მე ძალიან მაკვირვებს და ამავე დროს მახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან შეიცვალა დამოკიდებულება ოჯახის, ცოლ-ქმრობის და ბავშვების მიმართ ბოლო ასი წლის განმავლობაში. გათხოვილ ბავშვიან ქალს XIX საუკუნეში სულ სხვა სტატუსი ჰქონდა, ვიდრე გაუთხოვარს. ეს ცვლილებები კარგია, რომ უკეთესობისკენ მიდის და ჩვენს საზოგადოებას თანასწორობას და ბედნიერებას ანიჭებს. პაპარაცის რედაქია დღეს ამ სტატიაში ძველ დროს გაგახსენებთ.
გათხოვილი ქალი ბავშვით
დასაწყისისთვის გავერკვეთ, რატომ იყო მაშინდელ დროში ქალების მდგომარეობა ასეთი რთული. რატომ ავალდებულებდა ქალს საზოგადოება ქმრის და შვილის ყოლას? ყველაფერი მარტივია: ქალის და მამაკაცის უფლებების გათანაბრება დაიწყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მანამდე ფიგურირებდა მოსაზრება, რომ ქალი არ იყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მათ არ ქონდათ სრულყოფილი განათლების, ხმის მიცემის და მუშაობის უფლება.ამის გამო ქალბატონები იყვნენ დაუცველები ცხოვრების წინაშე. მათ არ შეეძლოთ სახლის ყიდვა ან ქირაობა, არასდროს ქონდა თავისი ფული. მზითვები და მემკვიდრეობა პირდაპირ ქმრის ხელში ხვდებოდა. კი, იყო გამონაკლისები, მაგრამ ძალიან იშვიათად და საზოგადოების წყრომას იმსახურებდა.დამოუკიდებელ ქალებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მარტო, ქმრის გარეშე, უყურებდნენ, როგორ არანორმალურებს. შეგიძლიათ გაიხსენოთ დამოკიდებულება სუფრაჟისტული მოძრაობის მიმართ, რომლის დამსახურებაა სხვათა შორის, რომ ქალებმა განათლების და მუშაობის უფლება მიიღეს.ხშირად დაობენ ამ საკითხზე: რა არის ცუდი იმში, რომ ქალი გათხოვდეს და შვილები იყოლიოს? მოსახერხებელია, როცა ქმარი მუშაობს, ხოლო ის ბავშვებს და ოჯახს უვლის. ეს კარგია მაშინ, როცა ოჯახში სიმშვიდე და იდილიაა, მაგრამ თუ ქმარი მოძალადეა, არ სცემს პატივს ცოლს მაშინ? თუ ქმარი წყვეტს რა ჩაიცვას და რა ილაპარაკოს, ან საერთოდ არ ილაპარაკოს…იმის გამო, რომ ქალებს არ შეეძლოთ მუშაობა და საკუთარი თავის მოვლა, სასწრაფოდ ახალგაზრდა ასაკში ათხოვებდნენ. ქმრის პიროვნული თვისებები არავის აინტერესებდა. ან რაში ენაღვლებოდათ, მასთან ხომ მხოლოდ ქალს უნდა ეცხოვრა.
რედაქციისგან: ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც შიში აქვთ შინაბერებად დარჩენის, უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე ნიუანსი: პირველ რიგში, ეხლა სხვა დროა. ევროპაში ქორწინების საშუალო დრო დიდი ხანია შეიცვალა. იქ გოგონა, რომელიც 18 წლის ასაკში ქორწინდება, არასერიოზულად აღიქმება.
მთავარია, თქვენი ცხოვრება შეესაბამებოდეს თქვენს შინაგან მოთხოვნებს. თუ არ გინდათ სტანდარტული ურთიერთობა, არც არის საჭირო. ასაკთან ერთად პრიორიტეტები შეიცვლება და დაიხვეწება. ცხოვრებაში რომანტიული ურთიერთობების გარდა კიდევ ბევრი რამ არის საინტერესო: მეგობრობა, საყვარელი საქმე, შემოქმედება, საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა… თქვენ რას იტყვით, რა არის მთავარი?