კიტრი ერთ-ერთ უპრეტენზიო კულტურულ მცენარედ ითვლება. მაგრამ არის გარკვეული ნიუანსები მის მოვლაში. ბევრ მებოსტნეს ხვდება პრობლემა, როცა ის ნაკლებად იზრდება და ვითარდება, ან ბევრი ამონაყარი აქვს და ცოტა ნაყოფი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კარგია კვება მარტივი საშუალებებით, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით რით შეიძლება კვებოთ კიტრის ნერგები უკეთესი მოსავლის მისაღებად.
საუკეთესო არჩევანი კიტრის სასუქის შერჩევისას
კიტრს ჭირდება სწორი და დაბალანსებული მოვლა და სულ არ არის საჭირო ქიმიური საშუალებები. შეგიძლიათ თქვენი ხელით მოამზადოთ იაფი სტიმულატორი ზრდისთვის, რის შემდეგაც ნაყოფი უფრო აქტიურად გაიზრდება.ახალგაზრდა ნერგს ძალიან უყვარს ნატურალური სასუქი ცოცხალი საფუარით. ის გაუძლიერებს ნერგს ფესვთა სისტემას.ამას გარდა, საფუარის ცოცხალი მიკროორგანიზმები პოზიტიურად აისახება მცენარის გამძლეობაზე დაავადებებთან და მავნებლებთან. ასევე საფუარი გააჯერებს ნიადაგს იმ სასარგებლო ნივთიერებებით, რომელიც ადვილად შეითვისება.
საფუარის დახმარებით ხდება აქტიური გამრავლება და დაშლა ორგანული ნივთიერებების, გამოიყოფა აზოტი და ფოსფორი. ეს ელემენტები აუცილებელია კიტრის ზრდისა და განვითარებისთვის.ამ საშუალების გამოყენება შეიძლება კიტრის ამოსვლის ან გადარგვის ორი კვირიდან და მისი მომზადება ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები:
- 12 გრ. მშრალი საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ლ/ თბილი რზე ან წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- აიღეთ ერთი სავსე სუფრის კოვზი საფუარი და გახსენით 1 ლიტრ წყალში ან რძეში. უმჯობესია რძეში, რადგან ის იმ სასარგებლო ნივთიერებების საბადოა, რაც კიტრს ჭირდება. დააყენეთ სამლიტრიან ქილებში, ან რომელიმე დიდ ჭურჭელში, რადგან ნაყენი მოცულობაში იმატებს.
- დაუმატეთ ერთი კოვზი შაქარი, რათა დააჩქაროთ რეაქცია, კარგად აურიეთ.
- დადგით ნარევი თბილ ადგილას რამდენიმე საათი. არ დადგათ მზეზე!
- ორი საათის შემდეგ თქვენი ნატურალური სასუქი მზად იქნება.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი საფუარიც – პროპორციით 100 გრ. 1 ლიტრ წყალზე ან რძეზე.
- ბოლოს ხსნარი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და 3-4 საათის შემდეგ დაუსხით ნერგებს.
- იმისათვის, რომ კიტრმა მაქსიმალურად შეითვისოს საკვები, დასხმამდე ყველა ბუჩქთან დაყარეთ ნაცარი, შემდეგ შემოუთოხნეთ და მორწყეთ თბილი წყლით. თითოეულ ნერგს დაუსხით ნახევარ ლიტრამდე საფუარის ნაყენი.
- ის გადაამუშავებს საკვებ ნივთიერებებს ნიადაგსა და ნაცარში და გარდაქმნის ადვილად ათვისებად ნივთიერებად. მცენარე დაიწყებს აქტიურად ზრდას, იქნება ჯანმრთელი, ძლიერი და მდგრადი გარემო პირობების მიმართ. ბოლოს კი გასიამოვნებთ უხვი მოსავლით.
გამოგიყენებიათ ეს მეთოდი? რითი კვებავთ თქვენს მცენარეებს ბოსტანში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.