ბაბუაწვერას სპირტიანი ნაყენი. 2/3 ჭიქა ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1/2 ბოთლი არაყი ან სპირტი. მჭიდროდ დააცეთ თავსახური, დააყენეთ 2 კვირით და პერიოდულად ანჯღრიეთ.
ამ ნაყენით კურნავენ ეპილეფსიას. ამისთვის მიიღეთ თითო ს.კ. ჭამამდე, დღეში სამჯერ მაინც. ნაყენს, ასევე, იღებენ წვეთებით – 25-30 წვეთი ჭამამდე, დღეში სამჯერ.
ნაყენებისთვის უმჯობესია 70 გრადუსამდე სპირტის გამოყენება, ნედლეულის სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოთ. არაყი და სპირტი კარგი კონსერვანტებია, რომლებიც მცენარიდან სასარგებლო ნივთიერებებს იწოვს.
ყველაზე მოსახერხებელია დიდყელიანი ჭურჭლის გამოყენება – ასე შესაძლებელი იქნება, ნედლეული შეახვიოთ მარლაში, გამოაბათ ტომარას ძაფი, ჩაუშვათ ბოთლში და ძაფი გადაკიდოთ. ამ შემთხვევაში, დიფუზია უფრო სწრაფად ხდება: სპირტი, გაჯერებული სასარგებლო ნივთიერებებით, ილექება ბოთლის ფსკერზე და მის ადგილას ახალი, უფრო მსუბუქი სითხე რჩება. ნაყენის მომზადების დრო, ასეთი მეთოდის გამოყენებით, მნიშვნელოვნად მცირდება. გარდა ამისა, ნაყენის მოხმარებამდე მისი გადაწურვა აუცილებელი არაა.
ბაბუაწვერა ნაყენისთვის შეიძლება იყოს როგორც ნედლი, ისე გამომშრალი, ჩვეულებრივი წესით დაქუცმაცებული.
ესეც ის თვისებები, რომლებიც ბაბუაწვერასგან დამზადებულ, ზემოხსენებულ პრეპარატს აქვს:
- ამოსახველებელი
- შარდმდენი
- მატონიზებელი
- გამაძლიერებელი
- დიურეტიკული
- სპაზმოლიტური
- კუჭის ამშლელი
- დამამშვიდებელი
- საძილე
- ოფლმდენი
- ნაღველმდენი
- მადისაღმძვრელი
- მჟავიანობის მანეიტრალებელი
- დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებზე, თირკმლებზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტსა და ელენთაზე
- აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, ასტიმულირებს შრომისუნარიანობას, ხსნის მომატებულ დაღლილობასა და უძლურობას
- არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
- აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას ანემიის დროს
- აქვს სისხლწარმოქმნის უნარი, ააქტიურებს ლეიკოციტების წარმოქმნას
- აღადგენს ძალებს
- აუმჯობესებს ორგანიზმში მიმოცვლით პროცესებს
- გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს
- აძლიერებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას
- ზრდის ინსულინის გამომუშავებას
- წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან
- არეგულირებს ორგანიზმში სითხის ბალანსს
- ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას
ყვავილებისა და ფოთლების ნაყენი
სპირტიანი ნაყენი
სახსრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ ბაბუაწვერების ნაყენი. როგორც კი ისინი აყვავდება, გაავსეთ ყვავილებითა და ფოთლებით ლიტრიანი ან ლიტრნახევრიანი შუშის ქილა, დაასხით პირთამდე 96%-იანი სამედიცინო სპირტი და დადგით 1 კვირით ბნელ ადგილას. აუცილებლობის შემთხვევაში, საღამოობით შეიზილეთ ნაყენი მტკივან სახსრებზე და დაწექით. ტკივილი გაივლის.
ნაყენი “სასწრაფო დახმარება”
გაავსეთ ყვავილებით 0.5-ლიტრიანი მუქი ბოთლი, დაასხით 300 მლ სპირტი და დააყენეთ 2-3 კვირით. თუ ფეხები აგტკივდებათ, დაისხით ტინქტურა ხელის გულზე და დაიზილეთ ტერფებიდან მუხლებამდე. ნახავთ: შვება მაშინვე მოგეგვრებათ.
უკუჩვენებები
ნაყენის შინაგანი მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერაციდული გასტრიტისა და დიარეის დროს. არ შეიძლება ბაბუაწვერას გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს. ასევე, უკუჩვენებაა ინდივიდუალური აუტანლობაც.