ისინი თავს გვაჩვენებენ კეთილებად და მზრუნველებად, გვეუბნებიან ბევრ ლამაზ სიტყვებს საკუთარი კეთილდღეობისთვის. თვალთმაქცობაზე არაფერი კარგის თქმა არ შეიძლება და არანაირი გამართლება არ აქვს და ეს ამორალური საქციელია. ასეთი ადამიანების ამოცნობა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
თვალთმაქცობის შესახებ
ეს მცნება პირველად ძველ რომში გაჩნდა. მაშინ თვალთმაქცებს უწოდებდნენ მსახიობებს, რომლებიც ირგებდნენ სხვადასხვა ნიღბებს და გამოსახავდნენ სხვადასხვანაირ ადამიანებს. ეხლა თვალთმაქცი ეწოდება პიროვნებას, რომელსაც ორმაგი სახე აქვს და ნიღბის ქვეშ ცდილობს თავისი მიზნების მიღწევას.არაგულწრფელ დამოკიდებულებას თან ახლავს შური და ბოროტება. ბედნიერი ადამიანები არ თვალთმაქცობენ. ამის გაკეთებას ხშირად საზოგადოება აიძულებს. თვალთმაქცები სასიამოვნო და თავაზიანები არიან, როცა ჭირდებათ და მოხერხებულად გადააქვთ თავისი დანაშაული სხვებზე. ეს თვისება ფეხს იდგამს ადამიანის სულში, როგორც სიდამპლე ვაშლში. პატარა ლაქა მთელს ნაყოფს აზიანებს და გვერდით მყოფსაც გადასდებს. აი, ნიშნები, რომელიც დაგეხმარებათ ამოიცნოთ თვალთმაქცი ადამიანი:
- ქცევა – “თვალთმაქცი ადამიანები თითქოს გეფერებიან, მაგრამ ამ დროს გაწმენდენ თავის ჭუჭყიან ხელებს.” მათ შეუძლიათ ლამაზად საუბარი, აქვთ კარგად განვითარებული მეტყველება. მათი საუბარი მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ისინი არ ამყარებენ თავის საუბარს მოქმედებით. არიან მოღალატეები, კრიმინალები, გამყიდველები…
- ადაპტაცია – ისინი კარგად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში, თუ ეს ჭირდებათ. აქვთ დაბალი თვითშეფასება არ შეუძლიათ პასუხი აგონ თავის საქციელზე, თუმცა ყოველთვის პოულობენ მიზეზს საკუთარი ქცევის გასამართლებლად.
- ეგოცენტრიზმი – ისინი წარმოაჩენენ თავს საუკეთესოებად და არ უყვართ, როდესაც სხვებს ადარებენ. მათ გვერდით ყოფნა არაკომფორტულია. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მუდმივად ცდილობენ თავის ყველაზე უკეთესებად წარმოჩენას.
- მანიპულაცია – ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ისინი საუკეთესო მანიპულატორები არიან. მაშინვე გრძნობენ ადამიანის სუსტ მხარეებს და იყენებენ სათავისოდ. მათი სამიზნე ყველა შეიძლება გახდეს: თანამშრომელი, ნათესავი, მეგობარი… ისინი ყველგან არიან. თვალთმაქცები ყოველთვის განიცდიან დისკომფორტს თავისი ქცევის და გრძნობების არაერთგვაროვნების გამო. ასეთი ადამიანები აწვალებენ საკუთარ თავს.თვალთმაქცობა რელიგიური კუთხით დიდი ცოდვაა. ხშირად ისინი ქმნიან საკუთარი თავისგან ტანჯულებს, ცდილობენ თავის შეცოდებას გამოგონილი ისტორიებით. არასდროს აწუხებთ სინდისი და არ აქვთ განცდები და მუდმივად გასცემენ ნეგატივს.
იმისათვის, რომ თქვენს გვერდით მიიზიდოთ ადეკვატური ადამიანები, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, განვითარდეთ ყოველ დღე და გახდეთ უკეთესები. თქვენ რას იტყვით? გელოდებით კომენტარებში.