დიასახლისები დროის უმეტეს ნაწილს სამზარეულოში ატარებენ. აქ ამზადებენ საჭმელს, მიირთმევენ, საუბრობენ, ალაგებენ. სამზარეულოს დალაგებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, უფრო სწორედ, იმ საშუალებებს, რომლითაც წმენდთ ზედაპირებს და ჭურჭელს. ბევრი სარეცხი საშუალება შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, რომლის მოხმარებისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები და ნიღაბი. მაგალითად, გაზის საწმენდი საშუალებები. მათი გამოყენებისას ზიანდება სასუნთქი გზები და შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს ადამიანებსა და ცხოველებში. პაპარაცის რედაქცია დღეს შემოგთავაზებთ ალტერნატიულ საშუალებებს, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
საწმენდი საშუალებები სამზარეულოსთვის
- ყავის ნალექი – ერთ-ერთი ძვირფასი ნარჩენი, რომელიც ნაგავში ხვდება ყოველ დღე. არადა ყავის ნალექი კარგად უმკლავდება ცხიმის ნადებს ტაფაზე. აიღეთ 2 ს/კ ყავის ნალექი, წაუსვით ტაფას. ეს არ დააზიანებს მის ზედაპირს და კარგადაც გაასუფთავებს. ყავის ნალექი წინასწარ გააშრეთ ხოლმე თეფშზე.
- მდოგვის ფხვნილი – ნატურალური საშუალება თეფშების სარეცხად. გაიხსენეთ, როგორ ქაფდება ჩვეულებრივი ჭურჭლის ჟელე. დარწმუნებული ხართ, რომ ის ბოლომდე შორდება თეფშს? მდოგვის ფხვნილი აწკრიალებს ჭურჭელს და თან სრულიად უსაფრთხოა.
- სარეცხი საპონი – ყველაზე უსაფრთხო საშუალება მთელი სახლისთვის. საქმე ეხება ძველ, გამოცდილ 75%-იან სარეცხ საპონს. ის კარგად უმკლავდება ცხიმებს სამზარეულოში, ადვილად ირეცხება და არ რჩება ჭურჭელზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის და ბოსტნეულის გასარეცხადაც.
- ლიმნის მჟავა – იაფი და ეფექტური საშუალება ცხიმთან, ობთან, ნადებთან და ბაქტერიებთან საბრძოლველად. აიღეთ 1 ს/კ ლიმონმჟავა, 500 მლ წყალი და ჩაასხით პულივიზატორიან ბოთლში. გაწმინდეთ გაზი, ნიჟარა, კედლები… საუკეთესოდ წმენდს მაცივარს და აშორებს უსიამოვნო სუნს.
- სოდა – სოდის სასარგებლო თვისებები განუსაზღვრელია. მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. კარგია საკვები პროდუქტების და მისი შესანახი ჭურჭლის გასარეცხად. სოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ ყველაფერი. იმისათვის, რომ გაწმინდოთ გაზი, მოახარეთ ზედაპირზე და დატოვეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გახეხეთ ღრუბელით და მოაშორეთ ტილოთი. სოდა კარგად ასუფთავებს ნიჟარას, დანა-ჩანგლებს, შუშის ჭურჭელს. იატაკის მოსაწმენდად აიღეთ ერთ სათლს წყალზე 2 ს/კ სოდა.
- ფორთოხლის კანი – ეს ყველაზე სასიამოვნო ნატურალური საშუალებაა, რომელიც გამოყენების შემდეგ ტოვებს სასიამოვნო არომატს. ფორთოხლის კანებს დაასხით სპირტი და მოათავსეთ პულივიზატორიან ბოთლში. ღუმელის გასაწმენდად აიღეთ ცეცხლგამძლე ჯამი, ჩაყარეთ შიგნით ფორთოხლის და ლიმნის კანები, შედგით ღუმელში და ჩართეთ 200 გრადუსზე. წყალმა უნდა იდუღოს კარგა ხანი. ბოლოს მხოლოდ სველი ტილოთი გაწმენდთ და ყველაფერი სუფთა იქნება.
ეს ნატურალური საშუალებები დაგიცავთ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტისგან. მნიშვნელოვანია, იცოდეთ რომ ნატურალური საშუალებები არ ვნებს გარემოს. უამრავი ქიმიური საშუალება ისხმება სამზარეულოს მილში, იქედან კი ხვდება ოკეანეში, ზღვაში, მდინარეში… იზრუნეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე. თქვენ პლანეტის ნაწილი ხართ და შეიტანეთ თქვენი წვლილი მის სიჯანსაღეში.
თქვენ რა საშუალებებს იყენებთ სამზარეულოს მოსავლელად? გელოდებით კომენტარებში.