C, K, P ვიტამინების დიდი რაოდენობა შავი მოცხარის ფოთოლს უნიკალურ საშუალებად აქცევს ათეროსკლეროზის და განსაკუთრებით აორტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. შავი მოცხარი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქს ადისონის დაავადების ფუნქციის დარღვევით, ამ დარევების აღმოჩენა კი არც თუ ისე ადვილია, ძლიერი ჰორმონული საშუალებებითაც კი. მოცხარის ფოთლების ინფუზია სათანადო დოზირებით, შლის შარდმჟავას და ოქსილის მჟავას, რაც საბოლოოდ პოდაგრისა და რევმატიზმის განკურნებას უწყობს ხელს.
მათ, ვისაც თირკმლის დაავადებები აწუხებს, 3 ს.კ. შავი მოცხარის დაბლენდერებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 15-20 წუთის შემდეგ გადაწურეთ, მოცხარის ფოთლები გაწურეთ, ნაყენი მოადუღეთ, ჩაყარეთ მასში 2 ს.კ. მოცხარის კენკრა და გააჩერეთ, სანამ მთლიანად გაცივდება. ნაყენი დალიეთ ერთ დღეზე, 0,5 ლ, კენკრა კი ჭამეთ. ყოველდღიურად მოამზადეთ ახალი ნაყენი. მკურნალობის კურსი 1 თვეს გრძელდება. ამ უნიკალური სასმელით არა მხოლოდ თქვენი თირკმლები, არამედ მთელი ორგანიზმი განიკურნება.
ნავრალგია უკან დაიხევს, თუ 4 ს.კ. შავი მოცხარის გამხმარ ფოთლებს დაუმატებთ 1,5 ლიმონის ცედრას და 3 ს.კ. ლიმონის მშრალ ბალახს, ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათით, გაწურეთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 100 მლ ნაყენი.
რევმატიზმი, პოდაგრა. შავი მოცხარის 10-12 ფოთოლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ, სანამ მთლიანად გაცივდება. დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 4-6-ჯერ.
ედისონის დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სტიმულირება. დააბლენდერეთ შავი მოცხარის ღეროები და ფოთლები. 2 ს.კ. მიღებულ მასას დაუმატეთ 2 ს.კ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ, რომ კარგად გაცივდეს. დალიეთ ჭიქის მესამედი, დღეში 5-6-ჯერ, ჭამიდან 30-40 წუთში.
ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი. 3 ს.კ. დაჭრილ ფოთლებს დაუმატეთ 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათით, შემდეგ კი გაწურეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ, ჭიქის მესამედი ან ნახევარი. მკურნალობა ხანგრძლივია.
ხშირად ადამიანები მოგვმართავენ თხოვნით, რომ ყურში ხმაურის სამკურნალოდ ვურჩიოთ მკურნალობის მეთოდი. ყურში ხმაურის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ათეროსკლეროზი, მეტაბოლური და სისხლის დაავადებები, წამლებით გამოწვეული ინტოქსიკაცია, ნიკოტინი, ალკოჰოლი, მინერალური შხამები, ხმაურის ან ქირურგიული ტრავმები. ექიმები, ასეთ დროს, ჩვეულებრივ, B1, B2, A ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავას, იოდის პრეპარატებს, ალოეს ექსტრაქტს და სხვა საშუალებებს ნიშნავენ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ აურიოთ თანაბარი რაოდენობის შავი მოცხარის ფოთლები, იასამნის ყვავილები ან ფოთლები, ანწლის ყვავილები ან ფოთლები, შემდეგ დააბლენდეროთ და 2 ს.კ. ნარევს დაუმატოთ 0,5 ლ მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში მოადუღოთ წყლის ორთქლზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, 70 მლ.
ართრიტის სამკურნალოდ, 3-5 ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთის შემდეგ გაწურეთ და ერთბაშად დალიეთ.
კლიმაქსი. ქალის სხეულის ჰორმონალური აქტივობა რეგულირდება ასეთი ჩაის მეშვეობით. დააფქვიეთ და შეურიეთ 2 წილი სამყურას ყვავილედი 1 წილ გამხმარ კრაზანას და მოცხარის ფოთლებს, შემდეგ 1 ჩ.კ. ნაზავი ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში, ცოტა ხნით დააყენეთ, გადაწურეთ და დალიეთ ნაყენი. მიიღეთ რეგულარულად.
ოსტიომიელიტი. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ გოგრისა და წიწიბურას ფაფა, წვნიანი წიწიბურით, უნდა დალიოთ შავი მოცხარის და მაყვლის ჩაი, მათი მონაცვლეობით. ეს სასმელები დღეში 2-ჯერ 100-150 მლ-ს ოდენობით უნდა მიიღოთ. ჩაის მოსამზადებლად 1 ს.კ. გამხმარ და დაფქულ შავი მოცხარის ან მაყვლის ფოთლებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 10-15 წუთით, შემდეგ კი გადაწურეთ.
უკუჩვენებები:
შავი მოცხარის მიღება არ არის რეკომენდებული გაზრდილი სისხლის კოაგულაციისა და თრომბოფლებიტის დროს (K ვიტამინის და ფენოლური ნაერთების გამო). ასევე არ არის რეკომენდებული შავი მოცხარის მიღება ორსულებისთვის.