ასაკის შიში ბევრ ქალს აიძულებს რადიკალურ ქმედებაზე წავიდეს. გაახალგაზრდავების ექსტრემალური მეთოდები ჩვენს დროში ძალიან პოპულარულია და მანდილოსნები მას 40 წლამდეც აქტიურად იყენებენ. ზოგი გოგონა თანახმაა კანზე სერიოზული მანიპულაცია ჩაიტაროს 25, 30 წლიდანაც კი, რათა გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა და შეაჩეროს ნაოჭების გაჩენა.
ასაკის შიში
მახსენდება ჩემი მასწავლებელი, რომელიც 70 წელს იყო მიღწეული. ენა ვერ მოგიტრიალდებოდა, მისთვის ბებერი გეწოდებინა და არა იმიტომ, რომ მას ჭაღარა თმა ან ნაოჭები ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებამ დააჩინა თავისი დაღი სახეზე და არც თმებს იღებავდა, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ის თავს უვლიდა და ოდნავ იღებავდა ტუჩებს და წამწამებს, რათა ხაზი გაესვა ბუნებრივი სილამაზისთვის.ის იყო ძალიან ჭკვიანი და სასიამოვნო ადამიანი. ყოველთვის შეეძლო თავის ღირსეულად წარმოჩენა. ქონდა მკაცრი, პედაგოგიური გამოხედვა და ამავე დროს ნათელი, ნაზი ღიმილი. ასეთ ქალს წლები ვერაფერს დააკლებდა.ქალის სილამაზე ან ნიშნავს ასაკობრივი ცვლილებების გადაფარვას, მაგრამ მანდილოსნებს სიბერის ხსენება შიშის ზარს ცემს. მათ ჰგონიათ, რომ ნაოჭები მთავარი პრობლემაა და იბრძვიან, რომ 70 წლის ასაკშიც კანი ისეთივე გლუვი და ქორფა ქონდეთ, როგორც ახალგაზრდობაში.
სილამაზე – უცხო თვალისთვის
“ჩემი აზრით, სილამაზეს ჩარჩოები არ აქვს. ქალი ლამაზი შეიძლება იყოს 90 წლის ასაკშიც, სილამაზე იმის თვალებში ჩანს, ვინც გიყურებთ.” – ამბობს 50 წელს მიღწეული პენელოპა კრუსი.როდესაც ქალი მხოლოდ თავისი თავის მოვლით არის დაკავებული, ის სრულფასოვნად ვერ იცხოვრებს და ვერ მიიღებს ცხოვრებისგან სიამოვნებას. ეს არის მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესი – უსასრულოდ იფიქრო როგორ გამოიყურები, ხომ არ გაქვს ზედმეტი წონა, ხომ არ გაგიჩნდა ნაოჭები. რას ნიშნავს ეს დაუოკებელი სწრაფვა ახალგაზრდობის შენარჩუნებისკენ? ნუთუ შეუძლია გლუვ კანს ადამიანი ბედნიერი გახადოს? არის კი, კარგი გარეგნობა იმის გარანტია, რომ მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას? შენ ან მოგწონს შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, ან არ მოგწონს. ქალები, რომლებიც მუდმივად იტარებენ აქტიურ გამაახალგაზრდავებელ კორექციას, კარგავენ ბუნებრივ იერს. ხოლო ქალები, რომლებიც უბრალოდ უვლიან თავს და მოწესრიგებულები არიან, გარშემომყოფებს ხიბლავენ თავისი ქარიზმით, ინტელექტით, ბუნებრივი მშვენიერებით. მაგალითად, ცნობილი ბალერინა მაია პლისეცკაია.აი, რას ამბობს ის გარეგნობაზე: ,,ნაოჭებს ვერ დავემალებით… ხოლო ახალგაზრდა მოხუცი – ეს სასაცილოა… გაგიგიათ, არსებობს ძველი ბაღი და ახალი ბაღი. მოვლილია ის თუ არა, ამაზეა მისი მშვენება დამოკიდებული. ასევე ადამიანის სახეც – ყოველთვის ჩანს მოვლილია ის თუ მოშვებული.და ულამაზესი მონიკა ბელუჩი? 56 წლის ასაკში მას არანაირი კოსმეტიკური მანიპულაცია არ აქვს გაკეთებული. დიახ, აქვს ნაოჭები, მაგრამ ის საერთოდ არ უკარგავს მსახიობს მომხიბვლელობას და შარმს.იგივე შეიძლება ითქვას ჯულია რობერტზეც, რომელმაც 50 წელს გადააბიჯა, მაგრამ არ დაუკარგავს ნაპერწკლები თვალებში.
პლასტმასის სახე
არიან ქალები, რომელთაც არ აშინებთ ასაკი და ნაოჭები. მათგან ისეთი თავდაჯერებულობა, მომხიბვლელობა და სიმშვიდე მოდის, რომ ბევრი 30 წლისას შეშურდება. რატომ არ დარდობენ ადამიანები სულიერ სიჯანსაღეზე ისე, როგორც კანის მდგომარეობაზე? თუ ქალს უყვარს საკუთარი თავი და გარშემომყოფები, აქცევს ყურადღებას თავის ჯანმრთელობას და ტკბება თითოეული დღის მშვენიერებით, არ არის სხვისი აზრის გავლენის ქვეშ და არ ითვლის ნაოჭებს, ის მომხიბვლელობას არასდროს არ დაკარგავს.ხოლო ქალები გლუვი, მაგრამ გაშეშებული, პლასტმასის სახით, რომელთაც დაკარგული აქვთ მიმიკები, ამაოდ ცდილობენ ბუნების მოტყუებას. ფრანგები თვლიან, რომ ასაკოვანი ქალს, რომელსაც არ აქვს ნაოჭები, პლასტიკური მანიპულაციების წყალობით, უფრო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ვიდრე საკუთარი თავის სიყვარული და მოვლის სურვილი.
სახის გადაჭიმვა უფრო მეტად აჩენს ასაკს, ვიდრე ბუნებრივი მდგომარეობა. ამასთან, პროცედურები ყოველთვის წარმატებული არ არის და შეიძლება უფრო გააფუჭოს გარეგნობა. ღირს კი ასე გარისკვა და ახალგაზრდობაზე ძალით ჩაჭიდება? თქვენ როგორ ფიქრობთ?