სხვადახვა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო 4 რეცეპტი. ძირითად მკურნალობასთან ერთად ორგანიზმს კიბოს უჯრედების დამარცხებაში ეხმარება

552

სამკურნალო ტუხტი არის მცენარე, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგი დაავადებების დროს:

  • სასუნთქი გზების ონკოლოგიური დაავადების საწყისი ეტაპი;
  • გულის ასთმა;
  • ბრონქიტი;
  • ლარინგიტი;
  • ფილტვების ემფიზემა;

ამ მცენარის მწვანილის და ყვავილის მოკრეფა და გახმობა ადრეულ ივნისიდან გვიან სექტემბრამდე შეიძლება. ამ პერიოდში ტუხტი ყვავილობს. ფესვები შეგიძლიათ მხოლოდ შემოდგომაზე მოამზადოთ. ამ დროს წვენის მოძრაობა ჩერდება და მცენარის ღეროები ხმება. ტუხტის ნაყენის მოსამზადებლად 1 ნაწილი ფესვი აიღეთ და 20 ნაწილი გრილი წყალი დაასხით. შემდეგ ნახევარი საათით დააყენეთ. 1 ს/კ მიღებული ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. საჭირო ეფექტის მისაღწევად მკურნალობის კურსი 2-3 თვე უნდა გააგრძელოთ. მცენარის ფესვების დახმარებით შეგიძლიათ მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ. ფესვები კარგად გარეცხეთ და გათალეთ, დაჭერით, გააშრეთ და ფხვნილის სახით დაფშვენით. ამ ფხვნილით შეგიძლიათ ფაფები მოამზადოთ.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნის საწინააღმდეგოდ ნაკლები სისხლის მქონე ადამიანებს აკონიტუმი დაეხმარებათ. ის სიმაღლეში 50 სმ-დან 2 მეტრამდე იზრდება. ლურჯი, იისფერი ან ყვითელი ფერის ყვავილები აქვს. ივნისიდან აგვისტომდე ყვავილობს. ყვავილობის დროს ყველაზე უფრო მეტ სამკურნალო თვისებას შეიცავს და სწორედ ამ დროს მის მოგროვებას იწყებენ. ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ლ არაყი დაასხით. ნაყენი 3 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 წვეთი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ და წინასწარ თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

გველის სურო ბალახი და ყვავილი უძველესი დროიდან სამკურნალო საშუალებად ითვლება. მცენარეს ავი სულებისგან დამცველადაც მიიჩნევენ. მას პროგრესირებადი ლეიკემიის, ასევე ლიმფოგრანულმატოზის საწინააღმდეგოდ ხშირად იყენებენ. ამისთვის 1 ჩ/კ ხმელი მცენარე 1 ჭიქა მდუღარე წყალში 4 საათით დააყენეთ, ზემოდან თავსახური დააფარეთ. 1 ს/კ გაგრილებული ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ მიირთვით. მკურნალობის დროს არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარე შხამიანია და ზომის გაზრდა არ შეიძლება.

ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგოდ ასევე გველის სუროს ნაყენი გამოიყენება. ამისთვის 50 გრ წინასწარ დაქუცმაცებულ მცენარის ყვავილს ნახევარი ლიტრი არაყი დაასხით. 1 კვირა თბილ შენობაში, სიბნელეში დააყენეთ. 5-7 წვეთი ნაყენი დილა-საღამოს, საკვების მიღებამდე დალიეთ. ნაყენს წყალს აყოლებენ. ფრთხილად იყავით, მცენარე შხამიანია! დოზის გადაჭარბება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

არყი. ხალხურ მედიცინაში ხის ყველა ნაწილს (ფოთლები, კვირტები, ქერქი, ყვავილის მტვერი) იყენებენ. ყველაფერი ეს სხვადასხვა პროგრესირებადი სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. 200 გრ ხმელ, დაქუცმაცებულ არყის ქერქს 1 ლ წყალი დაასხით (ჭურჭელი კერამიკის უნდა იყოს). დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ სითხე არ განახევრდება. თბილ შენობაში 2-3 საათით დააყენეთ. სელის ქსოვილში გადაწურეთ და გამოყენება დაიწყეთ. თვის 1-ელ და ბოლო კვირას დღეში 1 ს/კ, ხოლო მე-2 და მე-3 კვირას 2 ს/კ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს