მინდა დედამთილისთვის დატოვებული ფულის დაანგარიშება და არ ვიცი როგორ გავაკეთო

0
1425

ბევრი ბავშვი ოცნებობს დასვენებაზე ბებიასთან ზაფხულში. ეს საუკეთესო პერიოდია მათ ცხოვრებაში. ბებიებიც სიხარულით ელოდებიან მონატრებულ შვილიშვილებს, მაგრამ რა იმალება ზაფხულის უზრუნველი არდადეგების მიღმა? პაპარაცის მკითხველი, ნატა, აღმოჩნდა უცნაური პრობლემის წინაშე. მისი დედამთილი თანახმა იყო შვილიშვილები მიეღო მთელი ზაფხულით, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვა ფული. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, წაიკითხეთ სტატიაში.

ზაფხული ბებიასთან სოფელში

“ჩემი შვილები მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე ზაფხულს, რადგან ერთი სული აქვთ ბებიასთან წავიდნენ სოფელში. ეს წელიც არ იყო გამონაკლისი და მე და ჩემმა ქმარმა გავუშვით ბავშვები ბებიასთან. ისინი უკვე დიდები არიან და სდევნა აღარ ჭირდებათ. ჩვენ კი ვმუშაობთ და ვერ ვახერხებთ მათ დასასვენებლად წაყვანას.ქმარმა ეხლახანს იშოვა კარგი სამსახური დ ჯერ შვებულება არ ეკუთვნის. მეც მთელი ზაფხული ორის მაგივრად ვშრომობ, რომ სექტემბერში ორიოდე კვირა დავისვენო და ბავშვებს სკოლის რეჟიმის აწყობაში დავეხმარო. მადლობა დედამთილს, რომ შეუძლია ბავშვები თავისთან ყავდეს. ეს ზაფხულო მათ პირველად გაატარეს მთლიანად ბებიასთან. მაგრამ დედამთილმა მათი მოვლისთვის საკმაოდ დიდ თანხა მოგვთხოვა.

“ბავშვების საჭმლისთვის მინდა, აბა რით გავუკეთო კერძები?”- აგვიხსნა ბებიამ. ეს თანხა თითქმის მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი იყო და საჭმელზე ამდენი რად უნდოდათ? მითუმეტეს, რომ აქვს ბოსტანი, ბაღი, ხილი. მეეჭვება ყოველ დღე რამეს ყიდვა დაჭირდეთ, რადგან ბევრი რამე სახლში აქვთ.არჩევანი არ გვქონდა. მე მივეცი დედამთილს თანხა. გაითვალისწინეთ, რომ იცის ფინანსურად არც ისე მყარად ვართ და ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებთ. არ მესმის რატომ უნდა იყოს ოჯახში ასეთი დამოკიდებულება? თუმცა სხვა გზა მაინც არ გვაქვს.მე უბრალოდ მაინტერესებს, რაში დაიხარჯა ჩემი ფული. საჭმელში? ბავშვები ამდენს ფიზიკურად ვერ შეძლებენ ბებიასთან ერთადაც კი. ქმარსაც არ მოეწონა დედის საქციელი, მაგრამ არაფერი უთხრა. იქნებ, მე ვერ ვხვდები რამეს და ასეთი რამ უკვე დიდი ხანია ნორმად ითვლება? მეგობრები მეხუმრებიან, მოდი დაუანგარიშე ბებიას ხარჯებიო. იქნებ, მართლა ტყუილად ვბრაზობ და მართლა ჭირდებათ ამდენი? მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. ხვალ მივდივარ მათთან სტუმრად.

რედაქციისგან:ნატას ადგილას, პირველ რიგში ვკითხავდი ბავშვებს, როგორ მოეწონათ ბებიასთან ყოფნა სოფელში. მნიშვნელოვანია, რომ გაუგებრობა უფროსებს შორის არასოდეს არ უნდა აისახოს ბავშვებზე და მათ ურთიერთობაზე დედასთან და ბებიასთან.შემდეგ გაესაუბრეთ გულახდილად დედამთილს. ეს მაშინვე უნდა გაგეკეთებინათ, როდესაც ბავშვებს უტოვებდით და შემდეგ მთელი სამი თვე უპასუხო კითხვებით და წყენით დარჩით. ყველაფერს გულახდილი საუბარი დაალაგებს – თბილი, მადლიერი და კეთილგანწყობილი ტონით.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? როგორ მოიქცეოდით ნატას ადგილას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.