მეზობელს თავისი აგარაკი მთელი შემოდგომა ლამაზად აქვს მორთული, გამოვკითხე, რა ყვავილები აქვს დარგული

359

შემოდგომის ყვავილები ბაღში თვალს და გულს ახარებს მაშინაც, როცა პირველი ყინვები იწყება და ისინი ჭკნობას იწყებენ. მცენარეების უმეტესობა ზაფხულში ყვავის, მაგრამ არის ბევრი სახეობა, რომელიც შემოდგომაზეც ყვავის და კარგად უძლებს სუსხს.

შემოდგომის ყვავილები ბაღში

შემოდგომის ყვავილი არის ერთწლიანიც და მრავალწლიანიც. მათი მოშენება არ წარმოადგენს დიდი სირთულეს და ახალბედა მებაღეც მარტივად მოახერხებს. დღეს პაპარაცი მოგიყვებათ ყველაზე პოპულარულ მცენარეებზე შემოდგომის ბაღიდან.

კესანე – მისი პირველი ყვავილობა ივნისში იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამშვენებს გარემოს. ეს მცენარე ერთწლიანია, ძირითადად იასამნისფერია, მგრამ გვხვდება ცისფერი, თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი სახეობებიც.კესანე თესავენ სათბურში მარტში და გამოყავთ ჩითილები, ხოლო მაისის ბოლოს გადააქვთ ღია გრუნტში, უმჯობესია მზიან ადგილას, რათა გახანგრძლივდეს ყვავილობის პერიოდი. რეკომენდებულია დამჭკნარი ყვავილების მაშინვე მოცილება.

ასტრა – არსებობს ასტრას ერთწლიანი და მრავალწლიანი ჯიშები. ერთწლიანების გამრავლება შეიძლება როგორც სასათბურე, ისე ღია გრუნტის პირობებში. იმისათვის, რომ გაალამაზოთ შემოდგომით თქვენი ბაღი, ერთწლიან ჯიშებს შორის შეარჩიეთ გვიანი და შუა პერიოდის ნერგები. მათ თესავენ პირდაპირ გრუნტზე მაისის შუა რიცხვებიდან და შემოდგომიდან ელოდებიან აყვავებას.მრავალწლიან ჯიშებს შორის უკეთესია ბელგიური, ინგლისური, ბუჩქისებრი. სწორედ ისინი აცოცხლებენ ბაღს შემოდგომიდან ნოემბრის ბოლომდე. ყვავილებისთვის შეარჩიეთ მზიანი, ქარისგან დაცული ადგილი.

ხავერდა – ხავერდა – სრულიად უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომ მის გაზრდას ნებისმიერი ახალბედა მებაღე შეძლებას. მისი დათესვა შეიძლება როგორც სათბურში, ისე ღია გრუნტზე. მას არ უყვარს ნულს ქვემოთ ტემპერატურა, ამიტომ ღია გრუნტზე მხოლოდ აპრილი-მაისიდან გადაიტანეთ.სათბურში ხავერდას დათესვა შეიძლება ზამთარშიც, შეგიძლიათ გაამრავლოთ სახლის პირობებში, თბილ აივანზე. ის ყვავილობას იწყებს 2 თვის შემდეგ ამოსვლიდან. თუ დათესავთ ღია გრუნტზე, მაშინ ივლისის შუა რიცხვებში ჯობია. ყვავილობის პერიოდი ამ მცენარეს საკმაოდ ხანგრძლივი აქვს. თუ შემოდგომა თბილი იქნება, ხავერდა გაგილამაზებთ ბაღს ნოემბრის ბოლომდე.

ქრიზანთემა – ქრიზანთემა გაალამაზებს თქვენს ბაღს სწორედ მაშინ, როცა სხვა ყვავილები ჭკნობას დაიწყებენ. მას ზოგჯერ “ოქროს ყვავილს უწოდებენ”. საინტერესოა, რომ ქრიზანთემა ყვავილობას იწყებს მხოლოდ მაშინ, როცა დღე 12-14 საათამდე იკლებს.მისი გამრავლება ხდება ბუჩქის დაყოფით და დაკალმიანებით. თუ მცენარე ცუდად ყვავილობს, ეს ნიშნავს, რომ ბუჩქი უნდა დაიშალოს. ასევე, არ შეიძლება მისი დარგვა ერთ ადგილას ზედიზედ სამი წელი, რადგან დაავადდება და ცუდად იყვავილებს.

დევისპირა – ეს უცნაური სახელწოდების ყვავილი მრავალწლიანია. ის ცნობილია აგრეთვე ანტირიუმის სახელით. მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და საოცრად ალამაზებს მიწის ნაკვეთს შემოდგომით. ის საკმაოდ ხანგრძლივი დროით – ივნისიდან ოქტომბრამდე ყვავის.რაც შეხება ფერებს, ის სხვადასხვა შეფერილობისაა: ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, შინდისფერი. ანტირიუმი ხაოიანი ყვავილები აფრქვევენ მკვეთრ, სასიამოვნო არომატს. ყვავილს ჭირდება მზიანი და ქარისგან დაცული ადგილი.

ვარდი –რა თქმა უნდა, ყვავილების დედოფლის გარეშე არ შეიძლება იყოს ბაღი. ვარდის ბევრი სახეობა ზაფხულში ყვავის, მაგრამ არის ჯიშები, რომელიც აგრძელებს ყვავილობას შემოდგომაზეც. ზოგიერთი ვარდი ორჯერ ყვავილობს. იმისათვის, რომ შეამკოთ თქვენი ბაღი ვარდებით შემოდგომითაც შეარჩიეთ შემდეგი ჯიშები: ჩაის-ჰიბრიდული, პოლიანთუსი, მიწის ვარდი, მინიატურული და ვარდი ფლორიბუნდა. ისინი გაგილამაზებენ გარემოს ყინვის დაწყებამდე.

თქვენ რა ყვავილები გილამაზებთ ნაკვეთს შემოდგომით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს