როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი? უკვე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მოვკრიფეთ, ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოვამზადოთ ნიადაგი გამოსაზამთრებლად შემდეგი სეზონისთვის. არსებობს გარკვეული წესები, რომელიც დაეხმარება მებოსტნეებს. პაპარაცის ამ სტატიაში გავარკვევთ, თუ რომელი წესია უფრო ეფექტური და რაზე არ ღირს დროის კარგვა.
როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი
პირველი და ყველაზე მთავარი წესი არის გრუნტის მომზადება ზამთრისთვის. არ უნდა დატოვოთ მიწაზე კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის ნარჩენები. თუ რამდენიმე დარჩება, არაუშავს, მაგრამ ბევრის დატოვება არ არის სასურველი. ასევე უნდა მოაშოროთ ნიადაგს სარეველები და მიწა.ამას გარდა, გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ ვიზრუნოთ რეგულარულ ცვლზე სათესი მასალის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტული კულტურა მთლიანად ითვისებს თავისთვის საჭირო ნივთიერებებს მიწიდან და მომდევნო წელს უნდა შეიცვალოს ისეთი კულტურით, რომელსაც სხვა მიკროელემენტები ჭირდება. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ კომბინაციები და სწორად ცვალოთ ისინი.მაგალითად, კარტოფილის შემდეგ რეკომენდებულია სტაფილოს, ხახვის, ნიორის ან ლობიოს დარგვა. სტაფილოს მერე – პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო. კომბოსტოს მერე – კიტრი, გოგრა, სტაფილო. არსებობს უამრავი სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი კულტურების ცვალებადობის არსი.
კეთილი დამხმარეები – რა თქმა უნდა, არ ღირს მთელ ნაკვეთზე ერთდროულად ჩანაცვლება შესაბამისი ბოსტნეულით. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნაწილ-ნაწილ. მიწის გასანოყიერებლად აგრეთვე კარგი საშუალებაა სიდერატები – მცენარეები, რომლებიც განკუთვნილია გრუნტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად: მდოგვი, ჭვავი, წიწიბურა, ფაცელია, სამყურა…სიდერატები ამდიდრებენ გრუნტს აზოტით და ხელს უწყობენ მიწის გაფხვიერებას თავისი ფესვთა სისტემით. მოცელვის შემდეგ ბალახი-სიდერატი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სასუქი ან ჩავყაროთ კომპოსტის ორმოში. ამას გარდა, სიდერატები არ უყვარს მწერებს და მავნებლებს. ისინი აფრთხობენ ქინქლებს, მუხლუხოებს. სიდერატის როლში იდეალურია ყვავილები ასტრა, კალენდულა, მზესუმზირა და ზოგიერთი სამკურნალო მცენარე – პიტნა, გვირილა.არ დაგავიწყდეთ სასარგებლო ჭიაყელები ისინი იდეალურად გრძნობენ თავს ორგანულ სასუქებში, რომელიც შეაქვთ გრუნტში. რეკომენდებულია აგრეთვე კომპოსტის, ნაკელის და ნაცრის შეტანა. ნაცარი ჯობია მოსავლის აღების შემდეგ და უშუალოდ თესვის წინ მოეყაროს. ჭიაყელები ეხმარებიან ნიადაგის გაფხვიერებას, მის გამდიდრებას ორგანიკით და ჟანგბადით. ყველა მებაღემ იცის, რომ მიწა, სადაც ბევრი ასეთი ჭიაყელაა, კარგ მოსავალს იძლევა.
როგორ მივიღოთ კარგი მოსავალი შერეული თესვით – მდიდარი მოსავლისთვის უნდა დათესოთ მცენარე-თანამგზავრები. ეს არის ხავერდა, ბაზილიკი, გვირილა, როზმარინი. მოყვავილე მცენარე-კომპანიონები იზიდავენ სასარგებლო მწერებს, რაც ხელს უწყობს ბოსტნეულის დამტვერვას და მასთან ერთად ამაღლებს მის მოსავლიანობას. აუცილებელია, გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ყურადღებით შეარჩიეთ კომპანიონი მცენარეები თქვენი ბოსტნეულისთვის.ამბობენ, რომ ახლო მდებარეობა მაგალითად: კამის და ხახვის, მუხუდოს და ჭარხლის – აუმჯობესებს მის გემოს. ასევე კარგად მოქმედებს ოხრახუში პომიდორზე, პიტნა კარტოფილზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მცენარე-კომპანიონს შეიძლება ქონდეს ან არ ქონდეს ჩრდილი. ამის მიხედვით შეურჩიეთ ისეთი ბოსტნეული, რომელიც ითხოვს ან არ ითხოვს მზის სინათლეს.ამრიგად, ჩამოვთვალოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც დაგვეხმარებიან კარგი მოსავლის მოყვანაში მომავალ წელს: შერეული დარგვა, ორგანული სასუქი, სიდერატების გამოყენება, აუცილებელი ჩანაცვლება ბოსტნეულის, სასარგებლო ჭიაყელები და მიწის დასვენება. დასვენების დროს მიწა ივსება სასარგებლო ელემენტებით, მაგრამ ამ პერიოდშიც ჭირდება დამუშავება. ერთი წლის შემდეგ უნდა გადახნათ, რათა გრუნტის რათა უკეთ მოხდეს შერევა და გაფხვიერება.
გისურვებთ წარმატებას! იმედია, მიწა უხვად დაგაჯილდოვებთ დაუღალავი შრომისთვსის და მალე მთელს ოჯახს გაუმასპინძლდებით გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულით საკუთარი ნაკვეთიდან.