აკაციის ყვავილები გამოიყენება გრიპის, ხველის, კუჭშიდა სისხლდენის, საშარდე გზების ანთებითი პროცესების, პარალიჩისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.
თეთრი აკაცია გვანიჭებს სიმხნევესმ სიახლეს. იგი სასარგებლოა ყველასთვის, ბიოენერგიის შესანიშნავი დონორია.
ინფუზია (ნაყენი, რომელიც მცირე ხნით ყენდება) – 1 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ გაციების, გრიპის დროს, როგორც ამოსახველებელი ან კუჭის ამშლელი საშუალება.
ტინქტურა (ნაყენი, რომელიც დიდი ხნით ყენდება) – 2 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 199 მლ არაყი ან სპირტი, დააყენეთ 14 დღით, გადაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი წყალთან ერთად, დღეში ორჯერ, მჟავე ბოყინის დროს, რომელსაც კუჭის მომატებული მჟავიანობა იწვევს.
ინფუზია – 1 ს.კ. ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე, დააყენეთ 30-40 წუთით. დალიეთ 0.2-0.3 ჭიქა დღეში 3-5-ჯერ ჭამამდე, შარდის ბუშტის, თირკმლების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.
ტინქტურა – 30 გ გამომშრალ ან 50 გ უმ ყვავილებს დაასხით 200 მლ არაყი, დააყენეთ 7 დღით ბნელ ადგილას. ვარიკოზული ვენების გასაწოვად და თრომბოფლებიტის დროს, მტკივან ადგილებში უხვად შეიზილეთ ნაყენი. კიდურების პარალიჩის დროს შეიზილეთ კიდურებზე დღეში 2-3-ჯერ.
სისხლდენა საშვილოსნოს კიბოს დროს
შეურიეთ ემალირებულ ჭურჭელში თითო მუჭა კარტოფილისა და თეთრი აკაციის ყვავილები და ბერძნული კაკლის ფოთლები. დაასხით მასას 3 ლ წყალი და დადგით ქვაბი ცეცხლზე. აადუღეთ, მაშინვე გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 10-12 საათით. გადაწურეთ და დალიეთ წყლის ნაცვლად. 1 დღეში მთელი მომზადებული მასა უნდა დალიოთ.
როცა აკაცია ყვავის, არ დაგავიწყდეთ მისი ყვავილების მოკრეფა. შემდეგ შეგიძლიათ მათი დაყენება, როგორც ჩაის. ეს ნაყენი განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ ჯანმრთელობის ქალური პრობლემების დროს. გაუმჯობესებას მალევე იგრძნობთ.
აზოტემია(სისხლში მეტაბოლიზმის აზოტისტური პროდუქტის მომატებული დონე)
დაასხით 2 ს.კ. გამომშრალ აკაციის ყვავილებს 0.5 ლ მდუღარე წყალი თერმოსში, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და დალიეთ ჭამამდე, 70 მლ ოდენობით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა გრძელდება, 7-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. მუდმივად აკონტროლეთ სისხლში აზოტის დონე.
აკაციის ყვავილები გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდაც და პარალიჩის დროს რეაბილიტაციის პერიოდში. დაასხით 0.5 ლ მდუღარე 30-40 გ მშრალ ყვავილებს, დააყენეთ 7 დღით, შემდეგ კი ამ ნაყენით 2-3-ჯერ შეიზილეთ ვარიკოზით დაზიანებული და პარალიზებული ადგილები.
თრომბოფლებიტი
100 გ გამომშრალ ყვავილებს დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ ბნელ ადგილას 2 კვირით, პერიოდულად ანჯღრიეთ შიგთავსი, გადაწურეთ, ნარჩენები დაწურეთ. გაიკეთეთ კომპრესები და შეიზილეთ ტინქტურა.
გაფანტული სკლეროზი
გაავსეთ აკაციის ყვავილებით მუქი შუშის ბოთლი, დაასხით პირთამდე სუფთა ნავთი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ჩაფალით მიწაში 9 დღით. მოხმარებამდე წაისვით ფეხებზე მცენარეული ზეთი, ხოლო შემდეგ დაიზილეთ მიღებული ნაყენით. დაითბეთ. მკურნალობა ხანგრძლივი, თუმცა ეფექტურია.
კარგ სამკურნალო შედეგს იძლევა აკაციის სპირტიანი ნაყენი რადიკულიტის, რევმატიზმის, მარილოვანი დაგროვებების, ჭრილობებისა და სილურჯეების მკურნალობისას. ყველა შემთხვევაში, ნაყენი გარეგან საშუალებად გამოიყენება. მტკივანი ადგილები უხვად უნდა დაიზილოთ ნაყენით.
საშვილოსნოს ყელის ეროზია
1 ს.კ. მშრალ ყვავილებს დაასხით 0.2 ლ მდუღარე წყალი. დადგით ცეცხლზე, ოღონდ ბოლომდე არ აადუღოთ. დააყენეთ 1 საათით და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ. პარალელურად, საჭიროა საშოს გამობანა შემდეგი შემადგენლობით: 1 ს.კ. ყვავილებისა და 1 ლ წყლის ნახარში. დაელოდეთ, სანამ იგი მისაღებ ტემპერატურამდე გაგრილდება. მკურნალობის კურსი – 1 თვე.
შეგროვება და მომზადება
ყვავილებს ყვავილობის დასაყისში აგროვებენ, საუკეთესო პერიოდი კი ხის ნახევრადჩამოშვებული მდგომარეობაა. მათ ალაგებენ თხელ ფენად ქაღალდზე ან ქსოვილზე. აშრობენ ჩრდილში(სასურველია, სხვენში). სწორად გამომშრალი ნედლეული ცალკეული ყვავილებისგან შედგება, რომლებსაც მოყვითალო-მოთეთრო ძირი, მწვანე თასები და ყუნწები, თაფლის სუნი და მოტკბო-ლორწოვანი გემო აქვს.
უკუჩვენებები
დიდი დოზებით მცენარე შხამიანია! განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ქერქი: მასში არსებული ტოქსალბუმინრობინი იწვევს ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას.
დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს, რა თქმა უნდა, მისი მიღება არ შეიძლება. მოწამლვის შემთხვევაში აღინიშნება ზრდადი აგზნება.