როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ საპასპორტო ასაკზე ნაკლებად

97

ჯანმო აცხადებს, რომ ახალგაზრდობა გრძელდება 44 წლამდე, მოწიფულები შეიძლება ეწოდოს 60 წლამდე ადამიანებს, შემდეგ ხანდაზმული – 75 წლამდე, რის მერეც იწყება სიბერე. მაგრამ ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის. ზოგი ქალბატონი ძალიან ადრე ნებდება ასაკს და მალე ირგებს სიბერეს თავის თავზე. ეს რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრებისგან ვერ დაემართება, მაგრამ ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალში.

ქალის სიბერე

ადამიანებს უყვართ მაგალითად ჰოლივუდის ვარსკვლავების მოყვანა მათი იდეალური გარეგნობის გამო, მაგრამ რაც შეეხება ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტიკურ ქალებს, ყველაფერი ასე ფერადი და მხიარული არ არის, როგორც ვისურვებდით. ყველას არ აქვს საშუალება თავს მოუაროს ისე, როგორც უვლიან ქალბატონები ჟურნალების გარეკანიდან. მაგრამ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ჩვევები, მოღვაწეობის სფერო, მსოფლმხედველობა. ეს არის მიზეზები, როცა ქალი 50 წლის ასაკში ბევრად უფრო ასაკოვნად გამოიყურება.

იდეალური დიასახლისი – წლების განმავლობაში მუდმივად ოთხ კედელში ყოფნამ დიდი ხანია დაავიწყა ქუსლიანი ფეხსაცმელი, კაბა და მაკიაჟი. არც არის ლამაზი ამ ასაკში ზედმეტი პრანჭვა. ყოველდღიურად სამჯერ საჭმლის მომზადება, რეცხვა, დალაგება… ფიტნესისთვის და ფორმაში ყოფნისთვის ვიღას ცალია? სამაგიეროდ, ქმარი და შვილები ნაჭამები არიან, სახლში სისუფთავე და წესრიგია. სხვისი ცხოვრების და სახლის დალაგებაში ქალს საკუთარი თავი გვერდზე რჩება. ის თანდათან ხდება ნერვიული, რადგან საერთოდ არ ფიქრობს პირად დროზე. იგონებს ათასგვარ საქმეს და ამაში ხარჯავს ენერგიას – კონსერვების ხუფვა, სოფელი, მებაღეობა, შინაური პირუტყვის მოვლა…წიგნის კითხვის, იოგის, ცეკვის ან უბრალოდ სეირნობის აღარ რჩება და სიმართლე გითხრათ, იმდენად არის ჩარგული საქმეში, რომ არც უნდა. ასე ახვევს საკუთარ თავს ქალი ყოველდღიურ რუტინაში.

ციყვი ბორბალში – დაზეპირებულ სტერეოტიპებს ემატება გმირობის სურვილი. თანამედროვე ქალი არ ზის სახლში და მხოლოდ ბავშვების აღზრდით არ არის დაკავებული. ის შრომობს და მიიწევს კარიერულ კიბეზე. შემდეგ დაღლილი მორბის სახლში, ამზადებს სადილს, ალაგებს, ამეცადინებს ბავშვებს და ა.შ. მუდმივი სტრესი და შფოთი ასაკზე ცუდად ისახება. ის მალე ჭაღარავდება, ცუდად ძინავს, ხოლო დაღლილობა მისი განუყრელი მეგობარი ხდება. მალე იმატებენ წონაში, რომელიც უღმერთოდ უმატებს ასაკს.ფსიქოთერაპევტთან სიარულის დრო არ აქვს, ისედაც არ აპირებს მასთან წასვლას, რადგან არავის უსწავლებია საკუთარ თავსა და ფსიქიკაზე ზრუნვა. მისი მიზანია იზრუნოს ახლობელ ადამიანებზე, ქმარზე, შვილებზე. ამიტომ თუ ამას ართმევენ თავს, საკუთარ მისიას შესრულებულად თვლიან, ხომ მოახერხეს გათხოვება? აწი შეუძლიათ რამდენიც უნდა, იმდენი ჭამონ, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურებიან?

ქალი ხალათში – გამომწვევი კაბები და კაშკაშა ფერები თანდათან ტოვებენ კარადას. ზოგი კაბა აღარ ეტევა, ზოგი ვულგარულია. საერთოდ, რა საჭიროა მოდა? იკვეთება საკუთარი თავის გაუფასურების ნიშნები. 50 წელს ზემოთ ქალები უმეტესად ირჩევენ მოხერხებულ და მოსაწყენ ტანსაცმელს რუხ ფერებში. შარვალი, განიერი, უფერული ზედა – ეს არ არის საკუთარი თავის მოყვარული ქალის ჩაცმულობა.

ლამაზმანი ღიმილის გარეშე – სტომატოლოგთან მუდმივად სიარული ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. სანამ უკიდურეს ზომამდე არ მივლენ, არ აკითხავენ მას. ეს უმეტესად უფულობის გამო ხდება. ქალები ვერ მიდიან სტომატოლოგთან, რადგან არ აქვთ ამის საშუალება.

ქალის სიბერე – ეს მისი პასუხისმგებლობაა, კი ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა ფინანსური მდგომარეობის გამო, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს თავისი ქალური სურვილები და პატარ-პატარა სიამოვნებები. თუნდაც თვეში ერთხელ მოახერხოს სალონის სტუმრობა. მოვლილი თმა, ლამაზი კანი და ღიმილი – ეს არის ახალგაზრდობის გარანტია. და რაც მთავარია: კარგი განწყობა, მის გარეშე ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. შეიყვარეთ თქვენი თავი და ხანდახან მაინც გაანებივრეთ იმით, რაც ძალიან გინდათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს