ბევრი მშობელი ოცნებობს იმაზე, რომ შვილებმა მხოლოდ სწორი საქციელი ჩაიდინონ. სკოლის პედაგოგები სისტემატიურად ასწავლიან რა არის კარგი და რა ცუდი, მაგრამ ყველა აღმზრდელი არ ამბობს იმას, რომ კარგი საქმისთვის ხანდახან რაღაცის შეწირვა გვიწევს. სიკეთის გაკეთებისას კი შეიძლება აქეთ დაგადანაშაულონ. როგორ შეიძლება ასე მოხდეს, წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
სწორი საქციელი
12 წლის სანდროს მშობლები ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ დამჯერე ბიჭი ყოფილიყო. მათ უნდოდათ, რომ კარგად აღზრდილი შვილი ყოლოდათ, რომელიც მუდამ მზად იყო სხვების დასახმარებლად. ბიჭი იზიარებდა მშობლების დარიგებას და გულმოდგინედ ცდილობდა ასეთი ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან ღრუბლებში დაფრინავდა და ეფანტებოდა გონება. მაგალითად, ის ხშირად აგვიანებდა სკოლაში, რის გამოც შენიშვნებს იღებდა.ხშირი შენიშვნები არ სიამოვნებდა სანდროს და ერთხელ, გადაწყვიტა აეყვანა თავი ხელში და დროულად მისულიყო გაკვეთილზე. ამისთვის ძალიან ადრე გამოვიდა სახლიდან, მაგრამ გზად, ერთ-ერთ გადასასვლელზე, მის წინ ქალი დაეცა. ქალმადაიყვირა და ფეხზე იტაცა ხელი.სანდრომ მაშინვე მიირბინა უცნობთან და დახმარება შესთავაზა. ააყენა ქალი და გადაიყვანა გადასასვლელზე. შემდეგ გაიქცა უახლოეს კაფესთან და ყინული გამოართვა. ქალი ტროტუარზე იჯდა და საერთოდ არვინ არ აქცევდა ყურადღებას. ბიჭი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც დახმარება შესთავაზა.ქალმა დაიდო ფეხზე ყინული და კითხა: “რა გქვია, ჩემო გადამრჩენელო?” ახალგაზრდა გმირმა დაბნეულად მიუგო: “ალექსანდრე, მაგრამ ახლობლები სანდროს მეძახიან. აი, იმ სკოლაში ვსწავლობ.” სანდრომ დაანახა ახლოს მდებარე დიდი ყვითელი შენობა.უცნობმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიჭს, გამოიძახა ტაქსი, რომ ტრავმატოლოგიურში წაეყვანა, ხოლო სანდრო გაიქცა სკოლისკენ და თან ხვდებოდა, რომ ისევ დააგვიანა გაკვეთილზე. როდესაც კლასში შევიდა, მასწავლებელმა უსაყვედურა: “სანდრო, შენ ისევ აგვიანებ, ამიტომ შენგან დავიწყებ საშინაო დვალების შესრულებას.სანდროს უნდოდა აეხსნა დაგვიანების მიზეზი, მაგრამ მასწავლებელმა არ მოუსმინა და დაფასთან გამოიძახა. გაკვეთილის შემდეგ პედაგოგმა თავისთან მიიხმო სანდრო და უთხრა: “უკვე დროა, მეტი პასუხისმგებლობა გამოიმუშაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გავხდები მშობლები გამოვიძახო. მთელი კვირით გნიშნავ მორიგედ კლასში!”
სწორი საქციელი ჯილდოვდება – არ უნდოდა ბიჭს მთელი კვირა დაჩენილიყო გაკვეთილების შემდეგ და კლასი დაელაგებინა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა, რადგან მასწავლებელმა არ ისურვა მისი მოსმენა. თუმცა, მეორე დღეს მას სასიამოვნო მოულოდნელობა ელოდა. გაკვეთილზე სკოლის დირექტორი შემოვიდა.ბიჭს ეგონა რომ ახლაც საყვედურს მიიღებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დირექტორმა მთელს კლასს გაუღიმა და დაფასთან დადგა: “ბავშვებო, მე თქვენთვის კარგი სიახლე მაქვს! გუშინ თქვენი თანაკლასელი ალექსანდრე გმირი გახდა. ის დაეხმარა ერთ ქალს, რომელმაც ფეხი იტკინა. დღეს დილით ის მოვიდა ჩვენს სკოლა და შემოგვთავაზა დახმარება. ის ჩვენი სპონსორი გახდება და შეაკეთებინებს ჩვენს სპორტულ მოედანს.”კლასში სიხარულის ჟრიამული გაისმა, სანდრო კი მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს. გაკვეთილების შემდეგ ბიჭთან მასწავლებელი მივიდა და კითხა: “სანდრო, გუშინ ამიტომ დააგვიანე გაკვეთილზე?” ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.”მაპატიე, მეგობარო! შევცდი, შენთვის რომ მომესმინა, არ გამოვიტანდი მცდარ დასკვნას. როგორც ხედავ, უფროსებსაც ეშლებათ. შევრიგდეთ?” ბიჭი და მასწავლებელი ბედნიერები გადაეხვივნენ ერთმანეთს.
რედაქციისგან: ეს ამბავი ბევრ რამეზე მიგვითითებს. პირველ რიში, რასაც არ უნდა აშავებდეს ბავშვი, აუცილებლად უნდა მოუსმინოთ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნის გაკეთება.კეთილი და სწორი საქციელი ადამიანმა უნდა გააკეთოს გულიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ საჭიროა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.