ფეხების დაავადებებისგან ოროვანდმა მიხსნა. მცენარე დაუჯერებელი თვისებებით…

1079

ოროვანდი, ალბათ, ერთ-ერთი მცენარეა იმ მრავალთაგან, რომლებსაც ადამიანის ყველაზე ახლო მეზობელი შეიძლება ვუწოდოთ. სადაც არ უნდა ვიყოთ: სახლის გვერდით, მინდორზე, მდინარის პირას, ტყეში, ბაღსა თუ ნაკვეთში – ყველგან გვხვდება ოროვანდის უზარმაზარი ფოთლები.

ოროვანდის გავრცელებულობისა და ხელმისაწვდომობის წყალობით, ეს მცენარე ბევრ ქვეყანაში გამოიყენება სამკურნალოდ.

ჩინურ მედიცინაში, უმი მცენარე და მისი თესლებიც კი გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება შეშუპების დროს, ინიშნება სხვა მცენარეებთან ერთად სისხლდენის დროს, სიფილისისა და მწერებისა და გველის ნაკბენით ინტოქსიკაციის სამკურნალოდ. მისი ფესვი გამოიყენება გარეგანად ეკზემის, სკროფულოდერმის, ფურუნკულის დროს, ასევე, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში.

ბულგარულ ხალხურ მედიცინაში, ოროვანდის ფესვი გამოიყენება, როგორც დიურეტიკული და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი საშუალება, თირკმელ- და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, გასტრიტისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ. ოროვანდის ფესვი, დაყენებული ნუშის ან ზეითუნის ზეთში, ცნობილი, როგორც ოროვანდის ზეთი(არამხოლოდ ბულგარეთში), გამოიყენება თმის გასაძლიერებელი და ქერტლის მოსაშორებელი გარეგანი საშუალება.

რუსი ექიმბაშები ოროვანდს თირკმელკენჭოვანი დაავადებების, დიაბეტის, პოდაგრისა და რევმატიზმის, წყალმანკის, ბუასილის, რაქიტისა და საყმაწვილოს, ფურუნკულის, ქრონიკული ეკზემის, ყაბზობის სამკურნალოდ, ასევე, შხამიანი ცხოველების ნაკბენის დროს. ოროვანდის ფესვის ნახარში, აგრეთვე, გამოიყენება ვენერიული დაავადებების, სახსრებში მსხვრევის შეგრძნების დროს.

ოროვანდი შაკიკის დროს

თუ შაკიკი გაქვთ, ოროვანდი თქვენთვის ნამდვილი ხსნაა. ცნობილია შემთხვევები, როცა ოროვანდის გამოყენებით განკურნებულან ადამიანები, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ ამ დაავადებით. ხოლო მკურნალობა ძალიან მარტივია – დაიდეთ ოროვანდი გლუვი მხარით თავზე, როგორც ქუდი, და დაიმაგრეთ პირსახოცით. ატარეთ ეს იმპროვიზირებული თავსაბურავი არანაკლებ 4 საათით. პროცედურა ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

კოჟრები და ნახეთქები ფეხებზე

მოკრიფეთ ოროვანდის ფოთლები და დაიდეთ მტკივან ტერფებზე გლუვი მხარით, 10-12 საათით. ზემოდან ჩაიცვით წინდები, კომპრესის დასამაგრებლად. დედაჩემი მცენარეს ფეხებზე მთელი ღამით იჩერებდა, 1 თვის განმავლობაში, და სრულად განიკურნა. მართალია, მომავალ წელს ქუსლები ისევ აწუხებდა, თუმცა უკვე იცოდა, რითი ემკურნალა.

ბურსიტი

გთავაზობთ ბურსიტის მკურნალობის ეფექტურ მეთოდს, რომლის გამოყენებითაც, 3 კვირაში 4 წლის დაავადება მოვიშორე. მას შემდეგ უკვე 14 წელი გავიდა. დაავადება უკან აღარ დაბრუნებულა.

მე ბევრი რამ გამოვცადე იმ ოთხი მტანჯველი წლის განმავლობაში. დაუსრულებელი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში. ვცადე თითქმის ყველა საშუალება – სამედიცინო ნაღვლითა და ნივრის ნაყენით დაწყებული, ჰიდროკორტიზონის ინექციით დასრულებული, თუმცა გაუმჯობესება ვერ ვიგრძენი.

ბურსიტი ხშირად გვხვდება სპორტსმენებში, ბალეტის მსახიობებში, იმ ადმიანებში, რომლებსაც სამსახურის გამო ხშირად უწევთ მუხლზე ან იდაყვზე დგომა. ამ დაავადებას უჩივიან ისინიც, ვისაც უბრალოდ არ გაუმართლათ: ლიმფის ან სისხლის გავლით, სახსრის არეში მოხვდნენ ჩირქწარმომქმნელი მიკრობები. ნებისმიერ სამედიცინო სახელმძღვანელოში წაიკითხავთ: ბურსიტი – ესაა ქირურგიული დაავადება, მისი მკურნალობა, როგორც წესი, სახსრის ლორწოვანი ჩანთის გაკვეთით სრულდება, თავის გარსიანად. კიდურების სრულ სიმშვიდეს ვერ უზრუნველოფს ვერც ფიზიოპროცედურები, ვერც ანტიბიოტიკები და ჰორმონალური პრეპარატებიც კი, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ აღკვეთს დაავადების წარქმომნის მიზეზს. წარუმატებელი მკურნალობიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დაავადებული, ჩვეულებრივ, ოპერაციას თანხმდება.

სამწუხაროდ, ცოტამ იცის, რომ ოპერაციის ჩანაცვლება ჩვეულებრივ ოროვანდს შეუძლია. სამკურნალო მიზნებით, ოროვანს მშრალ ამინდში ამზადებენ, უმჯობესია – სავსე მთვარის დროს. ასეთი ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, სასურველი ეფექტის მისაღებად, მრავალი პროცედურა იქნება საჭირო. სახსრების დაავადების მწვავე სტადიების სამკურნალოდ, მოამზადეთ ორი წლის ოროვანდის ფესვი ივნის-აგვისტოში, თუმცა მათი ანთებისსაწინააღმდეგო აქტივობა ამ პერიოდში საგრძნობლად დაქვეითებულია.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

ვენების ვარიკოზული გაგანიერება რატომღაც ითვლება მსუქანი ქალბატონების მშობიარობის შედეგად. უდაოდ, მეც, ვაჟის გაჩენის შემდეგ, ფეხებს ცრემლების გარეშე ვეღარ ვუყურებდი. ექიმს მივმართე, მან კი ოპერაცია დამინიშნა. კიდევ კარგი, ამ რეცეპტის შესახებ გავიგე:

მთელი სეზონის განმავლობაში, როცა ოროვანდი მოდის, მოჭერით მისი ფოთლები და დაიდეთ ფეხებზე. სულ ესაა. მკურნალობა მე აპრილის ბოლოს დავიწყე, როცა ფოთლები საკმარისად მოზრდილი იყო. ოროვანდს ვენებზე გლუვი მხარიდან ვიდებდი და ზემოდან ბამბის ჩულქებს ვიცვამდი. დღის განმავლობაში, ფოთლებს რამდენჯერმე ვცვლიდი, ღამით კი ჩულქებს ვიცვამდი, იშვიათად, ფოთლებიანად. შედეგად, აგვისტოში ჩემი ვენები მნიშვნელოვნად შემცირდა. ექიმმა ოპერაცია გააუქმა და ფეხების მდგომარეობის კონტროლი მირჩია.

უკუჩვენებები:

ოროვანდის ფოთლებისა და ფესვისგან დამზადებულ პრეპარატს უკუჩვენებები თითქმის არ აქვს, როგორც მცენარეული პრეპარატების უმეტესობას. მისი მიღება არ შეიძლება ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედებისთვის. შეიძლება, ინდივიდუალური აუტანლობაც არსებობდეს, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს