დავხარჯე მანქანის საყიდლად დაგროვილი ფული ჩემი წინაპრების მოსაძებნად

214

როგორ ვიპოვოთ ნათესავები? დაფიქრებულხართ როდესმე თქვენს წინაპრებზე? როგორები იყვნენ ისინი? იყვნენ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით დაკავებულები, თუ ღარიბი მშრომელები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ მომავლის? რამდენ წინა თაობის წარმომადგენელს იცნობთ სახელებით, ან იცით ვინმე საერთოდ?

როგორ ვიპოვოთ ნათესავები

უმრავლესობა წინაპრების ძებნას ინტერესის გამო იწყებს, ან ბიუროკრატიული მოთხოვნების გამო. მოდით, პაპარაცის რედაქციის დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ, როგორ გადავაქციოთ მოკრძალებული ცოდნა დიდ ბაბუებსა და ბებიებზე სისტემატიზებულ ინფორმაციად. შემდეგ კი შევქმნათ ოჯახის გენეალოგიური ხე.

  • მოწმეების ჩვენება – ყველაზე ფასეული მოწმეების მონაყოლია. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ახსოვთ თქვენი ოჯახის წევრები. თუ გაგიმართლებთ, თქვენი ბებიები და ბაბუები მოგცემენ რაიმე ინფორმაციას და თქვენც დაიჭირეთ ის კუდით. გამოკითხეთ მაქსიმალურად დეტალურად ყველაფერზე, ხოლო რამე რომ არ გამოგრჩეთ, წინასწარ შეადგინეთ კითხვარი. გამოვა თავისებური მინი ინტერვიუ.სთხოვეთ მოგიყვეთ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებზე., ჩაიწერეთ საუბარი კამერით. არ დაგრჩეთ ყურადღების გარეშე არაფერი.შეამოწმეთ ოჯახის არქივი. იქ შეიძლება იყოს საჭირო საბუთები, ფოტოები, დღიურები. ძველად ფოტოებზე აკეთებდნენ წარწერებს უკანა მხრიდან, წერდნენ სხვადასხვა ჩანაწერებს. ეს შეიძლება ნათესავების მოძებნაში არ დაგეხმაროთ, მაგრამ საინტერესო კულტურული სამახსოვროა.ეცადეთ შეინახოთ ყველა ფასეული ნივთი, რაც გაქვთ. მაგალითად, უბრალო ფოტომ შეიძლება გაპოვნინოთ წინაპრის სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი. ასე უფრო გაგიადვილდებათ ახალი ინფორმაციის მოძიება. აუცილებლად ჩაიწერეთ ყველა ნაპოვნი სიახლე.
  • ინფორმაციის სისტემატიზაცია – დავუშვათ, შეაგროვეთ გარკვეული ინფორმაცია ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავებზე. რა ხდება შემდეგ? ექსპერტები გვირჩევენ საგულდაგულოდ დავაკონსპექტოთ ყველა მონაცემი. ყურადღებით იყავით თარიღებთან, სახელებთან, მამის სახელებთან.იმოქმედეთ ისე, როგორც გაგიადვილდებათ. აიღეთ დიდი ფურცელი და კალამი, ან გახსენით ფაილი კომპიუტერში და დაიწყეთ ჩაწერა. დაწერეთ გენეალოგიური ხის დასაწყისში თქვენი თავი, შემდეგ ჩამოყევით და დაწერეთ ყველა არსებული ინფორმაცია. შენ, შენი და-ძმები, მშობლები, ბებიები და ბაბუები. თქვენი ხე თანდათან გაიზრდება. მაგრამ რა უნდა ვუყოთ თარიღებს, რომელიც ვერ იპოვეთ?
  • მუშაობა ინტერნეტ წყაროებთან და არქივებთან – შემდეგი ეტაპი დაკარგული წინაპრების ძებნის იქნება არქივი, ჩანაწერები და ინტერნეტი. საჭირო ინფორმაციის მისაღებად უნდა გამოითხოვოთ ინფორმაცია არქივიდან. ეს უნდა იყოს საძებნი ადამიანის საცხოვრებლის მიხედვით.ამ ინფორმაციას არქივი ინახავს გარკვეული პერიოდის მანძილზე. სოფლებში ინახება 60-70 წელი, შემდეგ გადაეცემა რაიონის არქივს. მოგვიანებით კი რეგიონს. თუ ეძებთ დიდი ხნის წინანდელ ინფორმაციას, პირდაპირ მიაკითხეთ რეგიონალურს.ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საიტებზე არანაკლებ საინტერესო საბუთებს წააწყდებით.
  • უცხოური საიტები – ზოგჯერ წინაპრები ჩამოსულები არიან შორეული ქვეყნებიდან. ამით თქვენი ძებნის ჯაჭვი არ გაწყდება. ინტერნეტის დახმარებით შეძლებთ საჭირო მოთხოვნის გაგზავნას სპეციალურ ორგანოებში საზღვარგარეთ. იქედან კი პასუხს საკმაოდ მალე მიიღებთ.
  • როგორ ვიპოვოთ ნათესავები სპეციალისტების დახმარებით – თუ არ გაქვთ საკმარისი დრო, რომ თავად ეძებოთ თქვენი წინაპრები, თუ ფინანსური საშუალება გაქვთ, მიმართეთ სპეციალისტს. მათ კარგად იციან სად და როგორ იმოქმედონ. ჩაატარებენ სრულფასოვან ძებნას და მოიპოვებენ ყველა შესაძლო ინფორმაციას. გისურვებთ წარმატებას!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს