საკვებით მოწამვლის თავიდან აცილების 3 მეთოდი. მომავალში არასდროს მოიწამლებით

1989

საკვებით მოწამვლა ხდება მაშინ, როცა ბაქტერიებით ან სხვა ტოქსინებით დაინფიცირებულ პროდუქტებს სვამთ ან ჭამთ.

საკვებით მოწამვლის სიმპტომები:

  • მუცლის არეში ტკივილი და კრუნჩხვები
  • სისუსტე და ენერგიის დაქვეითება
  • დაღლილობა ძირითადი ელექტროლიტების დაკარგვის გამო

საკვებით მოწამვლის პრევენცია                                                      

საკვებით მოწამვლა არა მხოლოდ სადილობის დროს ხდება.

გთავაზობთ საშუალებებს, რომლებიც საკვებით მოწამვლას ყოველგვარი გართულების გარეშე მოგაშორებთ. მათი რეგულარული მიღების შემთხვევაში მომავალ მოწამვლას თავიდან აიცილებთ. ექიმს მიმართეთ, თუ საკვების მოწამვლის სიმპტომები 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.

მეთოდი 1: ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმრის ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული მოქმედება ყველასთვის ცნობილია. ის კუჭ-ნაწლავის გარსს და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ამშვიდებს, მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. მნიშვნელოვანია, რომ ნატურალური ვაშლის ძმარი გამოიყენოთ და არა ჩვეულებრივი ვაშლის ესენცია.

ნაბიჯი 1: ვაშლის ძმარი თბილ წყალს დაუმატეთ. 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

ნაბიჯი 2: ეს საშუალება დღეში 3-4-ჯერ დალიეთ, რომ დიარეა, გულისრევა და კრუნჩხვები შეამსუბუქოთ. 1-2 დღე გამოიყენეთ, რომ საკვებით მოწამვლა შეამსუბუქოთ.

მეთოდი 2: აქტივირებული ნახშირი

თუ საკვებით მოწამვლა გაწუხებთ, ცოტა აქტივირებული ნახშირი მიირთვით. ის ტოქსინებს აერთიანებს, ანეიტრალებს და შემდეგ ორგანიზმიდან გამოაქვს.

თუ კუჭის აშლილობა ან საკვებით მოწამვლის სხვა სიმპტომები გაწუხებთ, აქტივირებული ნახშირი დაუყონებლივ მიირთვით. სხვადასხვა კაფსულები და აბები აფთიაქებში ხელმისაწვდომია. ხელთ გქონდეთ და 1-2 აბი გულისრევის შეგრძნების დროს მიირთვით. ყოველ 2 საათში გააგრძელეთ, თუ სიმპტომები ჯერ კიდევ გაწუხებთ.

ნახშირი ხელმისაწვდომია ფხვნილის სახით. 1 ჩ/კ ფხვნილი წყალში გახსნილი დალიეთ. აქტივირებული ნახშირის მიღება სწრაფ შედეგს იწვევს.

შენიშვნა: აქტივირებული ნახშირის და სხვა მედიკამენტების მიღებას შორის დრო მინიმუმ 2 საათი უნდა იყო. აქტივირებული ნახშირი მედიკამენტს ადვილად შთანთქავს და მას არაეფექტურს ხდის.

მეთოდი 3: ნიორი

ნიორი შეიცავს დიალილ სულფიდს. რომელიც საკვებით მოწამვლის გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვადასხვა ანტიბიოტიკი. ნიორი ძლიერ ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას დიარესა და ღებინებასთან გამკლავებაში ეხმარება.

ერთსაფეხურიანი მკურნალობა: მიირთვით უმი ნივრის კბილი ან წვენი.

2 კბილი ნიორი მიირთვით, რომ საკვებით მოწამვლის დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა დაამშვიდოთ. ნიორი სალათებს დაუმატეთ და კულინარიაში გამოიყენეთ. შეგიძლიათ 2 კბილი ნიორი გაწუროთ და თბილ წყალში გაზავებული წვენი დალიოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს