როდესაც აგარაკს შეუძლია ოჯახში განხეთქილების შემოტანა

521

ცბიერი ცოლი გახდა მთავარი მოქმედი გმირი ერთი ჩახლართული ამბის, რომელიც ჩემს ახლობლებს შეემთხვათ და სწორედ ამაზე არის paparazzi.ge-ს დღევანდელი სტატია. შეიძლება თქვათ, რომ ისინი უკვე ზრდასრულები არიან და ასეთი პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მაინც… რა მოხდა? დავიწყოთ თავიდან:

ცბიერი ცოლი

ირინა და სანდრო ბედნიერად ცხოვრობდნენ, არავის უშლიდნენ ხელს, ერთმანეთსაც კარგად უგებდნენ. სანდროს დედა და დეიდა ცოტა ცოტათი საქმიანობას უწუნებდნენ. ირინას შეეძლო მთელი დღე დაეძინა, დიდი დრო დაეხარჯა ტანსაცმელების მოსინჯვაში, მანიკურზე, პედიკურზე, წამწამებზე, სახლში კი არასდროს აკეთებდა მარინადებს, მოხუფულებს. “- რატომ უნდა გავაკეთო, მაღაზიაში ყველაფერი არისო.” მიუხედავად იმისა, რომ დედამთილი და დეიდა გაკეთებას ურჩევდნენ, მისი გადარწმუნება შეუძლებელი იყო.

განგაშის ზარი – ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა სანდროს ბებია და საყვარელ შვილიშვილს დაუტოვა თავისი ერთოთახიანი ბინა. სანდრომ და ირინამ ბებიის სახლი გაყიდეს და იმ ფულით პატარა აგარაკი და ნაკვეთი იყიდეს.ირინას არ უნდოდა სოფელი და ერჩივნა თანხის ბანკში შეტანა. აზრები ორად გაიყო და საბოლოოდ ცოლმა გამოაცხადა: თუ სანდრო იყიდიდა აგარაკს, მისი იმედი არაფერში ჰქონოდა. ქმარმა მაინც იყიდა სასურველი სახლი.

დახმარება არ არის და არც იქნება – სანდროს ოჯახის წევრებს ძალიან გაუხარდათ – არის ნაკვეთი, იქნება ბოსტნეული, ხილი, დასასვენებელი ადგილი. სანდრო თავიდან დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ჩადიოდა სოფელში, მუშაობდა, რგავდა, თესავდა, დედამ ასწავლა ბოსტნეულის მოხუფვაც. მოკლედ, ყველაფერი მშვიდად მიდიოდა.მაგრამ ნელ-ნელა სანდროს გაუჭირდა მარტოს შრომა და უსაყვედურა ცოლს, რომ არაფერში ეხმარებოდა. “შენ ხომ მიირთმევ ჩემს მოყვანილ ბოსტნეულს, ხილს კონსერვებს? ნუთუ არ შეგიძლია, რომ მომეხმარო?” ირინამ კი უპასუხა: “კი, მივირთმევ და მომავალშიც შევჭამ, მაგრამ სოფელში სამუშაოდ ვერ წამოგყვები, მე ხომ გაგაფრთხილეო?”

სხვისი გავლენა – ირინას დედამთილი დაელაპარაკა. დაურეკა და უთხრა, რომ სეთი ქცევა მიუღებელია. მისი აზრით ცოლი ყოველთვის გვერდში უნდა ედგეს ქმარს.მაგრამ ცბიერი ცოლი არ დანებდა და კატეგორიულად გამოაცხადა, რომ ნაკვეთზე მუშაობას არ აპირებდა, კონსერვების ჭამის კი არ შერცხვებოდა, რადგან სანდროს ის საერთო საკუთრების მანქანით ჩამოჰქონდა და წილი ეკუთვნოდა მოხმარებიდან.

შეიცვლება თუ არა ცბიერი ცოლი – ამ სიტუაციაში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვერ გაიგებ. დედამთილი და მისი და ზიან და ფიქრობენ რა უნდა ქნან, როგორ გადმოიბირონ თავხედი ირინა. სანდრო გაბრაზებული მუშაობს აგარაკზე, ირინას კი არანაირი სურვილი არ აქვს მისი დახმარების. თქვენ რას იტყვით? მართალია ირინა? სწორად იქცევა ის თუ არა? რა ჯობია რომ გააკეთოს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს