მაღაზიაში კანფეტს აღარ ვიღებთ, გვერდს ვუვლით ტკბილეულის განყოფილებას

2217

ზოგჯერ ძველი დროის მონატრება გვაიძულებს ვიყიდოთ ტკბილეული, რომელიც ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა. გახსოვთ ირისი “გასაღები” და კიდევ უფრო გემრიელი კანფეტი “კაროვკა”? ეს ტკბილეული ეხლაც ყველგან იყიდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეკონომიის მიზნით, მწარმოებლები ეშმაკობენ. ისინი ნატურალურ ინგრედიენტებს ცვლიან იაფიანი მასალით და უმატებენ უმრავ არომატიზატორს და კონსერვანტს. არადა ამ კანფეტის მომზადება სახლშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

კანფეტი “კაროვკა” სახლის პირობებში

დაინტერესდით და წაიკითხეთ ეტიკეტზე კანფეტის შემადგენლობა. გაგიკვირდებათ იმხელა სია დაგხვდებათ: მშრალი რძე, კონსერვანტები, არომატიზატორები, საკონდიტრო ცხიმი. მაშინვე დაგეკარგებათ ამით ბავშვების გამასპინძლება. გემოც სხვანაირია, არა ისეთი, როგორიც ადრე იყო. პაპარაცის რედაქცია დღეს გასწავლით სწორედ ამ კანფეტის რეცეპტს – ნატურალურს, მარტივს, გემრიელს და სასარგებლოს. ბებია მაგალითად, ასე აკეთებდა: იღებდა ერთ ჭიქა შედედებულ და ერთ ჭიქა ჩვეულებრივ რძეს. ხარშავდა ნატურალურ კარამელს ნიგვზით. მოკლედ, შეპირებული რეცეპტი:

ინგრედიენტები

  • 400 გრ. შაქარი
  • 150 გრ. შედედებული რძე
  • 150 მლ. რძე
  • 75 გრ. კარაქი
  • 1 კვერცხი

მომზადების წესი

  1. სქელძირიან ქვაბში ჩააგდეთ კარაქი, შემდეგ შაქარი, რძე და შედედებული რძე. მნიშვნელოვანია, რომ მასა არ უნდა მიგეწვათ, ამიტომ მოამზადეთ სპეციალურ ძირიან ქვაბში.
  2. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სილიკონის ნიჩბით 15-20 წუთი. როდესაც მასა კარამელის ფერს მიიღებს, კიდევ უფრო ინტენსიურად ურიეთ. იმისათვის, რომ გასინჯოთ მზად არის თუ არა, მასა, ჩააწვეთეთ ის ყინულიან წყალში. თუ წვეთი გამკვრივდება და არ დაიშლება, მზად არის.
  3.  ათქვიფეთ მასა მიქსერით, თუმცა ეს პუნქტი შეგიძლიათ გამოტოვოთ და ეგრევე ჩაასხათ კარამელი ფორმებში.
  4. წაუსვით ფორმებს მცენარეული ზეთი და ჩაასხით მასა. ფრთხილად მოუსწორეთ თავი ნიჩბით. ყველაზე კარგად ამ საქმისთვის გამოიყენება სილიკონის ფორმები, საიდანაც კარამელს ადვილად ამოიღებთ.
  5. შედგით ფორმა მასით მაცივარში რამდენიმე საათი. მზად არის! ამოიღეთ კარამელები ფორმიდან, აადუღეთ ჩაი და გემრიელად მიირთვით!

სახლში მომზადებისას ამ კანფეტს შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაო ან დაჭრილი თხილეული. ის მარტივი მოსამზადებელია მინიმალური ინგრედიენტებით. საუკეთესო საშუალებაა მაღაზიის ტკბილეულზე უარის სათქმელად. თქვენ მოგიმზადებიათ ასეთი კანფეტი სახლში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს