კენკრას, ფოთლებსა და ფესვს სამკურნალოდ მხოლოდ ველური მარწყვისგან იღებენ. ახალი კენკრა და წვენი წარმატებით გამოიყენება ჰიპოქრომული ანემიის, სისხლძარღვების სკლეროზის, ჰიპერტონიის, შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის დროს.
მარწყვის კენკრითა და ფოთლებით კურნავენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ღვიძლისა და ელენთის დაავადებას, ინფექციურ საყვითლოს, ნევრასთენიას, ბრონქულ ასთმას.
სასარგებლოა მარწყვი ფილტვების ტუბერკულოზის, შაქრიანი დიაბეტის დროსაც. მთელი მცენარის ნახარში, კენკრიანად და გესვიანად, გამოიყენება საშვილოსნოს ფიბრომის სამკურნალოდ, ხოლო მისი ყვავილების ნაყენი – გულის დაავადებების დროს. კენკრა და ფოთლები გამოიყენება ღამის ჭარბოფლიანობის დროს. გარეგანი გამოყენებით, მარწყვი კურნავს სისხლმდენ და დაჩირქებულ ჭრილობებს, წყლულებს, ანგინასა და ლარინგიტს.
სისხლის კიბო (ლეიკემია)
არსებობს სტანდარტული რეცეპტი, როცა 50 გ მარწყვის ბალახს 1 ლ ცივ წყალს ასხამენ, აყენებენ მთელი ღამით, დილით ადუღებენ 5-7 წუთით და აყენებენ თერმოსში კიდევ 4-6 საათით. შემდეგ მთელ დოზას მიირთმევენ დღის განმავლობაში, მცირე ყლუპებად.
მე ამ რეცეპტს ლეიკოზის დროს ვიყენებდი, როგორც დამხმარე საშუალებას. ვთქვათ, 1-2 ჩ.კ. ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარეს ვასხამდი 1 დღის ნორმისთვის, თუმცა ყოველ 1/3 ჭიქაში (1 ულუფაში) ვუმატებ 1 ჩ.კ. შეშუპებისსაწინააღმდეგო ბალზამს, სხვა შემთხვევებში კი – კედრის ნაყენს ან ორფერის წვენს.
ალერგია
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მარწყვი, რომელიც თავადაც ხშირად იწვევს ალერგიას, თუ მის მიმართ უკუჩვენებები არ გაქვთ, კურნავს ალერგიას. ამისთვის 1 ს.კ. ფოთლები დააყენეთ 30 წუთით 1 ჭიქა მდუღარეში. დალიეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
წითელი, ბრტყელი სირსველი
მოამზადეთ ნაყენი შემდეგი პროპორციით: 8-10 ჩ.კ. მარწყვის ბალახი 800 მლ წყალზე. აადუღეთ ნელ ცეცხლზე, ხარშეთ 5 წუთით. დალიეთ 1 ჭიქა დღეში ოთხჯერ, თბილი სახით. თუ ნახარში სუსტად მოქმედებს, გაზარდეთ დოზა 1 ს.კ.-მდე 1 ჭიქა წყალზე.
მიოკარდიტი
ტყის მარწყვის 3-4 ბუჩქი, თავის ფესვებიანად, დააყენეთ ფაიფურის ჩაიდანში და მიირთვით ჩაივით, შაქართან ერთად, 1 თვის განმავლობაში.
გულის ასთმა
ხუთვის დროს, შემდეგი ნახარში დაგეხმარებათ: 1 ს.კ. ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი, აადუღეთ და მოხარშეთ მოცულობის განახევრებამდე. დარჩენილი 1 ჭიქა ნახარში მიიღეთ თითო ს.კ. ოდენობით, ყოველ ორ საათში.
ჭარბი მენსტრუაცია
ნაყენის ყოველდღიური მოხმარება ამ პრობლემასაც გაუმკლავდება. დაასხით 2 ჭიქა ცივი, გადადუღებული წყალი 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს, აადუღეთ და ხარშეთ 6-8 საათით ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ და მიირთვით 0.5 ნაყენი დღეში ერთხელ.
კარდიოსკლეროზი
1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ წყალი ემალირებულ ჭურჭელში, აადუღეთ, ხარშეთ 15 წუთით თავსახურის ქვეშ, ნელ ცეცხლზე, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული მაწყვის ფოთლები, ადუღეთ კიდევ ზუსტად 1 წუთით, გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 1 საათით. ამის შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახარში თანაბარი ულუფებით დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
უკუჩვენებები
ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ალერგიკებს ვერ ვუწოდებთ, არამხოლოდ მარწყვის მოხმარების, არამედ მისი დანახვისა და შეყნოსვის შემდეგაც კი უჩნდება ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, შეშუპება – იდიოსინკრაზია. ამ სიმპტომების გაჩენისას, სხეული ხახვის წვენით უნდა დაიზილოთ ან მიიღოთ ეფედრინი – ქლორის კალციუმის ხსნარი.
მარწყვის პრეპარატების მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის დროს. უკუჩვენებულია ისინი კუჭის წვენის მომატებული სეკრეციის, აპენდიციტის, ხანგრძლივი თირკმლისა და ღვიძლის კოლიკების დროს.
ზოგიერთი ადამიანი, მარწყვის კენკრის უზმოზე ჭამისგან, გრძნობს გულისრევასა და მუცლის ტკივილს. მისი მოხმარება უმჯობესია ჭამიდან 30 წუთში, დაარბილეთ არაჟნითა და ნაღებით.
მარწყვი ვერ გადააქვთ ადამიანებს, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ქრონიკული გასტროდუოდენიტით, სანაღვლე გზების დისკინეზიით.