თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის ძებნის დროს ქალებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მათზე შეიძლება ნადირობდეს რომელიღაც ღარიბი მამაკაცი. მათ ჭირდებათ ელემენტარული ზრუნვა, ყურადღება, გემრიელი საჭმელი და თბილი საწოლი. ამ ყავლაფრის მიცემა შეუძლია თავდაჯერებულ ქალს, რომელიც დაიღალა მარტო ყოფნით.შეუმდგარ ადამიანებს ამის სხვადასხვა მიზეზი აქვთ და თუ ახალგაზრდებს ჯერ კიდევ შეუძლიათ და აქვთ დრო თავის თავში გარკვევის და ფარული უნარების აღმოსაჩენად, ასაკში შესულებს უკვე სხვანაირი მიდგომა აქვთ. ან ეგუებიან სიტუაციას, ან ცდილობენ თავისი პრობლემების სხვაზე გადატანას, დღეს პაპარაცის რედაქცია საინტერესო ხრიკს შემოგთავაზებთ.
ღარიბი მამაკაცი
ქალები მუდამ ეძებენ საოცნებო “პრინცს”. ხშირად ეცნობიან ადამიანებს ჯერ ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ რელურად. ზოგი შეხვედრა წარმატებულია. ასეც ეგონა ჩვენს დღევანდელ გმირსაც. მამაკაცები ეხმაურებოდნენ, პირდებოდნენ უამრავ რამეს, მაგრამ მერე რატომღაც ვერაფერს იმეტებდნენ. ანას უფრო ეკითხებოდნენ მისი საქმიანობის შესახებ, ქონდა თუ არა კარგი სამსახური, საკუთარი სახლი, ბავშვები. როდესაც იგებდნენ, რომ ის მარტოა, მუშაობს ფინანსურ სტრუქტურაში ნორმალური ანაზღაურებით, აქვს საკუთარი ორ ოთახიანი სახლი, მაშინვე აქტიურდებოდნენ უფრო ახლოს გასაცნობად. ანა თავისუფალი და თამამი გოგონა იყო. ქონდა ურთიერთობა მამაკაცებთან, ეპატიჟებოდა სახლშიც მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუებული რჩებოდა. ზოგ მამაკაცს ვალები ჰქონდა, ზოგი უმუშევარი იყო, ზოგიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში. მათი ურთიერთობა ერთ კვირაზე დიდხანს არ გრძელდებოდა, რადგან ანას არანაირი სურვილი არ ჰქონდა მათი რჩენის. ბოლოს, ერთმა თაყვანისმცემელმა იმდენი ხანი ატარა ქუჩაში სასეირნოდ, ყავაზეც ვერ დაპატიჟა. თავი იმით იმართლა, რომ მოულოდნელად ფულის სესხება მოუწია ახლობლისთვის, ხოლო ხელფასის ჩარიცხვა დაუგვიანეს. რა სისულელეა!
ღარიბი მამაკაცი – ცალკე საკითხია, კიდევ როგორ ცდილობდნენ მისთვის თანხის გამოძალვას. გამოჩნდა ამერიკელი თაყვანისმცემელი, რომელიც აქტიურად ეპატიჟებოდა ამერიკაში. მერე კი შეაპარა ლეპტოპის საყიდელი თანხის ნახევარის ჩარიცხვა თავისი შვილისთვის, რომელსაც თურმე ძალიან გაუხარდებოდა საჩუქარი ახალი დედიკოსგან. იყვნენ კიდევ ასაკოვანი მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ უზრუნველყოფილი ქალების გამოჭერას და მათ ხარჯზე ცხოვრებას. ამის შემდეგ ანამ გადაწყვიტა, რომ შეეცვალა გაცნობის პირობები და ამბობდა, რომ არ ქონდა არც სამსახური და არც სახლი, სადაც ცხოვრობდა, ის ნაქირავები იყო. მამაკაცების უმეტესობა მაშინვე წყვეტდა მიმოწერას, რადგან ხვდებოდნენ, რომ ვერაფერს ისარგებლებდნენ. მხოლოდ ერთი უგზავნიდა ყვავილებს და ეპატიჟებოდა ზღვაზე დასასვენებლად. ანა დათანხმდა და შედეგად საუკეთესო მამაკაცის გვერდით აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მდიდარი არ იყო, მაინც ახერხებდა ქალის გაბედნიერებას. ანას ლაიფჰაკმა გაფილტრა უსინდისო მამაკაცები და დატოვა ღირსეული.
რედაქციისგან: შეიძლება არ არის საუკეთესო ხერხი ურთიერთობის ტყუილით დაწყება, მაგრამ თავად მამაკაცებსაც არ რცხვენოდათ ამის გაკეთების და ვინ იცის, როდესმე იპოვიდა თუ არა ანა ამ უწყინარი ტყუილის გარეშე ნორმალურ პარტნიორს. თქვენ რას იტყვით?