტენიანობის და ყაბაყის ცივი წყლით მორწყვის დროს ვლინდება. ფოთლებზე მომწვანო–მოყვითალო ლაქები ჩნდება. დროთა განმავლობაში მონაცრისფრო–ყავისფერ შეფერილობას იღებს. ზოგჯერ ბინძური თეთრი ლაქებიც ჩნდება. ყაბაყის ფოთლები გაუწყლოებული ჩანს და თანდათან ხმება.პირველ რიგში, ცრუ ნაცროვანი სოკოს პირველივე ნიშნებზე მორწყვა შეწყვიტეთ. ამის შემდეგ მცენარე ფუნგიციდებით მორწყეთ. გარდა ამისა, თუ ქუჩაში ცივა, სჯობს ყაბაყი უნაჭრო მასალით დაფაროთ. იდეალურ პირობებში, ჰაერის ტემპერატურა დღისით 22 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს, ხოლო ღამით – 18 გრადუსზე დაბლა.
  • რეკომენდაციები ყაბაყის მოსავლელად – მცენარის დარგვამდე ნაკვეთი კარგად მოამზადეთ. ამისთვის სასუქი დაუმატეთ და მიწა კარგად დაბარეთ. პირველივე აღმოცენის გამოჩენისას პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეთ. ყველა გოგრისებრთა კულტურისთვის პროცესი მსგავსია. სწორი ფუნგიციდის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მთავარი წესი, რომლის დაცვით ყაბაყს, გოგრას და კიტრს უსიამოვნებისგან დაიცავთ:
  1. მოსავლის როტაცია დაიცავით. ყაბაყი და სხვა გოგრისებრთა კულტურა ერთი და იმავე ადგილას შეგიძლიათ 3 წელიწადში ერთხელ დარგოთ.
  2. სასუქი დოზირებულად გამოიყენეთ, ნორმები დაიცავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს დააზიანებთ.
  3. ყაბაყი აუცილებლობის მიხედვით უნდა მორწყათ. მაღალი ტენიანობის პირობებში მავნე ორგანიზმები და სოკო ძალიან სწრაფად აქტიურდება.
  4. მცენარის ნარჩენები დროულად შეაგროვეთ და გაანადგურეთ. უფრო მეტიც, სასურველია, ტერიტორიიდან გაიტანოთ და დაწვათ.
  5. სათბურის პირობებში დროულად და რეგულარულად გაანიავეთ.
  6. სხვა ყველაფერთან ერთად, თესლი დარგვამდე მოამზადეთ ან დამუშავებული თესლი შეიძინეთ.

უხვ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს